რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები

- რომელ დაავადებებს ჰგავს ღვიძლის კიბო და როგორ გავარჩიოთ იგი მსგავსი პათოლოგიებისგან?
- საჭიროა ღვიძლის პირველადი კიბოს დიფერენცირება მეორეული სიმსივნეებისგან, ციროზისგან, აგრეთვე ღვიძლის კეთილთვისებიანი (კისტები) და არასიმსივნური (პარაზიტული დაზიანებები) დაავადებებისგან. ციროზისგან განსასხვავებლად ტარდება სპეციფიკური ანალიზი, ალფაფეტოპროტეინის რეაქცია, რომელიც ციროზის დროს უარყოფითია, ღვიძლის პირველადი კიბოს დროს კი დადებითი. გარდა ამისა, კიბოს შემთხვევაში, ციროზისგან განსხვავებით, სკანირება მკვეთრად ავლენს ორგანოს კვანძოვან და დიფუზურ დაზიანებას. ღვიძლის კისტებს მრგვალი ფორმა, ელასტიკური კონსისტენცია და მკვეთრი რენტგენოლოგიური სურათი ახასიათებთ, ამასთან სიმსივნისგან განსხვავებით კარგად ვლინდებიან ღვიძლის რადიოიზოტოპური სკანირებისას. პარაზიტული დაავადებებისას გადამწყვეტი ანამნეზური მონაცემები, სისხლის ანალიზები და სეროლოგიური რეაქციებია.

- როგორ მკურნალობენ ღვიძლის კიბოს?
- ღვიძლის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია მის სტადიაზე, სიმძიმის ხარისხზე, სიმსივნის გავრცელების საზღვრებზე. არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი, სხივური თერაპია, ქიმიათერაპია. სხვა მეთოდებიც: ღვიძლის გადანერგვა, რადიოსიხშირული აბლაცია, ქიმიოემბოლიზაცია, რადიოემბოლიზაცია. სადღეისოდ მკურნალობის ოქროს სტანდარტად მიჩნეულია ღვიძლის გადანერგვა, მაგრამ ეს საკმაოდ რთული რამაა, რამდენადაც ძნელია დონორის პოვნა, ამასთანავე, დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკა ტრანსპლანტაციას ხშირად შეუძლებელს ხდის.

- თუ შეიძლება, უფრო ვრცლად შევეხოთ თითოეულ მათგანს.
- პირველადი კიბოს მკურნალობის წამყვანი მეთოდი რადიკალური ოპერაციული ჩარევაა,  ტიპური წილის ან სეგმენტის მოკვეთა, რომელიც შერწყმულია ქიმიოთერაპიასთან. სამწუხაროდ, დაგვიანებული დიაგნოსტიკა ხშირად პაციენტს არაოპერაბელურს ხდის, დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ 5-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში თუა შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება. ქირურგიული მკურნალობა ტარდება მაშინ, როდესაც სიმსივნის ზომა არ აღემატება 5 სმ-ს და იგი არ გამოდის ღვიძლის საზღვრებიდან, არ არის შეჭრილი სისხლძარღვებში. სხივური თერაპია ითვალისწინებს კიბოს მკურნალობას სპეციალური, მაღალი ენერგიის სხივებით, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, ამასთანავე, ნორმალურ, ჯანმრთელ უჯრედებს მინიმალური ზიანი ადგებათ. მკურნალობის ეს მეთოდი პირველადი კიბოს დროს იშვიათად გამოიყენება - ღვიძლი დასხივების მაღალი დოზებისადმი ნაკლებამტანია. მას ძირითადად  ქოლანგიოკარცინომის პოსტოპერაციულ პერიოდში მიმართავენ. რაც შეეხება ღვიძლის კიბოს ისეთ ფორმას, როდესაც ორგანოში მრავლობითი კვანძია, ოპერაციული ჩარევა რეკომენდებული არ არის და შეუძლებელიც კია. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტთა უმრავლესობა უპირატესობას ქიმიათერაპიას ანიჭებს.

- როგორ ტარდება მკურნალობა?
- ქიმიათერაპია ტარდება რამდენიმე ეტაპად, რომელიც ერთ მთლიან ციკლს წარმოადგენს. ყოველი ციკლი გრძელდება რამდენიმე დღე, შემდგომ ასევე რამდენიმედღიანი შესვენებაა, რათა ორგანიზმს პრეპარატების გვერდითი ეფექტების განეიტრალებისა და თვითაღდგენის საშუალება მიეცეს. ციკლების რაოდენობა დაავადების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

- ქიმიათერაპიისთვის გამოსაყენებელი პრეპარატები საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამართლებენ თუ არა ისინი მათთვის გაწეულ ხარჯს და იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც მათ ხანგრძლივ მიღებას ახასიათებს?
- ქიმიათერაპიის დროს გამოიყენება ანტისიმსივნური (ციტოტოქსიკური) პრეპარატები, რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ქიმიათერაპიით კიბოსგან განკურნება არ ხდება, იგი უბრალოდ აპატარავებს სიმსივნეს, ამუხრუჭებს მის ზრდას და შესაძლებელს ხდის დაავადების სიმპტომურ კონტროლს. ქიმიათერაპიულ პრეპარატებს პაციენტები იღებენ აბების სახით ან შიდავენური ინექციებით. თერაპია მაშინ ტარდება, როდესაც ღვიძლის ფუნქციები არ არის დარღვეული, ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს მის ხარისხის, ამიტომ მათი მიღება უმეტესად გამართლებულია.

- ღვიძლის კიბო და, ზოგადად, სიმსივნე ის პათოლოგიაა, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად სტუმრობენ ექიმბაშებსა და გაურკვეველი კვალიფიკაციის მკურნალებს. რამდენად სანდოა ამგვარი მკურნალობა, როდესაც დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო დახმარება ხშირად სამედიცინო არსენალის სრული გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება?
- მაქსიმუმი, რაც ამგვარი "მხსნელისგან" შეიძლება პაციენტმა მიიღოს, არის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ეფექტი, გამოწვეული ვიტამინებითა და იმუნომასტიმულებელი პრეპარატებით. ამგვარ "მკურნალებთან" სიარულში პაციენტები საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ და მასთან ერთად - დროს, რომელიც ოქროდ ფასობს. დაავადების პროგნოზი არცთუ კეთილსაიმედოა, ამიტომ პირველივე ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და პროცესის პროგრესის დროული შეჩერება.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
გარგარი შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს,
სპეციალისტების თქმით, სექსუალური ცხოვრების დიდი ხნით შეკავება ქალის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშია. ასეთ პირობებში ის უფრო ცუდად უმკლავდება სტრესს. საქმე ისაა, რომ სექსის დროს ხდება ენდორფინების - კარგი განწყობის ჰორმონები - გამომუშავება.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რეზო გაგუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პროფესორიი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს. 71 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შემოგვთავაზეს. მათ, სხეულის ტემპერატურის 13-15 გრადუსამდე დაქვეითებით, პაციენტების მოთავსება სურთ ერთგვარ ჰიბერნაციაში (ძილი). მიჩნეულია, რომ ამ მდგომარეობაში სხეულში ყველა პროცესი ჩერდება, ხოლო ვიდრე ორგანიზმი ძილის მდგომარეობაში იქნება, ექიმებს მშვიდად შეეძლებათ კიბოსთან გამკლავება.
თურმე მკერდის სიმსივნით მამაკაცებიც იღუპებიან. საქმე ის არის, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეს დაავადება მეტისმეტად იშვიათად ემართებათ. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, ამ სიმსივნით 38 000 ქალი და მხოლოდ 200 მამაკაცია დაავადებული.
С ვიტამინი გაციების პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლება. თუმცა ეს ვიტამინი ასევე ეფექტური, იაფი და უსაფრთხო საშუალება აღმოჩნდა ნებისმიერი ლოკალიზაციისა და განვითარების სტადიის კიბოსთვის. კიბოსსაწინააღმდეგო სტანდარტული პრეპარატებისგან განსხვავებით, რომლებიც არასასიამოვნო გვერდით ეფექტებს იწვევენ (იმუნური, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, ალერგიული რეაქციები, სისხლდენა, ლეტალური გამოსავალი), С ვიტამინი უსაფრთხოა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძვლის ტვინისა და სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეების (მიელოპროლიფერაციული მიელოპლაზიების) დროს ადგილი აქვს ერთ-ერთი ფერემენტის - იანუს -კინაზა 2-ის გენეტიკურ მუტაციას. ამასთან, ღეროვან უჯრედებში მუდმივად ჩართულია ბრძანება სისხლწარმოქმნაზე.
კორეელი მკვლევარების გუნდი მუშაობდა ბაქტერიული ინფექციის ვაქცინაზე, რომელიც მოლუსკებს აზიანებდა. აღმოჩნდა, რომ ბაქტერიები, რომლებიც მოლუსკებს უტევენ, გამოიმუშავებენ ცილას FlaB, რომელიც იმუნურ პასუხს იწვევს.
15 დეკემბერი 2016
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.
08 თებერვალი 2017
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ჰოლივუდის ასაკოვანმა ვარსკვლავებმა ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დაიწყეს. საუკეთესო ექიმებმა კი მიაგნეს „სასწაულმოქმედ საშუალებას“ - „სილამაზის ჩხვლეტას“. პირველი წარმატებული ჩხვლეტის შემდეგ ბოტოქსის ინექცია ჰოლივუდის გასართობადაც კი იქცა. სადღეისოდ ეს პროცედურა უბრალო მოკვდავთათვისაც ხელმისაწვდომია.

მძღოლები ხშირად ბრმად ენდობიან ნავიგატორებს, რასაც ზოგჯერ არასასიამოვნო ინციდენტი ახლავს თან. ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მსგავსი მოწყობილობა თრგუნავს ტვინის იმ ზონის აქტიურობას, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ, ნავიგაციისთვის ვიყენებთ. საჭიროა შევეცადოთ რუკაში დამოუკიდებლად გარკვევას.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ სმარტფონები უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, სოციალურ ურთიერთობებსა და განათლებაზე. თუმცა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ მობილური ტელეფონის გარეშე ბევრ ახალგაზრდას პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება.