რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
შეშუპება

 შეშუპება ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში სითხის ჭარბი დაგროვებაა. სითხე უმეტესად კანში, კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, მუცლის, პლევრისა და პერიკარდიუმის (გულის პერანგის) ღრუებში, წვივებისა და ტერფის ზურგის მიდამოში გროვდება. ორგანიზმის კაპილარული ქსელიდან სისხლის თხიერი ნაწილი განუწყვეტლივ გაიჟონება ქსოვილებისკენ და უკუშეიწოვება. თუ ამ ორი პროცესის წონასწორობა დაირღვა, - კაპილარული ქსელიდან ქსოვილებისკენ დიდი ოდენობის სითხემ გადაინაცვლა, უკუშეწოვა დაქვეითდა ან შეწყდა, - შეშუპება განვითარდება.

ერთი შეხედვით მარტივ მექანიზმს მრავალი ფაქტორი უდევს საფუძვლად. კერძოდ, შეშუპებას იწვევს ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება, რომლის გამოც ძლიერდება თირკმლის მიერ წყლის უკუშეწოვა, ყოველივე ეს კი თირკმლის მიერ ჰორმონ ალდოსტერონის გაძლიერებულ სინთეზს ან ღვიძლში მისი ინაქტივაციის დაქვეითებას უკავშირდება.
ალდოსტერონის სინთეზი შესაძლოა ჰიპოვოლემიის (ორგანიზმში მოცირკულირე სითხის ოდენობის შემცირების), გულის ან თირკმლის დაავადების, თირკმლის სისხლმიმოქცევის დაქვეითების შედეგი იყოს.
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება განსაზღვრულ დონეზე (კერძოდ, 55გ/ლ-ზე) მეტად, რაშიც შესაძლოა ბრალი მიუძღოდეს ღვიძლის ან თირკმლის რომელიმე დაავადებას, ცილების მნიშვნელოვანი კარგვით (ხანგრძლივი ფაღარათით) მიმდინარე ნაწლავთა სნეულებას, კახექსიას საკვები ნივთიერებების დეფიციტით გამოწვეულ ძლიერ სიგამხდრეს, რომელიც არცთუ იშვიათად სიმსივნით არის განპირობებული. შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.

 ალერგიული შეშუპება
სახის არეში ლოკალიზებული შეშუპება შესაძლოა ალერგიული ხასიათისა იყოს. ასეთია, მაგალითად, ანგიონევროზული ანუ კვინკეს შეშუპება, მწერის ნაკბენით გამოწვეულიDშეშუპება, შეშუპება ტრიქინელოზის დროს.
ალერგიული შეშუპება სწრაფად ვითარდება. ის ალერგიის გამომწვევი ფაქტორის - ალერგენის ზემოქმედებას მოსდევს. ხშირად თან ახლავს ქავილი.
კვინკეს შეშუპება დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციაა მედიკამენტური, კვებითი თუ სხვა ტიპის ალერგენების ზემოქმედებაზე. ის ერთბაშად და სწრაფად ვითარდება. სახის ცალკეული ნაწილები (ტუჩები, ქუთუთოები) ან ყურები ასიმეტრიულად არის შეშუპებული. შეშუპებამ შეიძლება მოიცვას კისერი, ხორხი, ენა, ზოგჯერ - ზედა კიდურები. შეშუპებული ქსოვილი მკვრივი და ელასტიკურია. კანის ფერი შესაძლოა არ შეიცვალოს.
კვინკეს შეშუპება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ზოგჯერ რამდენიმე კვირამდე გრძელდება.
სახის შეშუპება ვითარდება პარაზიტული დაავადების - ტრიქინელოზის დროსაც. შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს კუნთების ტკივილი, ცხელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი ჩივილები.
როდესაც მწერის ნაკბენი სახეზე მდებარეობს, აღმოცენდება შეშუპება, რომელიც კვინკეს შეშუპებას მოგვაგონებს, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარაა კავშირი შეშუპებასა და კბენას შორის.

თირკმლის დაავადებები
სახის შეშუპების ზოგად მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის დაავადებები უნდა დავასახელოთ. ამ დროს შეშუპება უპირატესად სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეში აღინიშნება, დილაობით მკვეთრია, საღამო ხანს კი ცხრება, თუმცა ამ დროისთვის თავს იჩენს წვივების არეში ლოკალიზებული შეშუპება. შეშუპებასთან ერთად ყურადღებას იპყრობს თირკმლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება, შარდში ცილის, ერითროციტების არსებობა. უკანასკნელი სიმპტომი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ შარდის ფერის ცვლილება - ხორცის ნარეცხისმაგვარი შეფერილობა - შეუიარაღებელი თვალითაც იოლი შესამჩნევია.



თარიღი : 30-06-2016
ანი
მზეზე იდი ხნით ყოფნის შედეგად მიივიგე მცირე დამწვრობა, და ასევე შეშუპებული მაქვს შუბლი , მისით გაიწოვს თუ რაიმე ალერგიული წამლები მივიღო ?
თარიღი : 14-04-2016
პასუხი მკურნალს
თქვენს დას ესაჭიროება პათოლოგი რომელიც იკვლევს მაგდაგვარ რამეებს. დინარა კასრაძე მოიძიეთ თუ ვერ შეძლებთ შემატყობინეთ და დაგეხმარწბით მის მოძებნაში
თარიღი : 06-04-2016
Mkurnali.ge
ჩემს დას წლების განმავლობაში გასივებული ქონდა მარჯვენა ხელი,ჩემი მშობლების ბევრი მცდელლობის მიუხედავასდ ხელი ვერაფრით შეუნარვუნეს და საბოლოოდ მოკვეთეს,რამოდენიმე თვის შემმდეგ კი გაუსოვდა მარცხენა ხელი ამჯერადაც გასივებული აქვს გთხოვთ გვირჩიეთ რამე,იქნებ კარგი სპეციალისტს ივნობდეთ ვონმეს როგორ მოვიქცეთ?ჩემი დაიკო 19 წლისაადა არის საშიშროება მარცხენა ხელის დაკარგვის,იქნებ გაგვიწიოთ კონსულტაცია
თარიღი : 18-05-2014
sofia
მასაჟორით საკმაოდ დიდი ხნით გავიკეთე მასაჟი სახეზე და შემიშუპდა, ძალიან შემისივდა და რავქნა ? როგორ მოვიქცე ? გვირილის საფენებს ვიკეთებ მაგრამ შედეგი არ მაქვს
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ტელეკომპანია PalitraNews-ი ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "არცოდნა აკრძალულია".
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.