რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ასტიგმატიზმი და კატარაქტა
ასტიგმატიზმი და კატარაქტა

ასტიგმატიზმი რეფრაქციის (თვალის შუქმტეხი უნარის) ანომალიაა: სინათლის სხივები ბადურაზე ერთ წერტილში ვერ იყრის თავს, ამიტომ ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს საგანს. ასტიგმატიზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც, რომელიც ზოგჯერ მემკვიდრეობით გადაეცემა და შეძენილიც, რომელიც ვითარდება თვალის ოპერაციის, ტრავმის ან ანთების შედეგად.
ასტიგმატიზმის ძირითადი მიზეზი რქოვანას სფერულობის დარღვევაა. ის ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბროლის ზედაპირის სფერულობის დარღვევამ ან მისმა ირიბმა მდებარეობამ თვალის ოპტიკური ღერძის მიმართ.
ზოგჯერ რქოვანასა და ბროლის ასტიგმატიზმი ჯამდება და ამ შემთხვევაში თვალის საერთო ასტიგმატიზმის ხარისხი იმატებს,

მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ისინი ერთმანეთს აბათილებენ და რეფრაქცია ნორმალური (სფერული) რჩება. ასტიგმატური თვალის მხედველობა ისეთი მახვილი და მკაფიო არ არის, როგორიც ნორმალური თვალისა. რაც უფრო მაღალია ასტიგმატიზმის ხარისხი, მით უფრო ნაკლებია მხედველობის სიმახვილე. ახალგაზრდა და საშუალო ასაკში დაბალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს მხედველობის სიმახვილე შესაძლოა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყოს, საშუალო და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმის დროს კი ხშირად გამოხატულია მხედველობის სისუსტე, თვალის სწრაფი დაღლა, თვალის ტკივილი და ქრონიკული ბლეფაროკონიუნქტივიტი (ქუთუთოებისა და თვალის შემაერთებელი ქსოვილის ანთება).

ასტიგმატიზმის მკურნალობა გულისხმობს სათვალეების სწორად შერჩევას და თუ ეს დაავადების ადრეულ სტადიაზე მოხდა, მაშინ პრობლემა მთლიანად მოიხსნება. ასტიგმატიზმის დროს ინიშნება სათვალეები, რომლებსაც აქვს სპეციალური ცილინდრული ლინზები დადებითი ან უარყოფითი ეფექტით - ეს ასტიგმატიზმის კონკრეტულ ფორმაზეა დამოკიდებული. სათვალე 100%-ით ვერ კურნავს ასტიგმატიზმს, ის მხოლოდ კორექციით  შემოიფარგლება. უნდა ითქვას, რომ სათვალის ტარებას თან სდევს მუდმივი დისკომფორტი. ვისაც ამ დისკომფორტის გადალახვა უჭირს, მას კონტაქტურ ლინზებს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული ეფექტურობით მკურნალობის არც ეს მეთოდი გამოირჩევა. უბრალოდ, ლინზები სათვალის გაუმჯობესებული ვერსიაა. ამასთანავე, იწვევს გვერდით მოვლენებს - თვალის შეწითლებას, მუდმივ ცრემლდენას ან, პირიქით, თვალის გამოშრობას, ალერგიას, ქავილს. დიდია თვალში ინფექციის შეჭრის საშიშროებაც.

აუცილებლად უნდა შევეხოთ ასტიგმატიზმის დროს ლაზერული თერაპიის მნიშვნელობას. იგი წარმოადგენს ლაზერული სხივებით მკურნალობის მეტად ეფექტურ მეთოდს, რომელიც ასტიგმატიზმით დაავადებულ ზრდასრულ ადამიანს სრული განკურნების საშუალებას აძლევს, თუმცა, ნებისმიერი ოპერაციის მსგავსად, უკუჩვენებები მასაც აქვს. კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. მის არსებობას გვაეჭვებინებს შემდეგი ნიშნები:

  • მხედველობის მოულოდნელი დაქვეითება - თვალწინ თითქოს ნისლი აგეფარაო;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • მსხვილი შრიფტით დაწერილი წიგნის კითხვა ჭირს, ხოლო სათვალე მხედველობას არ აუმჯობესებს;
  • ჭირს შორს მდებარე საგნების გარჩევა;
  • ნელ-ნელა ირგვლივ მდებარე საგნები კარგავენ მოხაზულობას და ორდებიან;
  • თვალები სინათლისადმი მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება;
  • გუგები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შავია, შესაძლოა გაბაცდეს.

მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ოპერაცია კატარაქტისგან განკურნების ერთადერთი გზაა. დაავადების საწყის ეტაპზე, მუდმივი და უწყვეტი მედიკამენტური მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში, შესაძლებელია პროცესის შეფერხება, მაგრამ არა უკუქცევა. კატარაქტის საწინააღმდეგო მედიკამენტები ძირითადად ბროლში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესზე ახდენს გავლენას. წვეთებთან ერთად რეკომენდებულია თვალისთვის განკუთვნილი ვიტამინებისა და მოცვის შემცველი მედიკამენტების მიღება. არსებობს კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ინტრაკაფსულური ექსტრაქცია, ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია, ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია, ლაზერული ფაკოემულსიფიკაცია. ოპერაციის დროს ხდება ხელოვნური ბროლის ჩანერგვა. ორი უკანასკნელი მეთოდი არის ე. წ. უნაკერო ოპერაცია - ბროლს სპეციალური

ულტრაბგერითი ან ლაზერული აპარატის გამოყენებით ანაწევრებენ, იღებენ და მის ადგილას ხელოვნურ კუმშვად ბროლს ნერგავენ. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს ოპერაციის მეთოდს. თუ საჭიროა ორივე თვალის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა ჯერ უფრო ნაკლებად მხედველ თვალზე ტარდება. ორივე თვალზე ერთდროულად ოპერაცია არ კეთდება. კატარაქტის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაავადების ადრეული გამოვლენა, მართებული მკურნალობა და ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება.

 


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.
ყველაზე პოპულარულ გამოგონებულ ექიმ გრეგორი ჰაუსს თავად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ის წამალდამოკიდებულია.
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის მეორე, ანუ "მონაცვლეობის" ფაზაში აუცილებელია დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
17 მარტი 2017
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
14 მარტი 2017
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.
ახალი კვლევით სოკოს საოცარი თვისებები დადასტურდა. მეცნიერების აზრით, სოკოები აძლიერებენ ნეირონების ზრდას, რითაც დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებენ. ზოგიერთი საკვებად ვარგისი და სამკურნალო სოკო შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ტვინს ანთებითი პროცესებისგან იცავს.
გაცხიმოვნება იმდენად აზიანებს ტვინს, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც კი უეფექტო ხდება. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტიპის ვარჯიშები მეტად ეფექტურია 65 წელს გადაცილებულ პირებთან, რომელთათვისაც ნეირონთა აქტივობის შენარჩუნება მეტად აუცილებელია.