რუბრიკები
მცენარეთა მოვლა
ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის ნამდვილი მშვენებაა და ყველა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სელექციონერებმა მისი ათასობით ჯიში შექმნეს,
სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში ქლოროფიტუმი, რადგან ის ოთახში საგრძნობლად წმენდს ჰაერს ბაქტერიებისგან.

ეს მცენარე, რომელიც ზამთარში, რესპირატორული ინფექციების მძვინვარებისას, ესოდენ პოპულარულია, სწორედ ზაფხულში ყვავის. ექინაცეის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, მისი თიხამიწიანი უდაბური ველები, ქვიანი ადგილები, მშრალი სტეპები და ნათელი ტყეები. ამერიკელი ინდიელები ძველთაგანვე იცნობდნენ ექინაცეის სამკურნალო თვისებებს და ამიტომ მცენარის მოშენებას ცდილობდნენ.

ახალბედა მეყვავილეები ხშირად წუწუნებენ, რომ მათმა ყვავილმა მოიწყინა, ფოთლები ჩამოყარა. რისი ბრალია ეს? მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. სინათლის დეფიციტი, სუფთა ჰაერის უკმარისობა, ორპირი ქარი, ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, ნიადაგის გამოშრობა ან, პირიქით, ზედმეტი სინოტივე, საკვები ნივთიერებების დეფიციტი ან სიჭარბე - ასეთია იმ მიზეზების არასრული სია, რომლებმაც შეიძლება ყვავილის ავადმყოფობა და მავნებლებით დასნებოვნება გამოიწვიოს. ნიადაგის გამოშრობა ან ზედმეტი სინოტივე ადვილი შესამჩნევია. არც მავნებლების შემჩნევაა რთული.

ოთახის მცენარეების დღევანდელმა სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ ამ მშვენიერი ყვავილის პოპულარობას ოდნავაც ვერ მიაყენა ჩრდილი. ყოჩივარდა მეტად კოლორიტული, კომპაქტური და ოთახის მოსართავად შესაფერისი მცენარეა. ოთახის კულტურად უმთავრესად თურქული და ევროპული ყოჩივარდა გვევლინება, თუმცა შესაძლებელია, სხვა სახეობებიც მოვიშინაუროთ. მთავარია, ისეთი რეჟიმი შევურჩიოთ, რომ ზამთარშიც - სხვა ყვავილების დასვენების პერიოდში - იყვავილოს. თანაც ყოჩივარდას ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია - არსებობს ჰიბრიდები თეთრი, მოვარდისფრო, მუქი წითელი, მეწამული და იისფერი ყვავილებით.

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი პერიოდია. დღე იმატებს, მზე უფრო და უფრო მეტად ანათებს და ათბობს, განსაკუთრებით - შუადღისას. ხელოვნური განათება საჭირო აღარ არის. სითბოს მოყვარული, მაგრამ ჩრდილგამძლე ყვავილები ინტენსიურად იწყებენ ზრდას, სინათლის მოყვარულები კი არ ჩქარობენ, რადგან მზის შუქი ჯერ კიდევ არ ჰყოფნით. სჯობს, ქოთანი ფანჯარასთან ახლოს იდგეს. ოთახის მცენარეთა უმრავლესობა ადრე გაზაფხულზე ჯერ კიდევ ისვენებს, ამიტომ მორწყვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მიწის ზედა შრე შეშრება. მოსარწყავად სჯობს გადადუღებული წყალი, რომლის ტემპერატურაც ოთახისაზე ოდნავ (1-20ჩ-ით) მაღალი იქნება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყავა ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია. მის გარეშე ბევრს ვერც კი წარმოუდგენია სამუშაო დღის დაწყება, თუმცა როდესაც ხელში სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯანი გვიჭირავს, არც კი გვახსოვს მცენარე, რომელიც ამ საოცარ სასმელს გვაძლევს. ყავა არაბიკა მარადმწვანე მცენარეა, რომლის სიმაღლეც ბუნებრივ პირობებში 4 მეტრს აღწევს, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული მისი ჯუჯა სახეობაც, რომლის სიმაღლე 1 მეტრია. ასეთი გაბარიტები საშუალებას გვაძლევს, ყავა ჩვენი ოთახის ბინადრად ვაქციოთ.

გაზაფხული მშვენიერი ყვავილებით ტკბობის პერიოდია. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის დიდი, ლამაზი თაიგული თუ ყვავილების პატარა კონა ბუნებასთან სიახლოვის სასიამოვნო შეგრძნების საწინდარია. ყვავილების შეძენა ან მათი საჩუქრად მიღება სასიამოვნოა, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ ამ მშვენიერებას სიცოცხლე დიდხანს შევუნარჩუნოთ, ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ მოწყვეტილ ყვავილს.

ნაჩვენებია მე-1 გვერ 2 - დან