კლინიკა - მკურნალი.გე

გალაქტიონ მახვილაძის დენტალური იმპლანტოლოგიის ცენტრი

მისამართი : სულხან ცინცაძის ქ. N 73 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)
ტელ : 597 26 87 87, 599 56 89 07.
კლინიკის შესახებ


საქართველოში პირველი ოპერაციები დენტალურ იმპლანტაციაში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩატარდა. მეორე ათწლეულია, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ამ მიმართულებით მუშაობა. მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების, ასევე ქვეყანაში იმპლანტის მწარმოებელი ფირმების და მათი ოფიციალური წარმომადგენლობების რაოდენობა.


თავისთავად დენტალური იმპლანტოლოგია, ხშირად აღიქმება, როგორც დამოუკიდებელი ქირურგიული მანიპულაცია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმპლანტის მოთავსება ადამიანის ყბის ძვალში-რასაც იმპლანტაციის ოპერაცია წარმოადგენს, არის მხოლოდ ორთოპედიული სტომატოლოგიის ქირურგიული ეტაპი და არავითარ შემთხვევაში პირიქით!


სრულად წარმოუდგენელია, რომ სტომატოლოგიის რომელიმე მიმართულებამ დამოუკიდებლად იარსებოს სხვა მომიჯნავე დარგის გარეშე. პაციენტების ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისათვის ყოველთვის საჭიროა ყველა მიმართულების სტომატოლოგის ჩართვა. ჰიგიენისტები, სტომატოლოგი თერაპევტები, ორთოდონტები, ქირურგები, ორთოპედები, იმპლანტოლოგები, პაროდონტოლოგები თანაბარი მნიშვნელობითაა აუცილებელი არამარტო საქმის შესასრულებლად, არამედ მკურნალობის დაგეგმვის პროცესში, რათა პაციენტებმა მიიღონ არა მხოლოდ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება, არამედ სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ხანგრძლივად გარანტირებული შედეგებით.


სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა კლინიკა, რომელიც ამ პრინციპით მიუდგებოდა ყველა საქმეს. ვინაიდან ჩემი პირადი საქმიანობა დენტალური იმპლანტოლოგიაა, ცენტრსაც ეს სახელი დავარქვით. თუმცა, პაციენტებს სტომატოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.


ამისათვის, კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით და უმაღლესი სტანდარტის სტომატოლოგიური მასალებით.


ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს  ხარისხზე, რაშიც ჩვენთან მოსულ პაციენტებს თავადვე შეუძლიათ დარწმუნდნენ.

 

ვიდეოგალერეა
მიმართულებები