რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
მაწონი თუ ძროხის რძე?

მაწონი, ისევე როგორც იოგურტი და კეფირი, რძემჟავა პროდუქტია. ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი წლამდე ასაკის პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად. რა ხდება ორგანიზმში მათი მოხვედრის შემდეგ? რძემჟავა პროდუქტები შეიცავს რძემჟავა ბაქტერიებს, რომლებიც ცილის დამშლელ ფერმენტებს გამოყოფენ. ამ ფერმენტების ზემოქმედებით რძის ცილა იცვლის სტრუქტუტრას და ხდება უფრო ნაზი.

ასეთი შეცვლილი სტრუქტურის მქონე რძის ცილას პატარას ორგანიზმი უფრო იოლად ითვისებს. ამიტომაც სჯობს ძროხის რძეს მაწონი. რძემჟავა ბაქტერიები და რძის მჟავა ნაწლავებში მოხვედრისთანავე იწყებს ნაწლავთა ბინადარი ლპობის ბაქტერიების ცხოველქმედების დათრგუნვას. ეს უკანასკნელნი დიდ ზიანს აყენებენ ორგანიზმს. თუ ადამიანი რძემჟავა პროდუქტებს - მაწონს, ხაჭოს და სხვა - საერთოდ არ იღებს, მის ნაწლავებში ასეთი ბაქტერიები საკვებს ორგანული შხამების გამოყოფით შლიან. ეს შხამები იწვევს ორგანიზმის თვითმოწამვლას და ხელს უწყობს ნაადრევ დაბერებას. აქედან გამომდინარე, რძემჟავა პროდუქტები მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელია, მით უმეტეს, მათთვის, ვინც კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ დაავადებებს უჩივის. ამრიგად, რძემჟავა ბაქტერიები აქტიურად გადაამუშავებენ ლაქტოზას რძის მჟავას გამოყოფით, რომელსაც ლპობითი და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების განადგურების უნარი შესწევს და ამით ხელს უწყობენ ბავშვის ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებას. რძემჟავა პროდუქტები აუცილებელია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, არამედ ამ დაავადებების სამკურნალოდაც როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობის დროს. რძემჟავა პროდუქტების სასარგებლო თვისებები:

  • აუმჯობესებს მადას;
  • ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას;
  • აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

რძემჟავა პროდუქტები იყოფა ორ ჯგუფად: მხოლოდ რძემჟავა დუღილის პროდუქტებად და შერეული - რძემჟავა და სპირტოვანი - დუღილის პროდუქტებად. პირველ ჯგუფს ეკუთვნის მაწონი, იოგურტი, არაჟანი, ხაჭო, აციდოფილური რძე, მეორეს - კეფირი, კუმისი.

რძემჟავა პროდუქტების მომზადება
რძემჟავა პროდუქტების

ქარხნული წესით მომზადებისას რძემჟავა ბაქტერიები გამოიყენება. საზოგადოდ, თანამედროვე ტექნოლოგიებში განსაკუთრებით ფართო გამოყენება პოვა აციდოფილურმა მიკროორგანიზმებმა. აციდოფილური ჩხირი სხვებთან შედარებით მდგრადია საკვების მომნელებელი წვენების მიმართ, უკეთ გრძნობს თავს მსხვილ ნაწლავებში, მისი ცხოველქმედების პროდუქტებს უფრო ფართო ბაქტერიციდული (მავნე ბაქტერიების დამშლელი) მოქმედება ახასიათებთ. ისინი გამოყოფენ ანტიბიოტიკებს: ნიზინს, ლიზინს, ლაქტალინს, ნიკოზინს და სხვა; შეუძლიათ დათრგუნონ ტუბერკულოზის, პნევმონიის, დიფტერიის, დიზენტერიის და სხვა დაავადებების გამომწვევი ჩხირების მოქმედება. თუ აციდოფილური ჩხირი ნაწლავების მუდმივი ბინადარი გახდა, თქვენს პატარას საჭმლის მონელება გაუუმჯობესდება. ნორმალური ნაწლავური მიკროფლორა იმუნური სისტემის ჯანსაღი მუშაობის გარანტიაა.

როდის შევიტანოთ ბავშვის რაციონში რძემჟავა პროდუქტები?
ჩვილის რაციონში რძემჟავა პროდუქტები 8-9 თვის ასაკიდან შეაქვთ, თუმცა სუსტ, ხშირად მოავადე ბავშვებს, პედიატრების რეკომენდაციით, ისინი შესაძლოა 5-6 თვიდანაც კი მივცეთ. რაც შეეხება ძროხის რძეს, სუფთა სახით მისი გამოყენებისგან ერთ წლამდე უმჯობესია თავი შეიკავოთ. თუ ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა გახდა საჭირო, უმჯობესია გამოიყენოთ არა ძროხის რძე, არამედ ადაპტირებული რძემჟავა ნარევები.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.