კლინიკა - მკურნალი.გე

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

მისამართი : ვაკე თ.აბულაძის ქ. N7 საბურთალო, მარიჯანის ქ. N2ბ
ტელ : +995 322 913 119 +995 322 913 242
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ


1997 წლის 18 სექტემბერს პროფესორ დავით ტატიშვილის მიერ დაფუძნდა საქართველოში პირველი კერძო სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების სამედიცინო დაწესებულება „ულტრასონოგრაფიის სასწავლო-კვლევითი ცენტრი“.

2003 წლამდე ცენტრმა განიცადა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მკვეთრად გაიზარდა დაწესებულების დატვირთვა, რამაც განაპირობა ახალი მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური მიმართულების დაწესებულების შექმნა. ამჟამად ულტრასონოგრაფიის ცენტრი ძირითადად აღჭურვილია „ტოშიბას“ და „სიმენსის“ უახლესი დანადგარებით და ტექნოლოგიებით. აღნიშნულ ბაზაზე მოღვაწეობენ ულტრასონოგრაფიის განხრით მუშაობის ათეული წლების გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

2011 წელს თბილისში მარიჯანის ქუჩაზე აშენდა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალი კლინიკა ამბულატორიული და 24 საათიანი სტაციონარული მომსახურებით, მრავალპროფილური პედიატრიული და ქირურგიული კლინიკური მიმართულებებით.


2013 წლის დეკემბერში თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აშენდა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულიად ადაპტირებული ახალი ნაგებობა, რომელშიც დაფუძნდა ,,დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრი’’, რომელიც დღესდღეობითაც წარმოადგენს საქართველოში ერთადერთ სრულყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის მიმართულებით.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაწესებულებაში სამკურნალო - სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მომსახურება მიიღო ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებმა და სხვადასხვა სახეობებში საქართველოს ნაკრების წევრებმა.


დაწესებულების არსებობის განმავლობაში თანამედროვე დონეზე სამედიცინო დახმარება გაეწია ასობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

მისია

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა;
მოსახლეობისათვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
პერსონალის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;

ფასეულობები

საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი ხარისხის, პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი;
მაღალკვალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალი; 


მიმართულებები


  • ამბულატორიული მომსახურება
  • სტაციონალური მომსახურება
  • ლაბორატორიული მომსახურება
  • დიაგნოსტიკური მომსახურება


პროგრამები

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა;
თბილისის მუნიპალიტეტის მერიის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენის სკრინინგის პროგრამა;
თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა;
ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა;

ვიდეოგალერეა