რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
News

მუსლიმმა ღვთისმსახურებმა ქალთა წინადაცვეთა დაგმეს
გერმანელი სამართალდამცავი ორგანიზაცია Target-ის მიერ კაიროში ორგანიზებულ კონფერენციაზე წამყვანმა მუსლიმანმა ღვთისმეტყველებმა ერთხმად დაგმეს პრაქტიკაში ქალების წინადაცვეთის დანერგვა. კონფერენციის მონაწილეებმა ეგვიპტესა და სხვა აფრიკულ სახელმწიფოებს ამ ბარბაროსული ჩვეულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. ქალთა წინადაცვეთა ფართოდ არის გავრცელებული ზოგიერთ აფრიკულ სახელმწიფოში როგორც მუსლიმანებს, ასევე ტრადიციული აფრიკული კულტურის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორისაც კი.

წინადაცვეთის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ასე გოგონები გათხოვებამდე შეინარჩუნებენ თავდაჭერილობას, თუმცა სამეცნიერო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ქალთა წინადაცვეთა სასქესო ინფექციებისა და მშობიარობის გართულების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ქალს სექსუალობას ართმევს. კაიროს კონფერენციაზე მუსლიმანმა ღვთისმსახურებმა მკაცრად დაგმეს ქალების წინადაცვეთა და ხაზი გაუსვეს, რომ ყურანში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. მეტიც - ის არღვევს მცნებას, რომელიც მოყვასისთვის ზიანის მიყენებას კრძალავს.


ახდენს თუ არა გავლენას პოტენციაზე ძილის დროს სხეულის მდებარეობა?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სქესობრივი ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული იმ პოზაზე, რომელშიც სძინავს ადამიანს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სქესობრივ დარღვევათა 40%-ზე მეტი ძილის დროს მოუხერხებელ პოზაში წოლით არის განპირობებული. მეცნიერებმა სქესობრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე "მავნე" პოზებიც დაასახელეს. ესენია მუცელზე და მეტისმეტად მაღალ სასთუმალზე წოლა. პირველ შემთხვევაში ხდება შარდის ბუშტზე ზეწოლა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, მეორე შემთხვევაში კი ირღვევა სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში, რაც აფერხებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას. კარგი პოტენციის შესანარჩუნებლად სექსოლოგები მამაკაცებს გვერდზე ან ზურგზე წოლას და თავის დაბალ სასთუმალზე დადებას ურჩევენ.


რა დანიშნულება აქვს პრეზერვატივს?
ინდოეთის ხელისუფლება ებრძვის პრეზერვატივების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას - აივინფიცირების პროფილაქტიკისა და შობადობის კონტროლის პროგრამის ფარგლებში ეს ადვილად მოსახმარი კონტრაცეპტივი ინდოეთის მოსახლეობას უფასოდ ურიგდება. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, უფასო პრეზერვატივების უმრავლესობას სოფლებში გზებისა და სახლების მშენებლობისას წყალგაუმტარ მასალად იყენებენ. არცთუ იშვიათად ეს ნივთი ნედლეული სახით ხვდება სათამაშოების წარმოებაში, ხშირად კი უბრალოდ ღებავენ და ყიდიან როგორც ბუშტს. ინდოეთის არმიაშიც მიაგნეს პრეზერვატივის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტებს - აღმოჩნდა, რომ მათგან მზადდება არაჩვეულებრივი შალითა, რომელიც იარაღს მტვრისა და ნესტისგან იცავს. ექსპერტების მონაცემებით, ხელისუფლების მიერ უფასოდ დარიგებული 1,5 მილიარდი კონდომიდან ინდოეთის მოსახლეობა დანიშნულებისამებრ მხოლოდ მეოთხედს იყენებს. უკანასკნელი მონაცემებით, ინდოეთის მოსახლეობამ 1,2 მილიარდ კაცს გადააჭარბა, ხოლო აივინფიცირებულთა რიცხვმა 5,7 მილიონს მიაღწია. ინდოეთის ტრადიციისამებრ, ინტიმურ ცხოვრებაზე ხმამაღლა ლაპარაკი იკრძალება, რაც, შიდსის კონტროლის ნაციონალური ცენტრის თავმჯდომარის აზრით, ხელს უშლის მოსახლეობის სქესობრივ განათლებას. მან ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ზომები ვითარების გამოსასწორებლად და მაგალითად მოიყვანა ტაილანდი, სადაც უსაფრთხო სექსის აგრესიულმა პროპაგანდამ მოკლე ხანში პრეზერვატივის მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა და აივინფიცირების ტემპი შეამცირა.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს,
ხელოვნური ტვინი

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან ხელოვნური ტვინის გამოზრდა შეძლეს. ექსპერიმენტი ჩატარდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ნეირობიოლოგ მედლინ ლამკასტერის ხელმძღვანელობით. მკვლევარი, რომელიც ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მეცნიერებით, დიდი ხანი ოცნებობდა ლაბორატორიაში ადამიანის ტვინის ასლის შექმნაზე.

ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის კლინიკური დირექტორის მოადგილე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.