რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაფნა

სასიამოვნო სურნელის მქონე, ეთერზეთოვანი დეკორატიული მცენარე, რომელსაც ძვირფასი საგემოვნო თვისებებიც აქვს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან და მცირე აზიიდან გავრცელდა. დაფნა ჩვენს ცნობიერებაში უწინარესად წარმატებასთან ასოცირდება. ის ხომ, ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველი ღმერთის აპოლონის აუცილებელი ატრიბუტია, დაფნის ტოტი კი უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლაში, ათლეტურ თუ პოეტურ პაექრობაში გამარჯვების სიმბოლოა. მატიანე მოგვითხრობს, რომ იულიუს კეისარი ოფიციალურ შეხვედრებზე დაფნის გვირგვინს ატარებდა, რადგან მას მუდმივი ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდა. ბრიტანეთში ლითონის მონეტებზე მონარქთა გამოსახულებებს დაფნის გვირგვინი ამშვენებს. სიმბოლური მნიშვნელობა ამ მცენარეს დღესაც არ დაუკარგავს, რაც "ფიატისა" და "მერსედეს-ბენცის" ემბლემებზეც აისახა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საოცარი მცენარე ოჯახის წევრადაც შეიძლება ვაქციოთ. ოთახის დაფნა პატარა მარადმწვანე ხე ან ბუჩქია, რომელსაც ლამაზი გვირგვინი ამკობს. მისი მკვრივი, ტყავისებრი, მუქი მწვანე ფერის მოგრძო ფოთლები სასიამოვნო სუნს გამოსცემენ. დაფნას წვრილი თეთრი ყვავილები აქვს, თუმცა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავილობს.

 

სად დავაბინაოთ დაფნა?

მცენარეს ნათელი ადგილი უყვარს. მისთვის სასურველია მზის პირდაპირი სხივების გარკვეული დოზა. პერიოდულად ქოთანი უნდა შევაბრუნ-შემოვაბრუნოთ, რათა ბუჩქის რომელიმე მხარეს მზის სხივები არ მოაკლდეს.

დაფნას" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1&Itemid=351" >დაფნას ორპირი ქარის არ ეშინია და ზაფხულში შესანიშნავად გრძნობს თავს ღია აივანზე. რაც შეეხება ზამთარს, პრობლემები არც წლის ამ დროს გვემუქრება - 0-60C ტემპერატურა მისთვის ოპტიმალურია. თუ დაფნა ოთახში, ფანჯრისგან მოშორებით გვინდა გამოვაზამთროთ, სასურველია, ოთახის ტემპერატურა 8-120C-ს არ აღემატებოდეს. თუ შინ ამაზე მეტად თბილა, მცენარე ხშირად უნდა დავნამოთ.

 

მოვლის თავისებურებები

ზაფხულში საჭიროა ხშირი დანამვა და ყოველ საღამოს მორწყვა, ცხელ დღეებში - ორჯერაც კი. უკეთესად რომ გაიზარდოს, რეკომენდებულია თხევადი სასუქი, ოღონდ ძლიერ განზავებული. ზრდასრულ მცენარეს გადარგვაც სჭირდება, თუმცა მხოლოდ 3-4 წელიწადში ერთხელ. დაფნის ბუჩქი შუა აგვისტოში უნდა გაიკრიჭოს, ვინაიდან ამ დროისთვის ის ზრდას წყვეტს. დარჩენილი ტოტები გაზაფხულზე საკმაოდ სწრაფად იზრდებიან.
      
 

ყურადღების სანაცვლოდ

ჩვენი ყურადღების სანაცვლოდ ოთახში ლამაზი და სურნელოვანი ბუჩქი დაიდებს ბინას, რომელსაც კულინარიასთან ერთად მედიცინაშიც გამოვიყენებთ – დაფნის ზეთი ტკივილგამაყუჩებელი მალამოების კომპონენტია, ფიტოთერაპევტები კი მიიჩნევენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს ამენორეის, კოლიტის, მეტეორიზმის, ისტერიის, შეშუპების დროს. ამ მიზნით მცენარის ყველა ნაწილის გამოყენება შეიძლება.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
06 თებერვალი 2017
ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.
ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე.
ცხოველების უმრავლესობაში მხოლოდ გარკვეულ დროს ხდება შეჯვარება. წლის დანარჩენ პერიოდში სქესობრივი აქტი მათ არ აინტერესებთ. ადამიანები კი სექსით უფრო ხშირად არიან დაკავებულები.