რუბრიკები
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს 30 ივლისი 2015 საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში რეკომენდაციებს სთავაზობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უნდა შენარჩუნდეს სახლში სიგრილე: სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. სრულად
  • როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე 30 ივლისი 2015 ადამიანის ორგანიზმი, საზოგადოდ, უჭკვიანესი სისტემაა. ის უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი განგაშის ზარებს რეკს და ატყობინებს ადამიანს ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი, ამა თუ იმ სისტემის უმცირესი ფუნქციური ცვლილება ხშირად მეტად სერიოზული დაავადების, კონკრეტული შინაგანი ორგანოს პათოლოგიის მანიშნებელია. სრულად
  • როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი არაჟანი 30 ივლისი 2015 არაჟანი ერთ-ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი პროდუქტია. იგი ორგანიზმს ამარაგებს ცილით, ანიჭებს ენერგიას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. არაჟანი შეიცავს А, Е, С, H, D, B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს - კალიუმს, კალცს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორს, ქლორსა და სხვ. სრულად
  • ნიგოზი სიმსივნის განვითარებას აფერხებს 29 ივლისი 2015 როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუ ადამიანი ყოველდღიურად მიირთმევს მუჭისოდენა ნიგოზს, თავიდან აიცილებს პროსტატის კიბოს განვითარებას. დღეს უკვე მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული, რომ ნიგვზით ან მისი ზეთით მდიდარი საკვები რაციონი სიმსივნის განვითარებას აფერხებს. სრულად
  • ჰერპესის ვირუსი მელანომის წინააღმდეგ მიმართეს 29 ივლისი 2015 ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მარტივი ჰერპესის მოდიფიცირებულ ვირუსს შეუძლია ეფექტურად გაანადგუროს კანის კიბოს უჯრედები. კლინიკური გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ვირუსული თერაპია მელანომით დაავადებულ პაციენტებს სიცოცხლეს სულ მცირე 20 თვით უხანგრძლივებს. სრულად
  • ხურტკმელი გასახდომად და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად 28 ივლისი 2015 ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, 54 მგ პროცენტამდე C, 3,25 მგ პროცენტამდე P, B და A ვიტამინებს შეიცავს. სრულად
  • ფეხით სიარული გონებრივი და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის 28 ივლისი 2015 პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 10 კმ-ს (6 მილს) მაინც გადიან ფეხით, მათზე მეტი მოცულობის ტვინი, უკეთესი მეხსიერება და ფსიქიკური მაჩვენებლები აქვთ, ვინც ადინამიურ ცხოვრების წესს ამჯობინებს. სრულად
  • სასარგებლოა თუ არა უშაქრო ყავა 27 ივლისი 2015 ზოგისთვის ყავა მხოლოდ სასიამოვნო ცხელი სასმელია, ზოგისთვის - იდეალური მატონიზებელი საშუალება. აი, ესპანელმა ნეიროფსიქოლოგებმა კი დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება გვსურს, ყავა აუცილებლად შაქრიანი უნდა მივირთვათ. სრულად
  • C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული დაიწყო 27 ივლისი 2015 27 ივლისიდან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ორკვირეული დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. სრულად
  • რომელი მცენარეები აფრთხობენ კოღოებს 06 ივლისი 2015 ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები. სრულად
  • მსხალი - სისხლძარღვების, ხველების, არითმეის, ნაღვლის ბუშტის წამალი 24 ივლისი 2015 უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის - იოდითაც), ნახშირწყლებით. სრულად
  • როგორ დავასვენოთ ფსიქიკა 25 აგვისტო 2011

    დასვენება და განტვირთვა აუცილებელია არა მარტო ფიზიკური სიჯანსაღის, არამედ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენადაც. ზაფხული ის დროა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველა პრობლემა დაივიწყონ და მთელი არსებით მიეცნენ სიამოვნებას, გათავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად და უდარდელად გაატარონ დრო. იმისთვის, რომ შექმნას რაიმე ფასეული, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სიცოცხლის შესაძლებლობა, სიცოცხლისთვის კი საკვებთან, ბინასთან, ტანსაცმელთან ერთად უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება.

    სრულად
  • ცვდება თუ არა კბილები გახეხვის დროს 23 ივლისი 2015

    რამდენიმე წელია, რაც სტომატოლოგები ახალ, არაკარიესული ტიპის დაზიანებას ხვდებიან - ჯაგრისისმიერ ცვეთას. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს.

    სრულად
  • როგორ მოვუაროთ ქუსლებს შინაურული, ეფექტური მეთოდებით 22 ივლისი 2015 ფეხებს ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ღია ფეხსაცმელი გარკვეულ მოთხოვნებს გვიყენებს, ამიტომ ფეხები ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ნახეთქების მკურნალობა, რომელიც შინაურული საშუალებებითაც არის შესაძლებელი. სრულად
  • როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება 20 ივლისი 2015 სადღეისოდ, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა. სრულად
  • ნესვის მოყვარულებს ჯანმრთელი ძვლები, ფრჩხილები და კბილები აქვთ 20 ივლისი 2015 ნესვი საკვების მიღებიდან 2-3 საათში უნდა მიირთვათ, რადგან ის ბევრ პროდუქტთან შეუთავსებელია. ერთ მიღებაზე ნესვის დიდი რაოდენობა არასასურველია (ნაწლავების "გადატვირთვას" იწვევს და შესაძლოა ნაწლავური კოლიკის პროვოცირებაც მოახდინოს). სრულად
  • როგორ გავყინოთ პროდუქტები ზამთრისთვის 13 ივლისი 2015 იმისათვის, რომ გაყინულმა პროდუქტმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ნიუანსი. სრულად
თავის ტვინის ტრავმები

თავის ტვინის ტრავმები (თტტ) ტრავმათა საერთო რიცხვის 36-40%-ს შეადგენს. ყველაზე გავრცელებული დახურული ტრავმები გახლავთ ტვინის შერყევა, დაჟეჟილობა, ტვინზე ზეწოლა (კომპრესია); ღიაა ქალასარქვლის, ქალაფუძის მოტეხილობანი და ქალა-ტვინის ტრავმები. ტრავმა თავის ტვინში მრავლობით ცვლილებას იწვევს, რომლებიც ზოგადტვინოვანი და კეროვანი სიმპტომების
სახით ვლინდება. თტტ-ის გამოვლინებებზე, მკურნალობასა და მათ გართულებებზე ექიმი მაია რაზმაძე გვესაუბრება:


- თტტ-ის ყველაზე მსუბუქი და ხშირი ფორმა ტვინის შერყევაა. იგი თავის ქალაზე პირდაპირი, ძლიერი დარტყმის დროს ვითარდება. ახასიათებს გონების ხანმოკლე დაკარგვა და რეტროგრადული ამნეზია - დაშავებული ტრავმის შემდეგ ვეღარ იხსენებს მანამდე მომხდარ მოვლენებს, ვერ პასუხობს კითხვებს და არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე. მძიმე შერყევისას გონება და მეხსიერება უფრო მეტი ხნით იკარგება. ამას ერთვის ბრადიკარდია, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ერთჯერადი ან მრავლობითი ღებინება. თავის ტრავმის დროს ზიანდება ქალას ძვლები და მიკროსისხლძარღვები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, უმთავრესად - თავის ტვინის ღეროში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ცენტრები მდებარეობს. სწორედ ტვინის ღეროში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგია გონების დაკარგვა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის განსაზღვრისას. გონების 10-20 წუთით დაკარგვა შერყევის მსუბუქ ფორმაზე მეტყველებს, რამდენიმე საათით დაკარგვა კი თავის ტვინის მძიმე დაზიანების - ღეროს დაზიანების, სისხლჩაქცევის, ჰემატომის ნიშანია. ნევროლოგიური სიმპტომები 7-10 დღეში გაივლის, მაგრამ მსუბუქი შერყევის შემდეგაც კი თავის ტვინში დიდი ხნით ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. თავის ტვინის დაჟეჟილობა თტტ-ის შედარებით მძიმე ფორმაა, რომელიც ტვინოვანი ნივთიერების დესტრუქციას იწვევს, თანაც არა მარტო დარტყმის ადგილას, არამედ მისგან მოშორებულ უბნებშიც. შერყევისგან განსხვავებით, დაჟეჟილობისას გონების დაკარგვა გაცილებით ხანგრძლივია, რამდენიმე დღეც კი გასტანს.

ხშირია მეხსიერების მძიმე მოშლილობა და მყარი კეროვანი სიმპტომატიკა - პარეზი, დამბლა, მეტყველების დარღვევა, მგრძნობელობის, კოორდინაციის, თავის ქალას ნერვთა ფუნქციების მოშლა; შესაძლოა, განვითარდეს მენინგეალური სიმპტომები და სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებიც მოიშალოს. მსუბუქი ფორმის დაჟეჟილობისას ადამიანი გონებას დაახლოებით 2 საათით კარგავს, საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობისას - რამდენიმე საათით, მძიმე დაჟეჟილობისას კი დღეობითა და კვირაობითაც კი. ზოგჯერ დარტყმის ადგილას ჩნდება კისტოზური წარმონაქმნები, რომლებიც მოგვიანებით ეპილეფსიური გულყრების მიზეზად იქცევა. თავის ტვინის კომპრესია - ვითარდება ტვინის ქსოვილზე ქალას ძვლების ნამტვრევების, ჰემატომების, ტვინის შეშუპების ზეწოლის შედეგად. კომპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვლინდება არა ტრავმის მომენტში, არამედ 12-36 საათის (სისხლძარღვების გახეთქვის) შემდეგ, როდესაც ჰემატომა მნიშვნელოვან მოცულობას აღწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კლინიკური ნიშნები ჩნდება ტრავმის მწვავე პერიოდის შემდეგ, ნათელი შუალედის ფონზე: ძლიერდება თავის ტკივილი, იწყება ღებინება, თავს იჩენს მენინგეალური სიმპტომები, ბრადიკარდია, კომა, ანიზოკორია (ჰემატომის მხარეს თვალის გუგის გაფართოება), კრუნჩხვა და დამბლა. დიაგნოზის დასაზუსტებლად პათოლოგიის სრულ სურათს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია იძლევა, რომელიც ადგენს დაზიანების საზღვრებს, ჰემატომებს, ძვლის ფრაგმენტებს და სხვა დეფექტებს.


- თავის ტვინის ტრავმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი და გართულებაა თავის ტვინის ჰემატომა და სისხლჩაქცევა. რა ზიანის მოტანა შეუძლიათ მათ?
- ჰემატომა სისხლგროვა, სისხლის შედედებული კოლტია, რომელიც თავის ტვინში ტრავმის შემდეგ ჩნდება. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ

ტვინის მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულ ეპიდურულ, ტვინის შუა შრეში არსებულ სუბდურულ და ტვინის შიგნითა შრეში არსებულ ტვინშიდა ჰემატომებს. ჰემატომას შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიგა წნევის მომატება, კომა. ზოგჯერ მის მოსაცილებლად საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ზოგჯერ კი თავისით გაიწოვება და შორეულ გართულებებსაც არ იწვევს. თავის ტვინის მაგარ გარსსა და ქალას ძვლებს შორის ეპიდურული სისხლჩაქცევა ვითარდება - ადამიანი ტრავმის შემდეგ გონებას კარგავს და თავადვე მოდის გონს, ნათელი პერიოდი რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება. დამახასიათებელია მონოპარეზები, ყველაზე ხშირად - ზედა კიდურებისა. ზოგჯერ ვითარდება ჰემიპარეზიც, თუმცა სხეულის რომელიმე მხარის დაზიანება ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია. სუბდურული ჰემატომა ტვინის მაგარ და ქსელისებრ გარსებს შორის სისხლჩაქცევის შედეგია, რომელიც ტვინის ვენების დაზიანების გამო ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება, ზოგჯერ - ერთი დღე-ღამის შემდეგაც კი. ამ დროს ზოგადტვინოვანი მოვლენები მალე ქრება, პაციენტი თითქოს გამოჯანმრთელდება, უბრუნდება სამსახურს, მოგვიანებით კი ეწყება ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, გულისცემის შენელება, მოთენთილობა და ანიზოკორია. სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას ნათელი პერიოდი არ აქვს, ტრავმის დროს ადამიანი განიცდის თავის ძლიერ, ხანჯლის ჩაცემის მაგვარ ტკივილს, ვითარდება ფსიქომოტორული აგზნება, ძლიერ პროგრესირებს მენინგეალური მოვლენები, ზურგის ტვინის სითხე გამოკვლევით სისხლისფერია და დიდი რაოდენობით შეიცავს სისხლის ელემენტებს. სისხლჩაქცევა კლინიკურად ინსულტს ჰგავს.



კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქირავდება აგარაკი მანგლისში
2004 Nissan March
სასწრაფოდ! იყიდება სამზარეულოს კომბაინი,