რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები
სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები

ადამიანის სიმაღლეში ზრდას გენეტიკურთან ერთად მრავალი სხვა ფაქტორიც განსაზღვრავს. ესენია გეოგრაფიული გარემო, კლიმატური პირობები, კვების რაციონი, საზოგადოდ, ცხოვრების რეჟიმი და სხვა. ინფექციური დაავადებები, გულის მანკი, ძვლოვანი სისტემის ქრონიკული პათოლოგიები ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევას იწვევს და მრავალ სხვა პროცესთან ერთად სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს. ზრდაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ენდოკრინული ანუ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები. ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა.

თავდაპირველად - კვების შესახებ. რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდნენ. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ - შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანისა). მოზარდი ორგანიზმისათვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა. ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს კალციუმით მდიდარი საკვები - ხაჭო, ყველი, რძე.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი A მოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში. პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც. რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი  ჭარბი მიღება აფერხებს სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის) გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ. ახლა კი - იმის შესახებ, რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას ანუ რას უნდა ერიდოს მოზარდი:

1) ალკოჰოლსა და თამბაქოს;
2) ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს;
3) ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებენ ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლიან მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.


ძილის რეჟიმი
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ღამით, როდესაც ადამიანს სძინავს და მისი ბადურა სინათლით არ ღიზიანდება, ჰიპოფიზი (იგივე ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ერთ-ერთი ჯირკვალი) განსაკუთრებულად აქტიურდება. გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი ასტიმულირებს სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციას, მისი წინა ნაწილი,  ადენოჰიპოფიზი,  ინტესიურად გამოყოფს სომატოტროპულ ჰორმონს, რომელიც სხეულის ზრდაზე მოქმედებს. ამიტომაც სიმაღლეში ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - დროულად დაწოლა და მინიმუმ 8 საათი ძილი დღე-ღამის განმავლობაში.


ფიზიკური აქტიურობა
ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა

You must have Flash Player installed in order to see this player.
დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ფიზიკური დატვირთვის წყალობით ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რაც, თავის მხრივ, ზრდის პროცესის პარალელურად ძვლოვანი სისტემის გამაგრება-განმტკიცებასაც განაპირობებს. ძვლების განვითარებაზე განსაკუთრებით კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დინამიკური და პულსური ხასიათის დატვირთვა, როგორიც მიიღება, მაგალითად, ხტომისა და ცურვის დროს.


ცურვა როგორც ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი
ყველამ იცის, რომ ცურვა აუმჯობესებს სუნთქვას, აფართოებს გულმკერდს, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება. სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი - ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება. საყურადღებოა, რომ სხეულის გაკაჟებისა და სიმაღლეში მატებისათვის ბრასის დეტალების ნატიფად შესრულებას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ამ სტილით ცურვისას მაქსიმალურად გაჭიმოთ ხელ-ფეხი და შემდეგ მთელი სხეული მოადუნოთ, თუნდაც იტივტივოთ. ამოსუნთქვისას უნდა გაიჭიმოთ, ხოლო ჩასუნთქვისას დაისვენოთ. იმისათვის, რომ რეალური შედეგი მიიღოთ, კვირაში სამჯერ თითო საათი მაინც უნდა იცუროთ.


 

თარიღი : 29-07-2014
ანკა
სიმაღლეში ზრდის კონსულტაციაზე რომელ იპროფესიის ექიმთან უნდა მივიდე?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქაღალდის ფული საშიში ბაქტერიების წყაროა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ქაღალდის ფული იდეალური გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის, რომელთაგან მესამედს ინფექციის პროვოცირება შეუძლია. მკვლევარებმა ბევრ ბანკნოტზე მძიმე კვებითი ინტოქსიკაციის გამომწვევი E. Coli-ის შტამებიც კი აღმოაჩინეს.
ამერიკელი სტომატოლოგები ოჰაიოს შტატიდან პირსინგის მოყვარულებს აფრთხილებენ, რომ ტუჩების პირსინგი სახიფათოა ღძილებისთვის და შესაძლოა კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ღრძილების ანთებითი თუ ატროფიული პროცესები ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ მათ
ყურში გოგირდი მიკრობებისგან დასაცავად, ყურის არხების საპოხად და გასასუფთავებლადაა საჭირო. ზედმეტი გოგირდის მოშორება მხოლოდ ყურის გარეთა ნაწილიდან უნდა მოხდეს. ამიტომ ყურის ჩხირებით არხის გამოსუფთავება საჭირო არაა,
ბევრ ქვეყანაში სამუშაო კვირის მაქსიმალური ხანგრძლივობა 48 საათს შეადგენს. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ განვითარდეს, ადამიანმა კვირაში საშუალოდ 39 საათზე მეტი არ უნდა იმუშაოს.
ექიმების აზრით, თითოეულ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია ჯანმრთელობის ოპტიმალურ მდგომარეობას მიაღწიოს შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:

1. ცხოვრების აქტიური რეჟიმი. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ადამიანს სიცოცხლის 4 წელს ართმევს.
სიხარულის ჰორმონი ენდორფინები ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია. ენდორფინების ძირითადი ფუნქცია ტკივილის ბლოკირებაა, ანუ აღნიშნული ნივთიერებები ტკივილგამაყუჩებლებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება.
05 აპრილი 2016
კოცნა ბევრს უყვარს და ხშირად ჩუქნის კიდეც მას საყვარელ ადამიანებს, ზოგიერთები კი უზოგავენ ამბორს სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან არ უყვართ “ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში”. ამ კატეგორიას შევახსენებ, რომ კოცნა საოცარი ფენომენია, რაც მთავარია, მეტად სასარგებლო ორგანიზმისათვის.

19 მაისი 2017
ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
სასქესო ასოს ზომისა და ფორმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

1. სასქესო ასოს თავის გადიდება ჰიალურონის მჟავას გელით.

სასქესო ასოს თავის გადიდება კეთდება მოცულობის, ფორმის კორექციისა და სასქესო ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითების მიზნით. ჰიალურონის მჟავას გელის საშუალებით სასქესო ასოს თავის გადიდებისა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მსოფლიო გამოცდილება 12 წელს მოიცავს. ეს მეთოდიკა უსაფრთხო და ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, იმდენად რამდენადაც სასექსო ასოს თავის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.