იოდი სამკურნალო საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდი სამკურნალო საშუალება

იოდის პრეპარატები

იოდის პრეპარატები გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომია. ცნობილია პრეპარატთა 4 ძირითადი ჯგუფი:

I - პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ელემენტ იოდს  -  ან 5%-იანი სპირტხსნარი, ლუგოლის ხსნარი;

II - არაორგანული (კალიუმის, ნატრიუმის და სხვა) იოდიდები, რომელთა უმრავლესობაც 25-დან 250-მდე მკგ მიკროელემენტს შეიცავს;

III - ელემენტ იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებანი - იოდოფორმი, იოდინოლი და სხვა;

IV - იოდშემცველი ორგანული ნივთიერებანი, რომელთა მოლეკულაც მტკიცედ დაკავშირებულ იოდის ატომებს შეიცავს. ასეთებია რენტგენოკონტრასტული ნივთიერებანი.

ელემენტ იოდის შემცველი პრეპარატები

ელემენტ იოდის შემცველ ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები ახასიათებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:

1. ელემენტ იოდის ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი (ფუნგიციდური) მოქმედება;

2. ანთების საწინააღმდეგო თვისება;

. ამ ჯგუფის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად, საოპერაციო ველის მოსამზადებლად ქირურგიასა და გინეკოლოგიაში;

4. კანსა და ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას იოდი აღიზიანებს რეცეპტორულ უჯრედებს და იწვევს მათ რეფლექტორულ ცვლილებას - "გამოაცოცხლებს" მათ ორგანიზმის ფუნქციათა გასაძლიერებლად.

არაორგანული იოდიდების შემცველი პრეპარატები

ეს იოდის მარილებია. ყველაზე ხშირად კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი იოდიდები გამოიყენება, რომლებსაც პაციენტებს იოდდეფიციტისა თუ სხვა შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ უნიშნავენ.

იოდის პრეპარატები წინ ეღობება და ბლოკავს ფარისებრ ჯირკვალში რადიაქტიური იოდის დაგროვებას, აქვეითებს სხივურ დოზას და ასუსტებს ორგანიზმზე რადიაციის მავნე ზემოქმედებას.

იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებანი

შინაგანად მისაღები პრეპარატებია, რომლებიც მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. იოდის მცირე დოზა თრგუნავს ჰიპოფიზის წინა წილში თირეოტროპული ჰორმონის წარმოქმნას, რითაც აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. სწორედ ამ თვისების გამო გამოიყენება იოდის შემცველი პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალოდ. იოდი მოქმედებს ცილებისა და ცხიმების ცვლაზე, ამიტომ იოდიან პრეპარატთა მიღებისას საგრძნობლად მცირდება ქოლესტერინის დონე და სისხლის შედედების უნარი. იოდის პრეპარატებს უნარი შესწევს, სასუნთქი გზების ჯირკვლებიდან ლორწოს გაძლიერებული რეფლექტო-რული გამოყოფა გამოიწვიოს და ახასიათებს პროტეოლიზური (ცილების დამშლელი) თვისება. სწორედ ამით აიხსნება იოდის პრეპარატების ხშირი გამოყენება ამოსახველებელ და მუკოლიზურ (ნახველის დამშლელ) საშუალებად.

იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებანი

ამ პრეპარატებს უმთავრესად დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. ისინი ხელოვნურად მიიღება იოდის რადიაქტიური იზოტოპებისგან (I-12, I-125, I-11) და გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრისთვის თუ სხვა ორგანოთა დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. დიაგნოსტიკაში რადიაქტიური იოდის გამოყენებას განაპირობებს იოდის თვისება, შერჩევითად დაგროვდეს ფარისებრ ჯირკვალში, დაშალოს ჰორმონთა გამომმუშავებელი უჯრედები და გამოასხივოს.

იოდის პრეპარატთა გამოყენება

იოდის პრეპარატები გამოიყენება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ხმარებისთვის. ისინი შესანიშნავი სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. ადგილობრივი ხმარების იოდის პრეპარატებს კანისა და ზოგიერთი ლორწოვანი გარსის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ.

შინაგანი ხმარების პრეპარატები ისეთ დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება, როგორიც არის:

  • ათეროსკლეროზი;
  • სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესები;
  • ათაშანგი;
  • ენდემური ჩიყვი (იყენებენ პროფილაქტიკისთვისაც);
  • ტყვიითა და სპილენძით ქრონიკული ინტოქსიკაცია.

წინათ მათ პოლიომიელიტის, ვირუსული დაავადებების და ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის სამკურნალოდაც იყენებდნენ.

გინეკოლოგიური პათოლოგიები

დღეს იოდის პრეპარატებს განსაკუთრებით აქტიურად მოიხმარენ იმ ქალური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ჰორმონულ დისბალანსს უკავშირდება. ესენია: 

  • ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია (სარძევე ჯირკვლის დაავადება);
  • ენდომეტრიოზი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დაავადება);
  • საშვილოსნოს მიომა (კეთილთვისებიანი სიმსივნე).

გინეკოლოგიაში იოდის გამოყენებას განაპირობებს თვისება, დაეხმაროს ესტრადიოლს (აქტიურ ქალურ ჰორმონს, რომელსაც კავშირი აქვს სიმსივნეთა განვითარებასთან) გაცილებით ნაკლებაქტიურ და უვნებელ ჰორმონად - ესტრიოლად გარდაქმნაში.

იოდიზმი

იოდის პრეპარატების განსაკუთრებით ხანგრძლივი მიღებისას ან დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა იოდისადმი - იოდიზმი, რაც ვლინდება ალერგიული ნიშნებით: სურდოთი, ჭინჭრის ციებით, კვინკეს შეშუპებით, ნერწყვისა და ცრემლის გაძლიერებული დენით, გამონაყარით - იოდოდერმიით.

უკუჩვენება

იოდის პრეპარატთა შინაგანი მიღების უკუჩვენებაა:

ფილტვების ტუბერკულოზი;

  • თირკმლის დაავადებები;
  • ფურუნკულები;
  • აკნესმიერი გამონაყარი;
  • ქრონიკული პიოდერმია (ჩირქოვანი გამონაყარი კანზე);
  • ჰემორაგიული დიათეზი;
  • ჭინჭრის ციება;
  • ქრონიკული რინიტი;
  • იოდის აუტანლობა.

ლურჯი იოდი

იოდის სპირტხსნარსა და წყალხსნარს ბავშვობიდანვე ვიცნობთ. ისინი, როგორც ეფექტიანი ანტისეპტი-კური საშუალებები, არაერთხელ გამოგვიყენებია ჭრილობების დასამუშავებლად, მაგრამ ასეთი იოდი ტოქსიკურობის გამო შინაგანი მიღებისთვის უვარგისია. მისგან რადიკალურად განსხვავდება ლურჯი იოდი, რომელიც არატოქსიკურია. ლურჯი იოდი ამილოიოდინს - სახამებელთან იოდის ნაერთს - წარმოადგენს. სახამებელი ანეიტრალებს იოდის ტოქსიკურ ზემოქმედებას ადამიანის უჯრედებზე, აძლიერებს მიკროორგანიზმების წინააღმდეგ მისი ბრძოლის უნარს. ამილოიოდინი არც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო მიკროფლორას ვნებს. პირიქით, მასში შემავალი სახამებელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის წყლულებს და დაზიანებულ ადგილებს ზემოდან ედება და ერთგვარ დამცავ შრეს ქმნის, რითაც ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას. გარდა ამისა, ასტიმულირებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას და ზრდის ორგანიზმის დამცავ ძალებს. ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია საკმაოდ დიდი დოზებით და დიდხანს. ის იმდენად უვნებელია, რომ შეიძლება, ახალშობილს თვალებიც კი ამოვბანოთ. ლურჯი იოდის ყველაზე გავრცელებული სააფთიაქო პრეპარატია იოდინოლი, რომელიც დამზადებულია პოლივინილის სპირტზე და ასევე სპირტზე დამზადებული ბეტადინის ხსნარი. ლურჯი იოდის პრეპარატებით მკურნალობენ:

დიზენტერიას და სტომატიტს;

- კუჭის წყლულსა და ხანგრძლივად შეუხორცებელ ჭრილობებს;

- კონიუნქტივიტს;

- სისხლიან დიარეას, კოლიტსა და ენტეროკოლიტს;

-  ტონზილიტს;

- სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციასა და დამწვრობას (განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც კვალიფიციური სამედიცინო დახმარება იგვიანებს).

ლურჯი იოდი:

  • დამღუპველად მოქმედებს ტრიქომონადებზე, რომელთაც ბრალი მიუძღვით სიმსივნეების, ვენერული დაავადებებისა და ინფარქტის განვითარებაში;
  • აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას, რაც ინსულტის შედეგების სამკურნალოდ მისი გამოყენების საშუალებას იძლევა;
  • აადვილებს სისხლის წნევის ნორმალიზებას როგორც ჰიპერტონიკებში, ისე ჰიპოტონიკებში;
  • სედაციური თვისებების გამო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება.

ლურჯი იოდის პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება:

- ფარისებრი ჯირკვლის უქონლობისას (ამოკვეთის, დაშლის შემთხვევაში). თუ ჯირკვალი ნაწილობრივ არის დაშლილი, მისაღები დოზა უნდა დადგინდეს მეტად სანდო მეთოდით;

- თრომბოფლებიტის დროს;

- მენსტრუაციის პერიოდში;

- შინაგანი თუ გარეგანი სისხლდენისას - მოსალოდნელია სისხლდენის გაძლიერება;

- სხვა ქიმიური წარმოშობის პრეპარატებთან ერთად, განსაკუთრებით - ისეთ საშუალებებთან, რომლებიც სისხლის წნევას აქვეითებს.

საგულისხმო რჩევები

  • იოდი ვერ იტანს თერმულ დამუშავებას. გაცხელების შემდეგ ის კარგავს სამკურნალო თვისებებს.
  • არ შეიძლება იოდშემცველი პრეპარატების უსასრულოდ მიღება. ნებისმიერი სამკურნალო კურსის ჩამთავრების შემდეგ აუცილებელია შესვენება.
  • არსებობს ჭრილობები, რომელთა დამუშავებაც სხვა ანტისეპტიკური ხსნარებით სჯობს. მაგალითად, ძაღლის ან სხვა ცხოველის ნაკბენი. ასეთ დროს იოდის 5%-იანი ხსნარი გარკვეულწილად აზიანებს კანის ჯანმრთელ უჯრედებს და ანელებს მათ რეგენერაციას.
  • სიფრთხილეა საჭირო იოდის პრეპარატების შინაგანი მიღებისას - მათი დოზა და მიღების რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული სპეციალისტის მიერ. ყოველგვარი თვითმკურნალობა დაუშვებელია.

გახსოვდეთ: იოდი შესანიშნავი, მაგრამ ძლიერ ტოქსიკური წამალია, რომლის უმართებულო გამოყენებაც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.