რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ასკილი - ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატი
ასკილი - ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატი

ნაყოფში C, P და E ვიტამინების შემცველობით ასკილი რეკორდსმენია. მას ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატსაც უწოდებენ. თუ ამ მცენარის ნაყოფს, დროულად შეგროვილსა და სწორად გამომშრალს, სათანადო პირობებში შეინახავთ, ვიტამინები ბიოლოგიურ აქტივობას ორ წელიწადს მაინც არ დაკარგავენ. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ასკილის ნაყოფში საშუალოდ 10-ჯერ მეტია, ვიდრე შავ მოცხარში, 50-ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში და 100-ჯერ მეტი, ვიდრე ვაშლში.

C ვიტამინი მცენარის ნაყოფში სხვადასხვაგვარად გროვდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, სად ხარობს ბუჩქი: ჩრდილოეთ რაიონებისა და შორეული აღმოსავლეთის ასკილი C ვიტამინით გაცილებით მდიდარია, ვიდრე სამხრეთში გავრცელებული ჯიშები; მთასა და ნათელ ადგილებში გაზრდილი მცენარე უფრო მეტ ასკორბინის მჟავას შეიცავს, ვიდრე დაბლობზე და ჩრდილში გაზრდილი. ამის კვალობაზე, C ვიტამინის შემცველობა სხვადასხვა ჯიშის ასკილის ნაყოფში 7-დან 18%-მდე მერყეობს. ასკილის ნაყოფს შემოდგომით (აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით), დარბილებამდე კრეფენ. მწვანე ნაყოფის დაკრეფა არ ღირს, რადგან მასში ჯერ კიდევ არ არის დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები. არც დაგვიანებაა სასურველი. კრეფა ყინვების დაწყებამდე უნდა დასრულდეს, რადგან ყინვადაკრული ნაყოფი გახმობისას ვიტამინებს კარგავს. ახალდაკრეფილი ნაყოფი მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოვარიდოთ და ჩრდილში გამოვაშროთ, გამომშრალი კი თავდახურულ ქილაში ან ტომარაში შევინახოთ.

გარდა C ვიტამინისა, ასკილი უხვად შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს (40 მგ%-მდე), ამიტომ მისი ნაყენი, ნახარში და ვაჟინი ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის სამკურნალო და პროფილაქტიკურ უნიკალურ საშუალებად ითვლება. ნაყენისა და ნახარშის მომზადება ყველამ კარგად იცის. შეგახსენებთ: ორივე სითხეს მიღებამდე აუცილებლად უნდა შეურიოთ თაფლი და ლიმონის წვენი (ერთ ჭიქა ასკილის ნაყენზე - ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონის წვენი). მიღებული ნარევი უნივერსალური წამალია არა მხოლოდ ჰიპოვიტამინოზის, არამედ გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ასევე კარგია ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ღვიძლის, თირკმელებისა და ნერვული დაავადებების სამკურნალოდაც.

სამკურნალო თვისებები აქვს ასკილის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფესვს, ფოთოლს, ყვავილსა და თესლსაც. ფოთლების ნაყენი კანის გამაჯანსაღებელი და მატონიზებელი საუკეთესო საშუალებაა. ასკილის ფესვებს შემოდგომით თხრიან, ცივ წყალში ავლებენ, ჭრიან და ჩრდილში აშრობენ. ფესვები დიდი ოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, თესლი კი ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს. ასკილის ფესვის ნახარში როგორც შემომგარსველი და გამაძლიერებელი საშუალება გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ასკილის თესლისაგან მიიღება ზეთი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი და ჭრილობების შემხორცებელი თვისებებით გამოირჩევა. ასკილის ზეთი (სააფთიაქო პრეპარატია) წყლულოვანი კოლიტის დროს დღეში ერთხელ შეჰყავთ მიკროოყნით (15 მლ).

 

სამკურნალო რეცეპტები

  • იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისაგან ორგანიზმის დასაცავად რეკომენდებულია ასკილის ნახარშის მიღება. ამისათვის ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და გადაწუროთ.Aამ წესით მომზადებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ 1/4-1/2 ჭიქის ოდენობით.
  • ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმელებში მიმდინარე
    ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყილ ნედლეულს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 12 საათს აყოვნებენ თერმოსში. ამის შემდეგ გადაწურავენ და დღეში სამჯერ ნახევარ ჭიქას მიირთმევენ.
  • ასკილის ყვავილის ფურცლებს ღეჭავენ ან მათ მურაბას მიირთმევენ გულის კუნთის გასამაგრებლად, აგრეთვე - არითმიის დროს.
  • ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდებულია ასკილის ახალდაკრეფილი (ნედლი) ნაყოფის დიდი ოდენობით მიღება ან 1/4-1/2 ჭიქა ნაყენის დალევა დღეში 2-3-ჯერ.
  • ქოლეცისტიტის დროს ასკილის ყვავილებისგან ნაყენს ამზადებენ: ნედლეულს მდუღარე წყალს ასხამენ, 15-20 წუთს აყოვნებენ და დღეში 4-ჯერ სვამენ 1/2 ჭიქას.

 

 

თარიღი : 15-02-2017
ana
ასკილის ჩაის მიღება რამდენად რეკომენტებული ორსულობის პერიოდში?
თარიღი : 21-02-2015
kiTxva
ასკილის ჩაის მიღება რამდენად რეკომენტებული ორსულობის პერიოდში?? (როდესაც ჰემოგლობინი დაბალია)
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.