რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ბოყინი უწყინარი, მაგრამ უსიამოვნო

55 წლის ქალბატონი გვწერს: "ბოლო დროს დამჩემდა ხშირი ბოყინი, განსაკუთრებით ღამით. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?" ამ კითხვით მივმართეთ მედიცინის აკადემიურ დოქტორს, ზოგად
ქირურგს, თორაკოაბდომინური კლინიკის ლაპაროსკოპიული საოპერაციოს გამგეს, საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს დავით აბულაძეს:

- ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.

საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე - ზოგიერთი საკვების (ლობიოს, კომბოსტოს, მუხუდოს და სხვა) მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის (საჭმელი სოდა, მინერალური წყალი) კუჭის წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ეს აირი, ჩვეულებრივ, თანდათანობით, ადამიანისთვის შეუმჩნევლად ამოდის კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით, მაგრამ თუ აირის წნევამ განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული მომჭერი კუნთოვანი რგოლი, კარდიული სფინქტერი, იხსნება და აირი ერთბაშად მაღალი წნევით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც თან სდევს დამახასიათებელი ხმიანობა, გამოწვეული საყლაპავის ზედა სფინქტერის ვიბრაციით, ზოგჯერ - დამახასიათებელი სუნიც, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მსგავსი მოვლენა ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც - დიდი ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ. ასევე სერიოზული სიმპტომია ბოყინის დროს საკვების ნარჩენების უკან ამოსვლა. დაავადების კვალობაზე, კუჭის შიგთავსი შესაძლოა იყოს მჟავე, მწარე ან ჰქონდეს ლპობის სუნი.


- რომელი დაავადებები იწვევს ბოყინს?
- შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი. პათოლოგიური ბოყინი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე უბნის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ბოყინის გამომწვევ დაავადებათაგან კეთილთვისებიან ქირურგიულ პათოლოგიებად ითვლება კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა და კენჭოვანი ქოლეცისტიტი, თუმცა ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც გართულების შემთხვევაშიც (მაგალითად, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის, თორმეტგოჯას ან ნაწლავის პერფორაცია, დესტრუქციული ქოლეცისტიტი და დესტრუქციული პანკრეატიტი) შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს.


- როგორ უნდა მოხდეს ამ დაავადებების დიაგნოზირება?
- ამ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა შესაძლებელია ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდებით, როგორიც არის ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია (გასტროსკოპია), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოკონტრასტული კვლევა, ირიგოგრაფია, კოლონოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, თუმცა ზოგ შემთხვევაში საჭიროა ისეთი მიზანმიმართული კვლევებიც, როგორიცაა ბიოფსია, კუჭისა და საყლაპავის პH-მეტრია, დუოდენური ზონდაჟი, კომპიუტერული ტომოგრაფია, კუჭის წვენში ჰელიკობაქტერიის ტიტრის განსაზღვრა და სხვა.


- როგორ მკურნალობენ თქვენ მიერ ჩამოთვლილ პათოლოგიებს? რას ურჩევდით პაციენტებს?
- რაც

შეეხება კარდიოსპაზმს ან საყლაპავის აქალაზიას, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარს ან კარდიალური სფინქტერის უკმარისობას და კენჭოვან ქოლეცისტიტს, მათი ქირურგიული მკურნალობა უმეტესად გეგმურად ხდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში (ისევე, როგორც მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში) უკვე კარგა ხანია დანერგილია ლაპაროსკოპიული ოპერაციები ზემოაღნიშნული პათოლოგიების დროს და, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე შედეგებიც გვაქვს, ხოლო არაქირურგიული დაავადებების სამკურნალოდ არსებობს სამკურნალწამლო საშუალებათა მთელი არსენალი, რომელთა დროული და სწორი შერჩევა პაციენტს თავიდან ააცილებს უსიამოვნო და უმეტეს შემთხვევაში სახიფათო ქირურგიულ გართულებებს. ასე რომ, გირჩევთ, შემაწუხებელი ბოყინის შემთხვევაში დროულად მიმართოთ გასტროენტეროლოგს ან ქირურგს. ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა: თავი არიდოს გაზიან სასმელებსა და ისეთ საკვებს, როგორიც არის ლობიო, ბარდა, კომბოსტო. რეკომენდებულია, მიირთვას ხშირად და მცირე ულუფებით. დაავადების დროული გამოვლენა კი გამოჯანმრთელების უმთავრესი პირობაა.

 

 

თარიღი : 05-05-2015
ქეთი
მყავს 11 წლის ბიჭი.აწუხებს ხშირი ბოყინი.მყავდა 2 პროფესორთან,გადააყლაპეს თეთრი სითხე.მითხრეს არაფერი არ არისო.ბავშვს ისევ საშინლად აბოყინებს.როგორ მოვიქცე?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
22 ივლისი 2016
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
08 ივნისი 2017
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კომპანია Mars-ის თანამშრომლები დარწმუნდნენ იმაში, რომ შინაური ცხოველები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძაღლი, სხვა ცხოველებთან შედარებით, ოჯახში უფრო ნაკლებ კონფლიქტს იწვევს.
ყველა ექიმი ერთხმად აღნიშნავს, რომ ხანში შესულ ადამიანებს, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სჭირდებათ ვარჯიში. თუმცა, ვიდრე დღის წესრიგში შევიტანთ ფიზიკური აქტივობის ახალ სახეობას, სჯობს ექიმსაც დავეკითხოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ექსპერტები სპორტის ამ სახეობებს ურჩევენ ხანდაზმულ ადამიანებს:
E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.
ბევრისთვის ნაცნობია, როდესაც, ძალიან დაღლილი წვები საწოლში და დაძინება პრობლემა ხდება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ფენომენი აღგზნებითაა გამოწვეული და სავსებით ექვემდებარება ახსნას. საქმე მანკიერ წრეშია. რაც მეტ ღამეს ვატარებთ უძილობაში, მით მეტია იმის ალბათობა,