რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მსოფლიოს ცნობილი დაბალი და მაღალი ადამიანები
მსოფლიოს ცნობილი დაბალი და მაღალი ადამიანები

ისტორიულ ცნობებს, მითებსა და ლეგენდებს თუ გადავხედავთ, აუცილებლად მოვიძიებთ ისეთ ამბებს, რომლებიც მოგვითხრობენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ დედამიწაზე გვერდიგვერდ გიგანტები და ცეროდენა ადამიანები. ბოლო დრომდე მსგავსი ინფორმაცია მეცნიერებში ღიმილს იწვევდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ ისინი საგონებელში ჩააგდო - არქეოლოგებმა ზედიზედ აღმოაჩინეს ადამიანის ბარძაყისა და წვივის ძვლები, რომელთა პატრონები არანაკლებ ორმეტრნახევარი მაინც უნდა ყოფილიყვნენ... მსოფლიოში მრავალი ერი არსებობს, და ისინი ერთმანეთისაგან კულტურით, თვალსაწიერით და გარეგნული ანთროპოლოგიური ნიშნებით განსხვავდებიან.

ერთ-ერთ ძირითად ანთროპომორფულ განსხვავებად ადამიანის სიმაღლე ითვლება. არსებობენ მეტისმეტად დაბლები და მეტისმეტად მაღლები - ისინი იბადებოდნენ სხვადასხვა დროში პლანეტის სხვადასხვა ადგილზე. მათი ეშინოდათ, ზოგჯერ ეზიზღებოდათ კიდეც, მაგრამ ისინი ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდნენ. მათი უმრავლესობა საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო და არის, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გაგაცნობთ იმ ერებს, რომელთა წარმომადგენლებიც მაღალ თუ დაბალ ადამიანებად არიან აღიარებულნი, და იმ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც თავიანთი სიმაღლის წყალობით სამუდამოდ დარჩნენ თუ დარჩებიან ისტორიაში. ძველ ისტორიებს აღარ შევეხებით, რადგან მსგავსი ადამიანების სიმრავლე მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეშიც კი საკმაოდ თვალშისაცემია.


სად ცხოვრობენ ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ადამიანები?
ყველაზე მაღალი ადამიანები დედამიწაზე - ტუტსის ტომში არიან. ამ ეთნიკური ჯგუფის ზრდასრული მამაკაცის საშუალო სიმაღლე 185 სანტიმეტრია. ეს გოლიათები აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობენ. მაღალ ადამიანთა ჯგუფები (170 სანტიმეტრი და მეტი) ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და არგენტინაშიც (პატაგონიელები) ცხოვრობენ. ევროპაში ყველაზე მაღალი ადამიანები კონტინენტის ჩრდილოეთით ბინადრობენ. ესენი არიან ნორვეგიელები, შვედები, დანიელები და შოტლანდიელები. თუმცა ევროპელთა შორის რეკორდი მაინც ჩერნოგორიელებს ეკუთვნით: ქვეყანაში მამაკაცის საშუალო სიმაღლე - 177 სანტიმეტრია, ხოლო ქალაქ ტრებინაში - 183 სანტიმეტრი. დაკვირვებულ მკითხველს ეს რიცხვები არც ისე დიდად მოეჩვენება, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სადღეისოდ მსოფლიოში  მოზრდილი მამაკაცის საშუალო სიმაღლე სულ რაღაც 166 სანტიმეტრია, ქალბატონებისა კი - 154 სანტიმეტრი. სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის სხვადასხვა ხალხში 8-12 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ყველაზე დაბალი ადამიანები დედამიწაზე - მბუტის ტომის პიგმეები არიან. მამაკაცის საშუალო სიმაღლე ამ ტომში დაახლოებით 140, ხოლო ქალების - 120-130 სანტიმეტრია. ისინი ეკვატორულ აფრიკაში ცხოვრობენ მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძნელად მისადგომ ტყიან ადგილებში. პიგმეები - "მუშტისოდენა ადამიანები", ასე ითარგმნება ეს სიტყვა. ძალიან დაბალ ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ ეკვატორის ახლოს მდებარე ბევრ ადგილზე. ეს გახლავთ ფილიპინებში მცხოვრები აეტის ტომის, მალაკის ნახევარკუნძულის ბინადარი სემანგების ტომის ადამიანები. დაბალი ტანი ასევე დამახასიათებელია ევროპის, აზიისა და ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც (ლოპარები, მანსები, ჰანტები, ესკიმოსები).


სიმაღლის რეკორდსმენები
გასულ წელს ისტორიული შეხვედრა მოხდა, რომელსაც ასობით ფოტოგრაფი იღებდა. ერთმანეთს შეხვდა ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი: მსოფლიოში ყველაზე მაღალმა თურქმა სულთან კოსენმა ხელი ჩამოართვა პლანეტის ყველაზე დაბალ ადამიანს - ჩინელ ხე პინპინს. სულთანის სიმაღლე 2 მეტრი და 46,5 სანტიმეტრია. პატარა, 73 სანტიმეტრი სიმაღლის (წონა - 7 კილოგრამი) პინპინი ძლივს სწვდებოდა გოლიათს მუხლამდე.

You must have Flash Player installed in order to see this player.
მიუხედავად ამისა მათ ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს. თუმცა, როგორც შემდეგში გამოტყდა სულთან კოსენი, ის ძალიან ღელავდა იმის გამო, რომ არ უნდოდა შემთხვევით პინპინისთვის ტკივილი მიეყენებინა. ეს შეხვედრა სტამბოლში შედგა, გინესის ახალი წიგნის გამოცემის აღსანიშნავად. ყველაზე მაღალი ადამიანის წოდება თურქს 2009 წლის სექტემბერში მიანიჭეს, მას შემდეგ, რაც წინა გიგანტმა-რეკორდსმენმა უკრაინელმა ლეონიდ სტადნიუკმა (სიმაღლე - 2,53 მეტრი) ტიტული დაკარგა იმის გამო, რომ უარი თქვა განმეორებით გაზომვაზე. მისი სიტყვებით, ის ადამიანების მუდმივი ყურადღების გამო გადაიღალა. ამ შეხვედრიდან ორიოდე თვის შემდეგ ოცი წლის ხე პინპინი იტალიაში გარდაიცვალა. მან ერთ-ერთი ტელეგადაცემის ჩაწერისას შეუძლოდ იგრძნო თავი. სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, თურქი კოსენი ერთ-ერთია იმ 10 ადამიანს შორის, რომელთა სიმაღლეც 244 სანტიმეტრს აჭარბებს. მის შემთხვევაში ასეთი არაჩვეულებრივი სიმაღლის მიზეზი - ტვინის სიმსივნეა, რომელიც ხელს უწყობდა ზრდის ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფას. სიმსივნე ერთი წლის წინ ამოუღეს, ასე რომ გიგანტიც, ალბათ, ზრდას შეწყვეტს. შეხვედრაზე მან თქვა, რომ იმედი აქვს, ეს ტიტული მას საყვარელი ადამიანის მოძებნაში დაეხმარება. "აქამდე ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ერთი მშვიდი და წყნარი გოგონას მოძებნა, - ამბობდა ის, - მეგობარი გოგონა არასდროს მყოლია, რადგან მათ ეშინოდათ ჩემი. იმედი მაქვს, რომ ახლა, როცა პოპულარული გავხდი, შემეძლება ბევრ სხვადასხვა ქალბატონთან შეხვედრა. ძალიან მინდა შევქმნა ოჯახი".



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.
25 მარტს "გურამიშვილის მარანში" ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma - სა და "ოჯახის მკურნალის" პარტნიორობით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის მეორე, ანუ "მონაცვლეობის" ფაზაში აუცილებელია დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ალკოჰოლი ნაბახუსევის წამალი არ არის. ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტების აზრით, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ალკოჰოლი ნაბახუსევის სინდრომის დროს მდგომარეობას ამსუბუქებდეს.
როგორც წესი, ნაბახუსევის სინდრომი იწყება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების შედეგად,
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ძილის რეჟიმის სწორად დაგეგმვით, ღამის ცვლის პრობლემას ადვილად გაუმკლავდებით. თუ მთელი ღამის განმავლობაში ფეხზე გიწევთ ყოფნა, ისე გაუკეთეთ კორექცია რეჟიმს, რომ წინასწარ აუცილებლად შეძლოთ გამოძინება. ეს საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ ძილის ნაკლებობით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.
მზის სხივი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. ის იმუნურ Т-უჯრედებს უფრო სწრაფად მოძრაობას აიძულებს, ხოლო იმუნიტეტის რეაქციის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მზის ზემოქმედებით ორგანიზმში D ვიტამინი გამომუშავდება.
მაცივარში პროდუქტების შენახვას თავისი ვადები აქვს. მაგალითად, თევზის შენახვის ვადა 24 საათია. უმი ხორცის ან ფრინველის შენახვა მაქსიმუმ 2-3 დღეს შეიძლება. შებოლილი ორაგული თავისუფლად ძლებს 2 კვირა, სოსისი 3 დღე, ბეკონი 1 კვირა, ლორი 2 დღე.
17 მარტი 2017
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
14 მარტი 2017
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.
ახალი კვლევით სოკოს საოცარი თვისებები დადასტურდა. მეცნიერების აზრით, სოკოები აძლიერებენ ნეირონების ზრდას, რითაც დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებენ. ზოგიერთი საკვებად ვარგისი და სამკურნალო სოკო შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ტვინს ანთებითი პროცესებისგან იცავს.
გაცხიმოვნება იმდენად აზიანებს ტვინს, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც კი უეფექტო ხდება. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტიპის ვარჯიშები მეტად ეფექტურია 65 წელს გადაცილებულ პირებთან, რომელთათვისაც ნეირონთა აქტივობის შენარჩუნება მეტად აუცილებელია.