რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ბავშვთა აუტიზმი

ყველა ბავშვს როდი შეუძლია უცხო ადამიანთან, თუნდაც თანატოლთან, კონტაქტის დამყარება. ამ შემთხვევაში არავითარ პათოლოგიასთან საქმე არ გვაქვს, უბრალოდ, განსაზღვრული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო ბავშვი ჩაკეტილია, თუმცა კი ასაკის შესაბამისად ვითარდება. მშობელი უნდა შეეცადოს, არა ძალდატანებით, არამედ თანდათანობით შეაგუოს ბავშვი უცხო გარემოს, სხვა ბავშვებთან თამაშს.

როდის უნდა ვივარაუდოთ პათოლოგია?
ყურადღებით დააკვირდით ბავშვის ქცევასა და რეაქციებს. თუ სამი წლის ასაკში იგი ვერ ლაპარაკობს, უარს ამბობს მშობლებთან ტაქტილურ კონტაქტზე (ანუ არ ეფერება, არ ეხუტება მშობლებს), ინტერესს არ ამჟღავნებს თავის ირგვლივ არსებული გარემოს მიმართ, ეს საგანგაშო სიმპტომებია. ასეთი ბავშვი თამაშობს თავისთვის, მარტო; სათამაშოებს ალაგებს ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით, ფერის შესაბამისად (მაგალითად, წითელ სათამაშოებს - ერთად), აქვს სახის უემოციო, უფრო ზუსტად, უმიმიკო გამომეტყველება, არასდროს გიყურებთ თვალებში, ძნელი გასაგებია მისი ჟესტიკულაცია. ამ შემთხვევაში უნდა დავეჭვდეთ, ხომ არ გვაქვს საქმე აუტიზმთან.

რა არის აუტიზმი?
აუტიზმი ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ბავშვის განვითარების შეფერხებით ვლინდება. ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს გარემოს მიმართ. აუტიზმი ყალიბდება 3 წლამდე და ყოველი 1000 ბავშვიდან 6-ს ემართება. მისი მიზეზები უცნობია. საუბრობენ გარემოს, ცხოვრების პირობებისა და მშობლებსა და ბავშვს შორის ურთიერთობის როლზე. აუტიზმი თანდათანობით ვითარდება, გამოვლენას იწყებს 15 თვის ასაკიდან, ხოლო მისი საბოლოო ფორმირება 3 წლის ასაკში ხდება. მშობლებმა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ბავშვის უცნაური საქციელით, ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ ნიშნებზე:

  • ბავშვი უარს ამბობს მშობელთან ტაქტილურ კონტაქტზე;
  • 3 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ლაპარაკობს;
  • უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას და თამაშს;
  • არ ეშინია გარესამყაროსი, მაგრამ არ სურს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში, არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები;
  • ლაპარაკობს მონოტონურად, თითქოს დაზეპირებული ტექსტით. სხვის სიტყვებს ექოსავით იმეორებს. მეტყველების განვითარებით ჩამორჩება ასაკს.

აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ოჯახის წევრებისგან უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ამიტომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • დაარწმუნეთ ბავშვი, რომ იგი ოჯახის ისეთივე ჩვეულებრივი წევრია, როგორიც დანარჩენები.
  • მიეცით საშუალება, თვითონ შეადგინოს დღის რეჟიმი - სეირნობა, კვება, ძილი, თამაში მისი სურვილისამებრ უნდა ხდებოდეს. თავს ნუ მოახვევთ მისთვის არასასურველ იდეებს. ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქიკაზე და უფრო გააღრმაოს ქცევის გადახრები.
  • როცა დავალებას სწორად შეასრულებს, გამოხატეთ ეს მისთვის გასაგებად და ხაზგასმით. მათთვის ქება სასარგებლოა.
  • არასწორი საქციელი სწრაფად ექცევათ ჩვევად, ამიტომ მაშინვე აუკრძალეთ და შეეცადეთ გააგებინოთ, რომ ცუდად მოიქცა.
  • ყოველ ახალ დავალებას, ზოგადად, სიახლეს თანდათან შეაგუეთ და რამდენიმეჯერ თქვენთან ერთად შეასრულებინეთ.
  • ნუ დაანახებთ, რომ მისი ქცევით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაუბრაზდებით. ის უფრო მეტად ჩაიკეტება და თქვენთან კონტაქტის ყოველგვარ სურვილს დაკარგავს.

აუტი ბავშვი სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე გამოირჩევა უცნაური ქცევით. უპირველეს ყოვლისა, გაურბის უფროსებთან ყოველგვარ კონტაქტს - როცა დედას ხელში აჰყავს, არ ცდილობს ჩაეხუტოს, დედის დანახვისას არ უწვდის ხელებს და არ სთხოვს ხელში აყვანას, არ უყურებს თვალებში, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე. ხშირად ამის გამო ოჯახის წევრები სმენის დეფექტსაც კი ეჭვობენ.
აუტიზმისთვის დამახასიათებელი ქცევითი გადახრები ჩვილი ასაკიდანვე იპყრობს ყურადღებას,

მოზრდილები კი გონებრივად ურთიერთსაპირისპიროდ ვითარდებიან - ან ჩამორჩებიან, ან მაღალი განვითარებით გამოირჩევიან რომელიმე ერთ დარგში (მუსიკაში, ხატვაში, მათემატიკაში), თუმცა უბრალო ყოფით სიტუაციაში შესაძლოა პატარა ბავშვივით დაიბნენ.

რა არის დაავადების მიზეზი?
უკანასკნელ ხანს აუტიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაც მისი გახშირებით აიხსნება, დაავადებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ოჰაიოს შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ორსულებს, რომლებმაც ორსულობის 24-28-ე კვირას გადაიტანეს ძლიერი სტრესი (მაგალითად, ახლობლის სიკვდილი, სამსახურიდან დათხოვნა ან ძლიერი შიში), დიდი შანსი აქვთ, აუტიზმით დაავადებული შვილები გაუჩნდეთ. სტრესი - აი ამ დაავადების გამომწვევი უხშირესი მიზეზი.

მულტფილმები დიაგნოზის დასმაში გვეხმარებიან
ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ უყურებს პატარა მულტფილმებს, აუტიზმის დიაგნოსტირება შესაძლებელია. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯანმრთელი ჩვილი სიცოცხლის პირველივე თვეებში რეაგირებს მულტგმირების მოძრაობებზე, ხოლო აუტიზმით დაავადებულები ჩვილები მხოლოდ ხმებზე რეაგირებენ. ასეთი დაკვირვება საშუალებას იძლევა, აუტიზმის ნიშნები დაავადების ადრეულ სტადიაზევე გამოვლინდეს და მკურნალობა დროულად დაიწყოს.

როგორ მკურნალობენ
მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს. აუცილებელია მუდმივი სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, რათა ბავშვი სწორად ფლობდეს თავის სხეულს. მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი რგოლია აუტიზმით დაავადებული ბავშვების ოჯახების ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიზნით. ეს მათ ყოველდღიური მრავალრიცხოვანი ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. აუტიზმი ფსიქიკის დარღვევაა, აქვს ფართო სპექტრი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვლინდება. აუტიზმით დაავადებულ ყველა ბავშვს როდი ეტყობა მისი ფიზიკური ნიშნები; დაავადება უმეტესად ქცევითი ცვლილებებით მჟღავნდება. მშობლებს დიდი ყურადღება და დაკვირვება მოეთხოვებათ, რათა უმნიშვნელო გადახრაც კი დროულად შეამჩნიონ.

 

 

თარიღი : 17-07-2016
ზაზა
მეც უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს დაავადება? დარღვევა არ არის დაავადება? აუტიზმს ჭირდება მკურნალობა, სპეციალური პროცედურები, განსხვავებული მიდგომა? ანუ რისი თქმა მინდა, თუ მკურნალობენ, მაშინ დაავადება ყოფილა, თუ დაავადება არ არის მაშინ მკურნალობა არ ესაჭიროება. ჩვენ თვალს ვარიდებთ რაღაცას, არ გვინდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ნორმა, ხოლო ნორმიდან გადახვევა არის ანომალია, დარღვევა, პათოლოგია. თავს ვიტყუებთ და ვიგონებთ ტერმინს "მდგომარეობა" და რა ამით? პრობლემა გადაიჭრა? კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ჩვენს შვილებსაც ვატყუებთ და ვუნერგავთ აზრს, რომ მათი ეს "მდგომარეობა" ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით მათ ვართმევთ ამ მდგომარეობის გაცნობიერების, გაანალიზების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეგუების, საჭირო უნარჩვევების შემუშავებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობასა და სტიმულს. ეს ნოვაცია არის დათვური სამსახური, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - ძალიან მალე ასეთი მიდგომა აღიარებული იქნება დამღუპველი შედეგების მომტან მავნებლობად. ის, რომ ჩემს უძვირფასეს შვილს აქვს თანდაყოლილი გენეტიკური დარღვევა და მას აქედანვე ჭირდება ამისი აღქმა და მომავალი ცხოვრებისათვის სპეციფიკური მომზადება მე მაძლევს საბაბს მუდმივი გულახდილი დიალოგი მქონდეს მასთან ამის თაობაზე. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და სასარგებლოა. მე მოვერიე ჩემს თავს და გადავლახე ეს ბარიერი. ნუ მოვატყუებთ ჩვენს შვილებს!
თარიღი : 16-07-2016
ana
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აუტიზმით დაავადებული ბავშვი ეს ტერმინი აღარ იხმარება. აუტიზმი დაავადება არ არის, აუტიზმი მდგომარობაა, თან ამ სატატიაში ბევრი უზუსტობაა, რაც ინფორმაციის არასწორ გავრცელებას უწყობს ხელს. ასევე, რეკომენდაციები რაც გიწერიათ ნამდვილად არ არის გასათვალისწინებელი. დიდი ბოდიში რომ სტატიის კრიტიკა გამომივიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმაციის სწორად გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია.
თარიღი : 11-01-2016
ineza
ჩემი ბავშვი უკვე 2 წლის და სამი თვისაა არ ლაპარაკობს და ძალინ ვნერვუულობ,მარცვლებს კი წარმოტქვამს,ვის მივმართო ხო ვერ დამეხმარებით
თარიღი : 29-12-2015
tata
მარინა. ლოგოპედტან მიიკვანეტ ბავჰვი და ის აგიხსნიტ როგორ სჰეგიდზლიატ დაეხმაროტ ბავსვს. ან სპეციალურ ტერაპიას დაგინისჰნავტ.
თარიღი : 27-12-2015
გვანცა
პირველ რიგში ავტორმა უნდა იცოდეს,რომ აუტიზმი და სპექტრის აშლილობა მდგომარეობაა და არა დაავადება, მეორეც, სჯობს უფრო კომპეტენტური წყაროდან გადაიწეროთ სტატიები. მშობლებთან ურთიერთობაზე კი შეგახსენებთ,რომ როცა რამოდენიმე დედმამიშვილში ერთი ბავშვია ამ მდგომარეობით,ამ ერთს ეკლდა მხოლოდ ყურადღება? :) დიაგნოზის დადგენის შემდეგ ლომის წვლილი ზუსტად ძლიერ მშობლებზე მოდის,უნდა ბევრი ამეცადინონ ბავშვი და თერაპიაც სათანადოთ გაატარონ.როგორც ამ მდგომარეობის მქონე ბავშვის მშობელი,სტატიას იმედით ჩავუჯექი... მაგრამ არ მომეწონა.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.