რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
შარდის კლინიკური ანალიზი

შარდის კლინიკური ანალიზი მის სრულფასოვან გამოკვლევას გულისხმობს. იგი ითვალისწინებს გამონაყოფი სითხის ფიზიკურ, ქიმიურ შესწავლას, მასში კეტონური სხეულების, ნაღვლის პიგმენტების აღმოჩენას. კვლევის განუყოფელი ნაწილია შარდის ნალექის მიკროსკოპია სისხლის ელემენტების, ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების გამოსავლენად. კლინიკური ანალიზის თითოეულ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს, რომელთა შესახებაც ნეფროლოგი ელენე ბერნიკი გვესაუბრება.

- ქალბატონო ელენე, რას გულისხმობს შარდის ფიზიკური შესწავლა და რაზე მიგვანიშნებს მაჩვენებელთა ნორმიდან გადახრა?
- შარდის ფიზიკური შესწავლისას ყურადღება ექცევა მის ოდენობას, ფერს, გამჭვირვალობას, სუნს, რეაქციას, ხვედრით წონას. ანალიზისთვის ჩაბარებული შარდის ოდენობა არ გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას დღეღამური დიურეზის (დროის განსაზღვრულ შუალედში გამოყოფილი შარდის მოცულობა) დარღვევის შესახებ. მას უპირატესად ანამნეზური დანიშნულება აქვს. ნორმალური შარდი მოყვითალო-თივისფერია. შესაძლოა, ფერი იცვალოს ზოგიერთი მედიკამენტისა და საკვების მიღების შემდეგ. რაც შეეხება შარდის ფერის პათოლოგიურ ცვლილებას: თუ ლუდისმაგვარია, მასში არის ნაღვლის პიგმენტი ბილირუბინი, ხორცის ნარეცხისფერი - სისხლის, შავი - ჰემოგლობინისა და მიოგლობინების, ხოლო მოთეთრო-რძისფერი ლეიკოციტების არსებობაზე მეტყველებს. შარდის შემღვრევა მასში დიდი ოდენობით უჯრედული წარმონაქმნების, მარილების, ლორწოს, ბაქტერიებისა და ცხიმის შემცველობის, ასევე მიკროჰემატურიის (ერითროციტები შარდში), უმეტესად კი ინფექციის ნიშანია. ნორმაში შარდს არასპეციფიკური სუნი აქვს. თუ ნიშადურის სუნი მიიღო, საქმე გვაქვს ბაქტერიულ პროცესთან, უმეტესად - შარდის ბუშტის ინფექციასთან. საშარდე სისტემის სერიოზული დაავადებების დროს შარდში მოხვედრილი ცილა, სისხლი ან ჩირქი იხრწნება და შარდს დამპალი ხორცის სუნი დაჰკრავს. კეტონური სხეულების არსებობაზე ხილის ან გაფუჭებული ვაშლის სუნი მიგვანიშნებს.
შარდის ტუტე რეაქცია დამახასიათებელია შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ინფექციისთვის, მჟავე კი გვხვდება ცხელებით მიმდინარე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ტუბერკულოზის, თირკმლის უკმარისობის დროს. შარდის ხვედრით წონას მასში გახსნილ ნივთიერებათა მოლეკულური მასები განსაზღვრავს, ამიტომ ხვედრითი წონის მატება ცილისა და გლუკოზის არსებობაზე მიგვანიშნებს, რაც ყველაზე ხშირად შაქრიანი დიაბეტისა და თირკმლის ფუნქციური პათოლოგიების დროს ხდება. ხვედრითი წონის კლების სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: სითხის ჭარბი მიღება, ნეიროგენული უშაქრო დიაბეტი და ნეფროგენული უშაქრო დიაბეტი.


- შარდის კლინიკური ანალიზის ქიმიური კვლევით რა დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი?
- შარდის ქიმიური კვლევა ითვალისწინებს ცილებისა და გლუკოზის აღმოჩენას. ნორმაში შარდში ცილა არ უნდა იყოს, თუმცა მამაკაცებს აღენიშნებათ საშარდე ტრაქტიდან (წინამდებარე ჯირკვლიდან) ცილის ფიზიოლოგიური გამოყოფა, რომელიც დღე-ღამეში 150 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროტეინურია - ასე ვუწოდებთ შარდში ცილის არსებობას - ორგვარია: ფუნქციური და ორგანული. ფუნქციური მუდმივი არ არის და ორგანიზმზე ისეთ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით იჩენს თავს, როგორიც არის სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, ცილებით მდიდარი პროდუქტების მიღება, გადატანილი ინფარქტი ან ინსულტი, ეპილეფსიური შეტევა. ორგანული პროტეინურია მდგრადი პათოლოგიური მდგომარეობაა და თირკმელების დაზიანებაზე მიგვანიშნებს. პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ პრერენალურ, რენალურ და პოსტრენალურ პროტეინურიას. პრერენალური პროტეინურიის დროს შარდში ცილა იმიტომ ხვდება, რომ ქსოვილებში მიმდინარეობს მათი სწრაფი დაშლა. რენალური პროტეინურია გვხვდება გლომერულონეფრიტის, ტუბულოინტერსტიციური ნეფრიტის, ინფექციური პათოლოგიების დროს. პოსტრენალური პროტეინურიის დროს ცილა შარდში შარდგამომტანი და სასქესო გზებიდან ხვდება. ამ

You must have Flash Player installed in order to see this player.
დროს მაჩვენებელი 1 გ/ლ-ს არ აღემატება.

შარდში ფიზიოლოგიურად ყოველთვის არის 0,2-0,3 გ/ლ შაქრის ნარჩენი, მაგრამ მისი აღმოჩენა ჩვეულებრივი სინჯებით ვერ ხერხდება, ამიტომ მიჩნეულია, რომ ნორმაში არ უნდა იყოს. შარდში გლუკოზის გამოჩენა ხდება ან სისხლში მისი მომატებული კონცენტრაციისას, ან მაშინ, როცა ნეფრონში გლუკოზის ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესებია დარღვეული. თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია, მაგრამ ის შარდში მაინც ჩნდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ დარღვეულია რეაბსორბციის პროცესი, რაც ხდება ქრონიკული გლომერულონეფრიტის, ნეფროზული სინდრომის და თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს. არსებობს ფიზიოლოგიური გლუკოზურიაც, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა საკვების სახით ჭარბად მიღებული ნახშირწყლების ათვისებას ორგანიზმი დროებით წყვეტს. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს ემოციური დაძაბვის ან ზოგიერთი პრეპარატის მიღების შემდეგ. საზოგადოდ, თუ შარდში აღმოჩნდა შაქარი, აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა იგი სისხლში. თუ შაქრის მომატება სისხლშიც დადასტურდა, პრაქტიკულად უკვე შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმა. თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია, მაშინ საჭიროა გლუკოზისადმი ტოლერანტობის ორალური ტესტის ჩატარება. ნორმალური შედეგის შემთხვევაში მიზეზად თანდაყოლილი ან მეორეული თირკმლისმიერი გლუკოზურია უნდა მივიჩნიოთ.


- რომელ პათოლოგიებს გვაეჭვებინებს შარდში კეტონური სხეულების აღმოჩენა?
- დღე-ღამეში შარდთან ერთად 20-50 მგ კეტონური სხეული (აცეტონი, აცეტონძმარმჟავა) გამოიყოფა, მაგრამ შარდის ერთეულ ულუფებში მათი აღმოჩენა ვერ ხერხდება. ამიტომაც ითვლება, რომ ნორმაში კეტონური სხეულები შარდში არ უნდა იყოს. თუ კეტონურ სხეულებთან ერთად შარდში გლუკოზაც არის, დაბეჯითებით შეიძლება დაისვას დიაბეტური აციდოზის, პრეკომის ან კომის (შესაბამისი სიმპტომების არსებობით) დიაგნოზი. თუ შარდში მხოლოდ აცეტონია, ხოლო გლუკოზა - არა, მაშინ კეტონურიის მიზეზი დიაბეტი არ არის. ეს შესაძლოა შიმშილით გამოწვეულ აციდოზს, ცხიმებით მდიდარ დიეტას, კუჭ-ნაწლავის მოშლილობებით განპირობებულ აციდოზს (ღებინება, დიარეა), მძიმე ტოქსიკოზს, მოწამვლას, ცხელებით მიმდინარე პათოლოგიებს უკავშირდებოდეს.


- როცა შარდში ნაღვლის პიგმენტებია?

- ნაღვლის პიგმენტებიდან შარდში შესაძლოა აღმოჩნდეს პირდაპირი ბილირუბინი და ურობილინოგენი. პირდაპირი ბილირუბინი ჩნდება ღვიძლის დაზიანებისას (სიყვითლე), სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის გადინების დარღვევისას. ურობილინოგენი კი - ღვიძლის დაავადებების (ჰეპატიტი, ციროზი), მისი მეზობელი ორგანოების დაზიანების: თირკმლის ჭვალის, ქოლეცისტიტის, ენტერიტების, ყაბზობის და სხვა - შემთხვევაში.


- რა მიმართულებით ტარდება შარდის ნალექის მიკროსკოპია?
- შარდის ნალექი ორგანიზებული (ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები, ეპითელური უჯრედები და ცილინდრები) და არაორგანიზებული (კრისტალური და ამორფული მარილები) ელემენტებისგან შედგება. მიკროსკოპიული კვლევის მიზანი მათი აღმოჩენაა. შარდში ჰემოგლობინის გაჩენა სისხლძარღვშიგა ჰემოლიზზე (სისხლის დაშლა) მიგვანიშნებს. კლინიკურად ჰემოგლობინურია ვლინდება შავი ფერის შარდის გამოყოფით, დიზურიით (შარდის გამოყოფის დარღვევა), ხშირად - წელის არეში ტკივილებით. ჰემატურიისგან განსხვავებით, ჰემოგლობინურიის დროს ერითროციტები ნალექში არ არის, სისხლის შრატში კი მომატებულია არაპირდაპირი ბილირუბინის დონე. შარდში ერითროციტები ჰემატურიაა, რაც შარდში სისხლის არსებობას ნიშნავს. ცნობილია მაკრო- (შეცვლილია შარდის ფერი) და მიკროჰემატურია (შარდის ფერი უცვლელია, ერითროციტების დანახვა მხოლოდ მიკროსკოპიის შედეგად არის შესაძლებელი). შარდის ნალექში ერითროციტები შესაძლოა იყოს როგორც შეცვლილი (ჰემოგლობინის გარეშე), ასევე უცვლელი (ჰემოგლობინს შეიცავს) სახით.

ახალი, უცვლელი ერითროციტები შარდგამომტანი გზების დაზიანებაზე (ცისტიტი, ურეთრიტი, ქვების და კენჭების გავლა) მიგვანიშნებს, შეცვლილის აღმოჩენას კი დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს - იგი თირკმლისმიერი წარმოშობისაა და გლომერულონეფრიტის, ტუბერკულოზის და თირკმლის სხვა დაავადებების დროს გვხვდება. თუ შარდში ლეიკოციტების ოდენობის მატების პარალელურად ბაქტერიურიაც ვლინდება, ამას ერთვის გაძნელებული, მტკივნეული, ხშირი შარდვა, სხეულის ტემპერატურის მომატება და წელის არეში ტკივილი - აშკარაა თირკმელებისა და შარდგამომტანი სისტემის ინფექციურ-ანთებითი პროცესი. თუ ლეიკოციტების დონე მაღალია, მაგრამ ბაქტერიურია და დიზურია არ არის, ეს შესაძლოა იყოს ანტიბიოტიკებით მკურნალობის ან შარდის ანალიზის ნიმუშის დაბინძურების შედეგი. ანალოგიურია მდგომარეობა შარდის ბუშტის სიმსივნის, თირკმელების ტუბერკულოზის, ინტერსტიციური ნეფრიტის დროს. თუ შარდში ლეიკოციტების დონე მაღალია, პაციენტი უჩივის მტკივნეულ შარდვას, მაგრამ ბაქტერიურია არ დასტურდება, უნდა ვივარაუდოთ შარდში ანაერობული ბაქტერიების, ურეაპლაზმის, ქლამიდიის, გონოკოკისა და ვირუსების არსებობა, რომელთა აღმოსაჩენად სპეციალური ანალიზებია საჭირო.


- რატომ არის შარდში თითქმის ყოველთვის ეპითელური უჯრედები?
- ეპითელური უჯრედებით ამოფენილია მთელი შარდსასქესო სისტემა, ამიტომაც არის, რომ შარდში თითქმის ყოველთვის გვხვდება ეპითელური უჯრედები. ბრტყელი ეპითელიუმი შარდში საშოდან და შარდსადენიდან ხვდება. მას განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ აქვს. შარდში დიდი რაოდენობით გარდამავალი ეპითელიუმი შარდის ბუშტის, შარდსაწვეთის, წინამდებარე ჯირკვლის ანთებით დაზიანებაზე, აგრეთვე თირკმელკენჭოვან დაავადებასა და შარდგამომტან გზებში ახალწარმონაქმნების არსებობაზე მიგვანიშნებს. თირკმლის ეპითელური უჯრედები შარდში თირკმელების პარენქიმის დაზიანების, ინტოქსიკაციის, ინფექციური დაავადებებისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად ხვდება. ცილინდრურია (შარდში თირკმელების ცილის არსებობა) თირკმლის დაზიანების სიმპტომია, ამიტომ მას ყოველთვის ახლავს თან შარდში ცილისა და თირკმლის ეპითელიუმის არსებობა. შარდის ნალექის არაორგანულ ნაწილს წარმოადგენს შარდმჟავა, ურატები, ოქსალატები, კალციუმისა და ფოსფორის მარილები. მათ განსაკუთრებული სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნიათ, თუმცა ირიბად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ პაციენტი თირკმელკენჭოვანი დაავადებისადმია მიდრეკილი.


- მიკროსკოპიის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია შარდის ბაქტერიული კვლევაც...
- შარდში ბაქტერიებისა და ლეიკოციტების აღმოჩენა, დიზურიისა და ცხელების ფონზე საშარდე სისტემის ინფექციის კლინიკური ნიშანია და ანტიბაქტერიული თერაპიის აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. იმგვარადაც ხდება, რომ შარდში ბაქტერიები და ლეიკოციტები კი არის, მაგრამ პაციენტი არაფერს უჩივის. ეს უსიმპტომო ბაქტერიურიაა, რომელიც მოუწესრიგებელი სქესობრივი ურთიერთობების მიმდევარ ქალბატონებს აღენიშნებათ. ხანდაზმულებში ხშირია ასაკობრივი ცვლილებებით გამოწვეული უსიმპტომო ბაქტერიურია. იგი განსაკუთრებით საშიშია ორსულთათვის, რადგან რამდენადმე ზრდის საშარდე გზების ინფიცირების რისკს.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი ჰაუსი ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო გმირია. მისი გამონათქვამებიც ფართოდ აიტაცა მაყურებელმა. თუმცა არანაკლებ საინტერესო გამონათქვამებით გამოირჩევა გრეგორი ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები ქალებზე მეტ სიგარეტს ეწევიან და ალკოჰოლსაც ჭარბად მოიხმარენ. ამასთანავე, დაავადების პროფილაქტიკასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ცოლებისაზე რამდენადმე მცირეა.
ბევრი კლინიკა ისურვებდა ექიმი ჰაუსის დონის პროფესიონალ კადრებს. მის მიერ დასმული დიაგნოზები ზედმიწევნით სიზუსტით გამოირჩევა. სერიალში დაავადებები და მისი მკურნალობის გზები დეტალურად არის განხილული. ექიმებისთვის ჰაუსი მასწავლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ჩვენ კი გთავაზობთ ყველაზე უცნაურ დაავადებებს, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ.
ოქროთი მოწამვლა
მამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სერიოზული ტესტის ჩატარების შემდეგ აღმონდა, რომ მას ცოლი ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა.
რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლის სიმპოტოებია ძვლის ტვინის დეპრესია, სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ოქროთი მოწამვლა არც ისე იშვიათია. ის შეიძლება მოხდეს ინდუსტრიული აფეთქების, ჰაერის ან წყლის ძლიერი დაბინძურების დროს.
ბუბონის ჭირი
ერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა. ის მთელი ქილა ძილის აბების დალევის შემდეგადაც ვერ იძინებს. შემდეგ ეტაპზე კი რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები შეექმნა. პაციენტს ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. ექიმმა ჰაუსმა კი გაარკვია, რომ დაავადებულს კავშირი ქონდა ძაღლთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუბონის ჭირის მატარებელი რწყილები ყავდა. მისი ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა.
დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ყავთ. სიმპოტომებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".
რეალურ ცხოვრებაში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება მკვდარ და რწყილიან ცხოველებთან მორიდებაა.
ძილის დაავადება
სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია და მას გამუდმებით ეძინება. თავდაპირველად, სამედიცინო კოლექტივი დიაგნოზად სიმსინვეს განიხილავდა, თუმცა ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ძილის დაავადება ქონდა.
ეს არის ადამიანის ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი–ტრიპანოსომები. გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. დაავადებამ სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაავადებულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ძილის დაავადება უმეტესად აფრიკულ ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. თუმცა ის კონტინენტის ვიზიტორებსაც შეიძლება შეხვდეთ.
რეალურ ცხოვრებაში დაავადებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ბუზებისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია, რომ კონტინეტზე სტუმრობისას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისურები ატაროთ.
ტვინის წითელა
სერიალში გვხვდება სპორტსმენი, რომელიც სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის. პარალელურად, ის ღამის მოჩვენებებით იტანჯება და აზროვნებაც დაუქვეითდა. კითხვაზე, რომ დაესახელებინა ცხოველი, რომლის სახელიც პ-ზე იწყებოდა, მან მხოლოდ პატარა სპილოს მოფიქრება შეძლო. ექიმმა ჰაუსმა ახალგაზრდის ისტორია გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ის ნაშვილები იყო. შესაბამისად დაასკვნა, რომ მას საჭირო ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა და დიაგნოზი - ტვინის წითელა დასვა.
რეალურ ცხოვრებაში დაავადება მეტად იშვიათია. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ადეკვატური იმუნიზაციაა.

ამ და სხვა საინტერესო დიაგნოზების სანახავად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.

საოფისე დრეს-კოდისგან თავისუფალ მამაკაცთა გარდერობის ძირითადი დეტალები ასეთია:

ქეჟუალი - შეუძლებელია, რომელიმე მამაკაცის გარდერობში ჯინსი არ მოიპოვებოდეს, რადგან დიდი ხანია, სპეცტანსაცმლიდან ის უნივერსალურ სამოსად იქცა. ჯინსის ჩაცმა ყველა სიტუაციაში შესაძლებელია, ამიტომ საბაზისო გარდერობის შექმნა, სჯობს, ჯინსით დაიწყოთ.

თანამედროვე მამაკაცთა უმრავლესობა ითვ­ა­ლისწინებს მსოფლიო მოდის ტენდენციებს. მამაკაცის მოდა პრაქტიკულობითა და უტილიტარობით არსებითად განსხვავებულია.

მსოფლიოს მოდის ტენდენციებს წამყვანი ბრენდები კარნახობენ: Dolce & Gabbana, Calvin Klein, Alexandr McQueen და სხვა მრავალი ვარსკვლავური სახელი თითქმის ყველასთვის ცნობილია. მსხვილი სამოდელო სახლების ჩვენებებმა მამაკაცის ტანსაცმლის ამ სეზონის ტენდენციები გამოავლინეს.

ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

შუახნის ასაკის კრიზისი, სტატისტიკურად, 30 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს აწუხებს. ეს მდგომარეობა ხშირად არა მარტო მამაკაცზე, მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას