რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ფეხების ტკივილი
ფეხების ტკივილი

თუ ღამით გაღვიძებული პატარა ფეხების (და არა სახსრების!) ტკივილს უჩივის, ეს კალციუმის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს. კალციუმი ცილებთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის ძირითადი კომპონენტია და მას სიმყარეს ანიჭებს. გარდა ამისა, მონაწილეობს ზრდის პროცესებში, გულის, ნერვული და კუნთოვანი სისტემების მუშაობაში, სისხლის შედედების პროცესში და სხვა. ჩვილ ასაკში მისი ნაკლებობა რაქიტს იწვევს. მომდევნო პერიოდში საკვებთან ერთად კალციუმის არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს და ზრდის ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლის) განვითარების რისკს.

ყველაზე მეტ კალციუმს ორგანიზმი აქტიური ზრდის პერიოდში ითხოვს. არსებობს დაავადებებიც, როდესაც ამ მიკროელემენტზე მოთხოვნილება იზრდება. ასეთია, მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადება, რომლებიც D ვიტამინის სინთეზის დაქვეითებას იწვევს და, ამის კვალობაზე, ნაწლავებიდან კალციუმის ათვისებას აფერხებს. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას მაგნიუმის დეფიციტი განაპირობებს. ორგანიზმი მაგნიუმს კარგავს:

  • ფენობარბიტალის (ლუმინალი), ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების ჯგუფი), შარდმდენების (ფუროსემიდი), ქიმიოთერაპიული საშუალებების (ვინკრისტინი) მიღებისას;
  • ქრონიკული კუჭის აშლილობისას;
  • საფაღარათო საშუალებებისა და ოყნის უსისტემო გამოყენებისას;
  • დამწვრობისას;
  • აქტიური ზრდის პერიოდში;
  • მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

როდესაც კალციუმის მოთხოვნილება იზრდება და ორგანიზმი მას საკვების მეშვეობით ვერ იღებს, ხდება მისი გადმოსროლა დეპო ორგანოებიდან, კერძოდ, ძვლოვანი ქსოვილიდან. ამდენად, ცხოვრების კრიტიკულ პერიოდში საკმარისი ოდენობის კალციუმით ორგანიზმის მომარაგება მეტად მნიშვნელოვანია. ჩვილ ბავშვებში კალციუმის დეფიციტი ვლინდება თავის ქალას ძვლების დეფორმაციით - შუბლის ბორცვების წინ წამოწევით, კეფის გაბრტყელებით, კოშკისებრი თავის ქალათი, ასევე - კეფის ალოპეციით (თმის ცვენით), კბილების დაგვიანებული ამოსვლით, კბილებს შორის მანძილის გაზრდით, ამოსვლის თანმიმდევრობის დარღვევით, შედარებით მოზრდილ ასაკში - ხერხემლის დეფორმაციით (სკოლიოზი, კიფოზი და სხვა), კიდურების დეფორმაციით, ხშირი მოტეხილობით, კბილების კარიესული დაზიანებით, თანკბილვის დარღვევით, სარძევე კბილების ძირითადით შეცვლის დაგვიანებით. ეს ყველაფერი რაქიტისა და მისი ნარჩენი მოვლენებისთვის არის დამახასიათებელი.
სხვა სისტემების მხრივ კალციუმის ნაკლებობას ავლენს შემდეგი ნიშნები:

  • კუნთების განვითარების ჩამორჩენა და სისუსტე;
  • კუნთების კრუნჩხვა, კრთომა;
  • ოფლიანობა, აგზნებადობის მომატება;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • მადის გაუკუღმართება (კედლების ჭამა, ფრჩხილების კვნეტა);
  • კანის სიმშრალე, აქერცვლა;
  • ფრჩხილების მტვრევადობა, თეთრი ხაზები;
  • უხეში თმა გამელოტებული უბნებით.

პატარა ბავშვებში კალციუმის დეფიციტი იწვევს დაავადებას, რომელსაც სპაზმოფილია ანუ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება ეწოდება. ის 6-დან 18 თვემდე ასაკში, უმეტესად გაზაფხულზე იჩენს თავს.

 

კალციუმის დეფიციტის მიზეზი
კალციუმის დეფიციტი მაშინ ყალიბდება, როდესაც ორგანიზმი საკვებთან ერთად მას საკმაო ოდენობით ვერ იღებს, თუმცა მიზეზი მარტო ეს არის. შესაძლოა, ორგანიზმი საკმაო კალციუმს იღებდეს, მაგრამ დარღვეული იყოს მისი ათვისება. დავეხმაროთ ორგანიზმს, საკვებიდან სრულად აითვისოს ეს ელემენტი. კალციუმი, უპირველეს ყოვლისა, საკვების თერმული დამუშავებისას იკარგება. მაგალითად, ბოსტნეულის ხარშვის დროს მისი მეოთხედი წყალში გადადის, მაგრამ ეს არაფერია, თუ პატარა ამ ნახარშსაც მიირთმევს. ძირხვენების (ჭარხლის, ბოლოკის) ფოთლები უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე თვით ძირხვენა. სტაფილოდან ორგანიზმი კალციუმის 13%-ს ითვისებს. რძე და მისი ნაწარმი, გარდა კარაქისა, ხილთან ერთად კალციუმის საუკეთესო წყაროა. ნაწლავებიდან კალციუმის უკეთ ასათვისებლად საჭიროა, კუჭში მჟავა გარემო შევქმნათ. საამისოდ გამოდგება ფორთოხალი. მისი წვენი მოასხურეთ ბოსტნეულის სალათს. კალციუმის ათვისებას აფერხებს:

  • მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: ისპანახი, მჟაუნა, ლერწმის შაქარი, კაკაო, შოკოლადი;
  • ზოგიერთი სახეობის ფაფა, რომელიც შეიცავს ფიტინს. მას უნარი შესწევს, დაუკავშირდეს
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    კალციუმს და ორგანიზმიდან გამოაძევოს. ასეთია მანანის ფაფა.

კალციუმის ასათვისებლად საჭიროა D ვიტამინი, რომელიც ორგანიზმში კალციუმ-ფოსფორის ბალანსის ძირითად რეგულატორად ითვლება. D ვიტამინი აბათილებს ყველა იმ ნივთიერების მოქმედებას, რომელიც კალციუმის შემბოჭველად ითვლება. ამდენად, კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინით დროული პროფილაქტიკა. კალციუმის ათვისებას ასევე აუმჯობესებს:

  • B ჯგუფის, A და ჩ ვიტამინები;
  • საკვებში არსებული ცილა;
  • ლაქტოზა;
  • ლიმონმჟავა.

ორგანიზმი კალციუმს უკეთ აითვისებს, თუ მას ბავშვს მივცემთ არა უზმოზე, არამედ ჭამის დროს ან მის შემდეგ. ბავშვები საკვების მეშვეობით მიღებული კალციუმის 60-70%-ს ითვისებენ, მთავარია, კვების სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

კალციუმით მდიდარი პროდუქტები
კალციუმი მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში შედის, მაგრამ მისი ძირითადი წყარო რძე და რძის ნაწარმია. მათში ეს ელემენტი შედის ადვილად ასათვისებელი ფორმით, ფოსფორთან ოპტიმალური თანაფარდობით. სწორედ რძე და რძის ნაწარმი წარმოადგენს ბავშვის საკვები რაციონის ძირითად კომპონენტს. 0,5ლ ძროხის რძე ანუ 2,5 ჩაის ჭიქა რძე საშუალოდ 600 მგ კალციუმს შეიცავს, რაც 50-80%-ით აკმაყოფილებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებას ამ მიკროელემენტზე, განურჩევლად ასაკისა. ყველსა და ხაჭოში კალციუმი უფრო მეტია. ამჟამად იყიდება ისეთი რძე და ხაჭოც, რომლებიც კალციუმით საგანგებოდ არის გამდიდრებული - 150-200მგ 100მლ პროდუქტში. ამრიგად, კალციუმის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისია ბავშვს ყოველდღე დაალევინოთ 100-600მლ რძე ან აჭამოთ 50-100გ ხაჭო ან ერთი მოზრდილი ნაჭერი ყველი.

 

გამოვიყენოთ თუ არა მედიკამენტები კალციუმის დეფიციტის დროს
სწორად შერჩეული რაციონი ხშირად საკმარისია კალციუმის უკმარისობის აღმოსაფხვრელად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ დროებითი თუ ჩვევითი ფაქტორის გამო საკვებით დეფიციტის კომპენსირება ვერ ხერხდება. ჩვევითი ფაქტორებიდან ხაზგასასმელია მიდრეკილება სწრაფი კვების ობიექტებში სადილობისკენ. ასეთი საკვები აღრმავებს დეფიციტს. ასეთ დროს გამოგვადგება მედიკამენტური პრეპარატები, რომელთა მიღებასაც პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ გირჩევთ. ამჟამად ფართოდ იყენებენ კალციუმისა და მაგნიუმის კომბინირებულ პრეპარატებს. კალციუმის ჩალაგებისა და ძვლის ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებისთვის სასურველია კალციუმის მიღებას ჰარმონიულად შევუხამოთ ვარჯიში.

ძვლოვანი სისტემის ოპტიმალური დატვირთვა საამისოდ აუცილებელი პირობაა. ყველაზე სასარგებლოა სიარული, ველოსპორტი, სათხილამურო სპორტი, ცურვა.
ამრიგად, თუ პატარას ღამით ფეხების ტკივილი აღვიძებს, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე კალციუმის ნაკლებობასთან გვაქვს, ვინაიდან სწორედ ღამით ხდება დეპო ორგანოებიდან სისხლში საჭირო რაოდენობის კალციუმის გადმოსროლა. კალციუმით გაღარიბებული ძვლები და კუნთები შესაბამისად რეაგირებენ, რაც ტკივილითა და კუნთების დაჭიმულობა-კრუნჩხვით ვლინდება. დროულად მიმართეთ პედიატრს, გაამდიდრეთ ბავშვის რაციონი კალციუმის შემცველი პროდუქტებით, ასეირნეთ პატარა მზიან ამინდში - მზე ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნას.

 

 

თარიღი : 16-09-2016
teona
ჩემი ბიჭი არის 12 წლის, დღის ბოლოს ანუ როცა ფეხები ეღლება, აწუხებს როგორც სახსრები ასევე კუნთები.გთხოვთ მიპასუხოთ რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართო. მადლობა
თარიღი : 09-04-2016
qetino
გამარჯობა,ვარ 36ცლის,საშინლად მტკივა პეხის ქუსლები და ტერპები,დილასც როცა ვდგები პეხს დზლივს ვდგამ,მერე ვეჩვევი,რისი ბრალი უნდა იკოს?
თარიღი : 03-01-2016
Natia
Gამარჯობა.ბაბუა უჩივის ზაფხულში ფეხების გახურებას და ზამთარში წვას.ექიმტან მიდის მაგრამ ვერ იგებენ რისგანაა გამოწვეული.ამის მიუხედავად მაინც უნიშნავენ წამლებს.სვამს,მაგრამ,რა საკვირველია,არ შველის.თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამა.მადლობა
თარიღი : 28-08-2015
tamari
გამარჯობა მაქვს ერთი კითხვა ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. დედაჩემი არის 57 წლის და ერთი ფეხის ქუსლს იტკიებს,აქვს დახეთქილი ქუსლები და იყენებს დამარბილებელ ხელის კრემს დროდა დრო თუმცა ტკივილს მაინც უჩივის ხომ არ იცით რა პრობლემაშეიძლება ჰქონდეს მას და როგორ ვუმკურნალო. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს პატივისცემით თამარი
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრაზილიელმა და ამერიკელმა ექიმებმა დაამზადეს სახის ნაწილის პროთეზი სმარტფონის უფასო აპლიკაციისა და 3D-პრინტერის საშუალებით. პაციენტის დახმარება (რომელიც სასის სიმსივნის ამოკვეთის გამო, მარჯვენა თვალის, თვალბუდისა და ცხვირის ნაწილის გარეშე დარჩა)
მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა და წამყვანმა ქირურგმა რეკონსტრუქციული ქირურგიის სფეროში პედრო კავადას-როდრიგეზმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარა
სახის გადანერგვის წარმატებული ოპერაციის დეტალები უკვე გასაჯაროვდა. 2015 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს ადამიანის სახის ყველაზე წარმატებული ტრანსპლანტაცია.
ბავშვის დაბადებამდე ოჯახის წევრები სასიამოვნო ფუსფუსში არიან, ცდილობენ პატარასთვის საჭირო და აუცილებელი ნივთების: საწოლის, ეტლისა თუ სათამაშოების შეძენას, გულმოდგინედ აწყობენ ბავშვის ოთახს და მრავალი სხვა საზრუნავით არიან გართულნი. ახალგაზრდა მშობლებს გარშემომყოფნი ამზადებენ იმისთვის, რომ ახალშობილს შეაწუხებს კოლიკა, უძილობა, ხშირად ექნება გამონადენი ცხვირიდან და იჭირვეულებს კბილების ამოჭრისას. მაგრამ ასეთ დროს თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ჯანსაღი ბავშვის ნაცვლად, რაიმე ნიშნით გამორჩეული, განსხვავებული ახალშობილი მოევლინოს ოჯახს. ამ ფაქტმა კი პატარას დაბადებით გამოწვეული სიხარული შეიძლება გააფერმკრთალოს კიდეც.

გამობურცული, ე. წ. “გაბუტული” ტუჩები, როგორც მაღალი მგრძნობელობისა და სექსუალობის ნიშანი, ბევრი ქალის ოცნებაა. თანამედროვე კოსმეტოლოგია ამ პრობლემას მარტივად წყვეტს. ჯერ ერთი, ტუჩის საცხისა (პომადა) და ე.წ. კონტურული ფანქრის მეშვეობით ტუჩების გამოკვეთა-გამობურცვა არც ისე რთულია, მთავარია, ეს სწორად მოხდეს; ქალების დიდი ნაწილი ამ ხერხს ყოველდღე მიმართავს და საკმაოდ ოსტატურადაც. მეორეც, არსებობს კორექციის სხვა მეთოდი - ტუჩების დაბერვა სპეციალური მანიპულაციით, რომელსაც თამამი ქალბატონები ასევე არ უფრთხიან და სიამოვნებით იტარებენ. თემაზე, როგორ აღწევენ ქალბატონები ტუჩების სასურველ ფორმას და როგორ ილამაზებენ ღიმილს, გვესაუბრება ავერსის კლინიკის დერმატო-ვენეროლოგი, ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, დერმატო-ვენეროლოგიური და დერმატო-კოსმეტოლოგიური დარგების კოორდინატორი - ნინო ლომსაძე:

ძალიან მიყვარს ტკბილეული, ვერაფრით ვამბობ მასზე უარს, ამიტომ ჭარბი წონა მაწუხებს. იქნებ შეიძლება კვების ისე მოწესრიგება, რომ არც ტკბილეული შევზღუდო და არც წონა მოვიმატო?


დედამიწაზე ყოველ მეათე ადამიანს რთული დამოკიდებულება აქვს ნახშირწყლებთან. ამის გამო ისინი მინიმუმ სწრაფად იმატებენ წონას და მაქსიმუმ ავადდებიან. არსებობს დიეტები ცილის მაღალი შემცველობითა და ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, სპეციალურად ასეთი კატეგორიის ადამიანებისთვის.

23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.