რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ხშირად ქრონიკულ ხასიათს იღებს. მასზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგს,  III სამშობიარო სახლის წამყვან სპეციალისტს მერი კაპანაძეს.

ვარ 28 წლის. მყავს 3 წლის შვილი. აღმომაჩნდა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება. გთხოვთ ამიხსნათ, როდის ვითარდება ეს დაავადება, როგორ გადაეცემა და როგორ ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. შესაძლებელია თუ არა, ბავშვებს გადაედოთ? როგორ მკურნალობენ? ნ. გიორგაძე

- ქალბატონო მერი, რა ფუნქციას ასრულებს ქალის ვაგინალური მიკროფლორა?
- ვაგინალური მიკროფლორა იცვლება ქალის ასაკის, მენსტრუალური ციკლისა თუ ორსულობის, სქესობრივი აქტივობის, სასქესო ორგანოების ტუალეტის შესაბამისად. ჯანმრთელი ადამიანის ნორმალურ მიკროფლორაში შემავალი მიკრობები მრავალ დადებით ფუნქციას ასრულებენ: მონაწილეობენ ორგანიზმის დაცვაში, ასინთეზებენ ზოგიერთ ვიტამინს, თრგუნავენ პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას.


- რა იწვევს სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას?
- საშო მილიონობით მიკროორგანიზმით არის დასახლებული. ამ მიკრობთა ნაწილი სასარგებლოა, ნაწილი კი პათოგენური ან პირობითპათოგენური, მაგრამ ეს უკანასკნელნი მავნე თვისებებს არ ამჟღავნებენ - ამას სასარგებლო მიკრობების მიერ შექმნილი მჟავა რეაქცია უშლის ხელს. ამ მიკროორგანიზმების დათრგუნვისას კი საშოში მრავლდებიან პათოლოგიური მიკრობები, მათ შორის - სოკოები. სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას შედარებით იშვიათად იწვევს სოკო თორულოფსის (თორულოფსის), წამყვანი როლი კი კანდიდა ალბიკანსს (Candida Albicans) ენიჭება. დაავადებას, რომელსაც იწვევენ კანდიდას გვარის საფუარა სოკოები, კანდიდოზი ეწოდება. კანდიდა ალბიკანსი ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია და ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. მათი აღმოჩენა შესაძლებელია ხილზე, ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებში, ნაბან წყალში... ცნობილია კანდიდას 80-ამდე სახეობა, თუმცა ადამიანის დაავადება ამათგან მხოლოდ 10-ს შეუძლია. კანდიდა ადამიანისთვის პირობითპათოგენური სოკოა - დაავადების განვითარება ბევრად არის დამოკიდებული იმუნიტეტის მდგომარეობაზე. დასუსტებულ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს გენერალიზებული კანდიდოზი. არცთუ იშვიათია სხვა ინფექციასთან შერწყმა.


- რა უწყობს ხელს სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას?
- არსებობს ეგზოგენური, გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სოკოს შეჭრას და ასუსტებს ორგანიზმის სენშეუვალობას და ენდოგენური, შინაგანი ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს. ასეთია, მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები, დისბაქტერიოზი. კერძოდ, სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:

  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები;
  • სხვადასხვა დაავადება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც თან სდევს ჰორმონული ფონის ცვლილება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება: შაქრიანი დიაბეტი,  ჰიპოთირეოზი,  ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები;
  • კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებით და სხივური თერაპიით მკურნალობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება;
  • ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება;
  • ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება.

კანდიდას გვარის სოკოები უშუალოდ ასტიმულირებენ ბაქტერიული ინფექციების გამომწვევებს, ამასთანავე, ამცირებენ ბაქტერიების მგრძნობელობას ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მიმართ.


- არის თუ არა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში საფუარა სოკო?
- კანდიდას გვარის სოკოები მცირე რაოდენობით გვხვდება კანზე,  პირის ღრუს, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კლინიკურად ჯანმრთელი ადამიანის ფეკალურ მასებში.


- როგორ გადაედება დაავადება?
- შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია.
შესაძლოა დასნებოვნება

სქესობრივი კონტაქტის გარეშეც - ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით, აგრეთვე - საფუვრიანი პროდუქტებით კვებისას.


- გვხვდება თუ არა დაავადება ქალებში, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან? ბავშვებს თუ გადაედებათ?
- ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას დაავადება იმ ქალებსაც ემართებათ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან. იგივე ითქმის ბავშვებზე - მათ ეს დაავადება შესაძლოა დაემართოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზით, გარდა სქესობრივი კონტაქტისა. საზოგადოდ, კანდიდოზით დაავადება ყველა ასაკშია შესაძლებელი, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი, რაც ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას ქმნის. ახალშობილი ინფიცირდება სამშობიარო გზებში გავლისას და ამის შედეგად ლორწოვანი გარსების სპეციფიკური ანთება უვითარდება.



თარიღი : 22-02-2017
roberti
სასქესო ორგანოზე მაქვს ქავილი გამოდმებით და ცოტა გაწითლებულად მეცჩვენება ეს სოკოვანი დაავადებაა და როოგრ უნდა ვიმკურნალო?
თარიღი : 16-05-2016
ნანა
სოკო მოუშორებელია ჩემთვისაც დავიტანჯე როგორ უნდა ვიმკურნალოთ.
თარიღი : 14-05-2016
maia
ქალბატონო მერი,სქესობრივი ცხოვრების დროს ჩემს მნეუღლეს ააქვს სასქესო ორგანოს წვა და როგორ შეიძლება მკურნალობა. სოკოზე ვიმკურნალეთ, ვირუსი გვქონდა ჰერპესი იმაზეც ვიმკურნალეთ და მაინც უშედეგოდ,იქნებ რამე მირჩიოთ. მადლობა წინასწარ
თარიღი : 29-04-2016
Ra aris sokovani daavadeba daria
Miekutvneba tu ara daria sokovani daavadebata jgubs da rogor unda vumkurnalot mas
თარიღი : 15-08-2015
kk
და რიტი შეიძლება ვიმკურნაოლოო
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეტამფეტამინი - წამალი, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და რომელსაც სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი უოლტერ უაითი ამზადებს. სერიალის მთელი სცენარი ამ წამლის გარშემო ტრიალებს და კარგად ჩანს, თუ რა ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია მის გამოყენებას.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.