რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მცენარეული საშუალებები

  • მთის არნიკა. აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს. მიიღეთ ყვავილედის ნაყენი  (10:100), ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
  • ყვითელი ცხვირსატეხელა. აფართოებს გულისა და თირკმლის სისხლძარღვებს. მიიღეთ ბალახის ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე) - ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.
  • გლერძი. მიიღეთ ბალახის ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე, წამოადუღეთ, გააჩერეთ 4 საათს) - 1 სადილის კოვზი დღეში ოთხჯერ ჰიპერტონიის დროს.
  • ჭაობის იელი. მიიღეთ ბალახის ნაყენი (2 სადილის კოვზი 200 გრამ წყალზე) თბილ-თბილი, დღეში სამჯერ, 1/4 ჭიქა.
  • გველის სურო. აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს. მიიღეთ ფოთლების ნაყენი (1 სადილის კოვზი 200 გ წყალზე) ჰიპერტონიის დროს დღეში სამჯერ, 1/3 ჭიქა.
  • მარიამსაკმელა. აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. მიიღეთ ბალახის ნახარში (1 ჩაის კოვზი 200 გ წყალზე, წამოადუღეთ, გააჩერეთ 2 საათს) - ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.


არტერიული ჰიპერტენზიის (საწყისი სტადიების) სამკურნალო მცენარეები
ფითრი ნახევრად პარაზიტი წვრილი ბუჩქნარია, რომელიც თავისი ქაუსტორიებით (ფესვისმაგვარი წარმონაქმნებით) ჩაზრდილია ხის (პატრონის) მერქნის ქერქში, საიდანაც შეიწოვს საკვებ ნივთიერებებს. გავრცელებულია კავკასიის მთიან რეგიონებში. ხალხურ და კლასიკურ (მეცნიერულ) მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თეთრი ფითრის ფოთლები და ყლორტები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა მოიკრიფოს. ფითრის ფოთლები შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ვიკსოტოქსინს 0,1%-მდე (წარმოადგენს სხვადასხვა პეპტიდის ნარევს), ასკორბინის მჟავას, კაროტინს, აცეტილქოლინს, ქოლინს, ოლეინის მჟავას, ფლავონოიდებს, ვისკულენს, ტანინს, ფისებს, ცვილს და სხვა. ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემების მიხედვით დადგენილია, რომ ფითრის ფოთლების პრეპარატები იჩენს კარგად გამოხატულ არტერიული წნევის დამაქვეითებელ (ჰიპოტენზიურ) მოქმედებას. ეს ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია როგორც მოგრძო ტვინზე ზემოქმედებით, ასევე - ნაწილობრივ - უშუალოდ პერიფერიულ სისხლძარღვთა გამაფართოებელი (ვაზოდილატაციური) მოქმედებითაც. განსაკუთრებით ძლიერი ფარმაკოლოგიური ეფექტით გამოირჩევა მაცერატე, რომელიც მომზადებულია წნორის (რუსული ბზა) ფითრის იანვარში მოკრეფილი ფოთლებისგან. გველის სურო 50-70 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხარობს კავკასიაშიც. ხალხურ და კლასიკურ (მეცნიერულ) მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება გველის სუროს ფოთლების (აგროვებენ ყვავილობის პერიოდში) პრეპარატები. მცენარის ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფლავონოიდებს და სხვა. ალკალოიდებიდან გველის სუროს ფოთლებში აღმოჩენილია ვინკამინი ანუ დევინკანი, რეზერპინი, ვინინი, ჰერბადეინი და სხვა, რომლებიც წარმოადგენს ინდოლის ნაწარმებს. ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემებით დადგენილია, რომ როგორც ალკალოიდები, ისე გალენური (ჯამური) პრეპარატები ზომიერად და ხანგრძლივად აქვეითებენ არტერიულ წნევას და ახდენენ ძლიერ გამოხატულ სედაციურ ეფექტს. წნევის დამაქვეითებელი ანუ ჰიპოტენზიური ეფექტის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს გველის სუროს პრეპარატების მიერ სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებაში და მათი პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებაში. გველის სუროს ალკალოიდები პრაქტიკულად არ მოქმედებს გულის კუმშვადობაზე, მაგრამ იწვევს ბრადიკარდიას, აძლიერებს შარდის გამოყოფას, აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში, აფართოებს გულის გვირგვინოვან და ტვინის სისხლძარღვებს. გველის სუროს პრეპარატებში შემავალი ვინკამინის ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტია ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ჟანგბადის უტილიზაცია ტვინის ქსოვილის მიერ. გველის სუროს პრეპარატები ამავე დროს ადუნებენ წვრილი ნაწლავების მუსკულატურას და ასტიმულირებენ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას. კლინიკურ მედიცინაში გველის სუროს გალენური პრეპარატები გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული სტადიების (და ფაზების) სამკურნალოდ. სედაციური მოქმედების უნარის გამო მათ იყენებენ აგრეთვე როგორც ძლიერ სედაციურ საშუალებებს მონოთერაპიის სახითაც კი. ვინაიდან გველის სუროს პრეპარატები აუმჯობესებენ ტვინში სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის უტილიზაციას,  მათ უნიშნავენ არტერიული ჰიპერტენზიის დროსაც, განსაკუთრებით - ისეთი ფორმების შემთხვევაში, რომლებიც მიმდინარეობს თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმებით, ვეგეტონევროზით და სხვა.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება მსოფლიოში უდიდეს პრობლემად იქცა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ბუნებრივი ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედების მქონე საშუალებების პრაქტიკაში ფართოდ გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია.
IMS Health ექსპერტების პროგნოზით, 2020 წლისთვის მსოფლიო ხარჯები მედიკამენტებზე 1,4 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამ ზრდას ისინი უკავშირებენ განვითარებადი ქვეყნების პაციენტებისთვის ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ყველამ იცის, რომ ანტიბიოტიკებით მრავალი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი. ისიც ცნობილია, რომ ბაქტერიები მუდმივად მუტაციის საფუძველზე სულ უფრო მეტ მდგრადობას (რეზისტენტობას) იჩენენ მედიკამენტებისადმი. აღარაფერს ვამბობთ ცალკეული სახეობის ვირუსებზე, რომელთა წინაშეც ანტიბიოტიკები უძლურია.
სპეციალისტები სიბერეზე გამარჯვებას მიუახლოვდნენ. მათ შექმნეს პრეპარატი, რომლის მოქმედების შედეგადაც ხანდაზმული თაგვები უფრო სწრაფად დარბოდნენ და მეტხანს ცოცხლობდნენ. მღრღნელებს ასევე წამოუვიდა ახალი ბეწვი.
ანტისეპტიკი, რომელსაც ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში იყენებდნენ, შესაძლოა, ისევ მოექცეს ექიმების ყურადღების ცენტრში. მისი საშუალებით იმედოვნებენ წამლის მიმართ მყარი ბაქტერიებისა და ვირუსების დამარცხებას.
ახალი სამხრეთ უელსის ავსტრალიური უნივერსიტეტის (University of New South Wales) ბიოინჟინრებმა ჰეპარინის მიღების ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მედიცინაში ფართოდ გამოყენებული ეს ანტიკოაგულანტი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქსოვილებიდან მიიღება.
13 სექტემბერი 2016
პირველ რიგში მენიუ უნდა გავამდიდროთ მცენარეული საკვებით და რძის პროდუქტებით: პარკოსნები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, მაწონი, კეფირი, რძე.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
ძლიერი ემოციის ან სიბრაზისას არ შეიძლება მძიმე ვარჯიში, რადგანაც ამ დროს შესაძლებელია გულის შეტევაც კი განვითარდეს.
ექიმ-სპეციალისტთა განცხადებით, 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სოკო არ უნდა ვაჭამოთ, უფრო დიდი ასაკის ბავშვებს კი - დიდი სიფრთხილით.
სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნებას არა მხოლოდ გარეგნული იერსახისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. ის უპირველესად ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორია.