რუბრიკები
კითხვა–პასუხი - ბავშვის კვება
13-03-2012
-მაინტერესებს შეიძლება თუ არა 7 თვის ბავშვისთვის თევზის მიცემა?ან რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს თევზი?
-ბავშვის რაციონში თევზის შეტანას ექიმები არ ჩქარობენ. იგი რეკომენდებულია 8-9 თვის ასაკიდან. ეს იმით აიხსნება, რომ თევზი ალერგიული პროდუქტია. სავსებით ჯანმრთელი ბავშვებისთვისაც კი, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი ალერგიული რეაქციებისკენ, თევზის მიცემა ნებადართულია კვირაში ორჯერ, ისიც - მცირე ულუფებით, წლამდე ასაკის პატარებისთვის - 30-60 გრამისა, შედარებით მოზრდილებისთვის - 85-90 გრამისა, წვნიანის, პიურეს, ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით.
ალერგიული გამოვლინებების მქონე პატარებს თევზს ვაძლევთ ძალიან ფრთხილად, მცირე ულუფებით, თავდაპირველად - დაახლოებით 1-2 ჩაის კოვზს, მერე კი, რეაქციის შესაბამისად, ულუფას თანდათან ვზრდით. თევზი წინასწარ გულდასმით დაამუშავეთ: ფხები და ძვლები გამოაცალეთ, მერე კი კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით. წლამდე ასაკის ბავშვს მიეცით თეთრი, მჭლე თევზი, უფრო ცხიმიანი ჯიშის მენიუში შეტანა ერთი წლის შემდეგ შეიძლება.
ძალიან სასარგებლოა თევზის წვნიანი. მისი მომზადება შეიძლება მარტივი რეცეპტით: ქვაბში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაახლოებით 4-5 სმ-ით დაიფაროს. შემდეგ თევზი ამოიღეთ და წყალი აადუღეთ, ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, მრგვლად დაჭრილი 1 ცალი სტაფილო, ხახვი და ოხრახუში, ამის შემდეგ ჩაუშვით თევზი, ალს დაუწიეთ და ხარშეთ. ეს იმისთვის, რომ ხარშვისას თევზი არ ჩაიშალოს. თევზი მანამდე უნდა ხარშოთ, ვიდრე ჩანგლით გაჩხვლეტისას გამჭვირვალე სითხე აღარ გამოუვა. მოხარშული თევზი მაშინვე ამოიღეთ თეფშზე გასაცივებლად.
კატეგორია - ბავშვის კვება
დაამატეთ კომენტარი
*
*
 
სხვა კითხვები
"ქარელის რაიონში იყიდება სათბური სასწრაფოთ თავისი გათბობის...
"შევიძენ! ყველაზე მაღალ ფასად, გერმანულ და ჩეხურ...
"ქირავდება 3 ცილინდრიანი კომპრესორი, 2 ჩაქუჩით. ფასი...