რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პარკინსონის დაავადება

61 წლის მამაკაცს აქვს პარკინსონის დაავადება, სვამს ამიტრიპტილინს და ანტიპარკინს. ღამით არ სძინავს. გთხოვთ, მირჩიოთ რომელიმე დასაძინებელი საშუალება. გთხოვთ, აგვიხსნათ, რით განსხვავდება პარკინსონის დაავადება პარკინსონიზმისაგან და რა ნიშნები ახასიათებს.

პარკინსონით დაავადებულისთვის ამა თუ იმ პრეპარატის, მათ შორის საძილე საშუალების შერჩევა მკურნალი ექიმის კომპეტენციაა. სხვა საშუალებებიდან გირჩევთ ძილის წინ თბილი წიწვოვანი ნაყენის აბაზანას. კარგია აგრეთვე ერთი ჭიქა თბილი რძის სისტემატური მიღება დაძინებამდე 20-30 წუთით ადრე.

ტერმინი "პარკინსონიზმი" გამოიყენება ნებისმიერ ისეთ სინდრომთან მიმართებით, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი დარღვევები იჩენს თავს. საკუთრივ პარკინსონის დაავადება წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ პროგრესირებად დაავადებას. მას პირველად ანუ იდიოპათიურ პარკინსონიზმს მიაკუთვნებენ. განასხავავებენ მეორეულ პარკინსონიზმსაც. ეს უკანასკნელი  სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული - ენცეფალიტით, განსაზღვრული მედიკამენტების ჭარბი მიღებით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით და სხვა. პარკინსონის დაავადება პირველად 1817 წელს აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს პარკინსონმა ესეში "კანკალა დამბლის შესახებ". ავტორმა ამ ნაშრომში 6 პაციენტზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. პარკინსონის დაავადების განვითარების დეტალები ბოლომდე დღესაც შეუსწავლელია, თუმცა დაავადების მიზეზებს შორის განიხილება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა. ესენია დაბერება, მემკვიდრეობა, ზოგიერთი ტოქსინი და ნივთიერება.


დაბერების ფაქტორი
ის ფაქტი, რომ პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი ნორმალური (ფიზიოლოგიური, არაპათოგენური) დაბერების პროცესშიც ვლინდება, ამყარებს იმ ვარაუდს, რომ პარკინსონიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ნეირონთა რაოდენობის ასაკობრივი შემცირებაც იყოს. დღეს უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ყოველ 10 წელიწადში ადამიანი ნეირონთა დაახლოებით 8%-ს კარგავს, მიუხედავად მათი რეგენერაციისა (განახლებისა). ტვინის კომპენსატორული შესაძლებლობანი იმდენად დიდია, რომ პარკინსონიზმის სიმპტომები მხოლოდ ნეირონთა 80%-ის დაკარგვის შემთხვევაში ვითარდება.


მემკვიდრეობითი ფაქტორი
უკვე მრავალი წელია მსჯელობენ მეცნიერები დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, გენეტიკური მუტაცია შესაძლოა ზოგიერთი ნივთიერებისა და ტოქსინის მავნე ზემოქმედებით იყოს განპირობებული.


ტოქსინები და მავნე ნივთიერებები
1977 წელს აღწერილ იქნა მძიმე პარკინსონიზმის რამდენიმე შემთხვევა ნარკომანებში, რომლებიც სინთეზურ ჰეროინს იღებდნენ. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სხვადასხვა ქიმიურმა ნივთიერებამ შესაძლოა თავის ტვინის ნეირონებში პათოლოგიური პროცესი "ჩართოს" და პარკინსონიზმის გამოვლინებანი გამოიწვიოს. პარკინსონის დაავადების სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია ვირუსული ინფექციები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქალა-ტვინის მძიმე და განმეორებადი ტრავმები, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (მაგალითად, იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ბლოკავს დოფამინის გამოყოფას ან გადაცემას - ნეიროლეფსიური საშუალებანი, რეზერპინის შემცველი პრეპარატები), ამიტომაც Pპარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია იმის დაზუსტება, როგორი თერაპია უტარდებოდა პაციენტს.


კლინიკური გამოვლინება და ძირითადი სიმპტომები
დაავადება იწყება ამიოსტატიკური სინდრომის თანდათანობით განვითარებით. ამიოსტატიკურ ანუ აკინეზურ-რიგიდულ სინდრომს ახასიათებს მოძრაობის შენელება (ბრადიკინეზია), მოძრაობის სიღარიბე (ოლიგოკინეზია) და ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია. ამიოსტატიკურ სინდრომს ერთვის პარკინსონული ტიპის კანკალი. ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია გამოიხატება ტანის, სახისა და კიდურების კუნთთა პლასტიკური ტონუსის გაძლიერებით, რის შედეგადაც ქუთუთოების ხამხამი იშვიათდება (მარის სიმპტომი), იბოჭება და ღარიბდება ნებისმიერი მოძრაობა, სახე ამიმიურია, ნიღბისებრი, მცირდება ან ქრება ფიზიოლოგიური სინკინეზიები: სიარულისას არ ხდება ხელების დამაბალანსებელი მოძრაობა (აქეიროკინეზია), ავადმყოფს უჭირს სკამიდან სწრაფად წამოდგომა, ეცვლება მეტყველება (არამოდულირებულ,

მონოტონურ ხასიათს იღებს) და ხელწერა (მიკროგრაფია). თავისებურად იცვლება ავადმყოფის პოზაც - თავი და ტანი წინ არის დახრილი, ხელები ადუქციურია, ნაწილობრივ არის მოხრილი წინამხარი და თითები, ფეხებიც მენჯ-ბარძაყის სახსრებში ოდნავ არის მოხრილი. ავადმყოფი დადის მოკლე-მოკლე ნაბიჯებით. მტევნის პასიური მოძრაობისას გამოხატულია ე. წ. დაკბილული ბორბლის სიმპტომი (ნეგროსი). ავადმყოფი უმეტესად დეპრესიულია. შესამჩნევია ემოციური ლაბილურობა - ავადმყოფი ადვილად იცრემლება და იგზნება, ჭირვეული და ახირებულია. აღწერილ ავადმყოფურ მდგომარეობას ემატება პარკინსონული კანკალი: ხელის თითები წამში 4-7 სტერეოტიპულ რიტმულ მოძრაობას ასრულებს. მოძრაობა ჰგავს აბის დამრგვალებას, ლითონის ფულის დათვლას. როდესაც კანკალი ძლიერია, ხელის თითები და მტევანი ფანდურზე დაკვრის მსგავს მოძრაობებს ასრულებს. დაავადების გამწვავებისას კანკალი ქვედა კიდურებსაც მოიცავს. კანკალი, ჩვეულებრივ, ერთი ხელიდან იწყება და შემდეგ მეორეზეც გადადის. შესაძლოა, ჩონჩხის კუნთებზეც გავრცელდეს. პარკინსონული კანკალი გამოხატულია მოსვენებისას, ძლიერდება დაღლისა და ემოციის დროს, ძილის დროს კი ქრება. პარკინსონის დაავადება ნელა, წლობით და პროგრესულად მიმდინარეობს. აქტიური მოძრაობები თანდათან კნინდება, ბოლოს ქრება და ავადმყოფი მოვლა-პატრონობას საჭიროებს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც გატყობინებდით, 2017 წლის 25 აპრილს უეცრად გარდაიცვალა აკადემიკოსი რეზო გაგუა. დიდია ბატონი რეზოს დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე. 
მეტი სიცილი პარტნიორებს შორის რომანტიკულ ურთიერთობას გაამყრებს. კანზასის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევით, სპეციალისტებმა შეისწავლეს იუმორის გრძნობის როლი პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორებს იუმორის გრძნობა მსგავსი უნდა ჰქონდეთ.
ამერიკული კრიმინალური დრამა "გაბოროტებული" (Breaking Bad) 2008 წლიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალის პოზიციას არ თმობს. გთავაზობთ სერიალის შესახებ საინტერესო ფაქტების მეორე ნაწილს:
03 მარტი 2017
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
სპეციალისტებმა ყველაზე საშიში და აუხსნელი დაავადებების რეიტინგი დაასახელეს. რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს მარბურგის ჰემორაგიული ცხელება. ამ სასიკვდილო დაავადებაზე ცოტა რამაა ცნობილი. გამომწვევი ვირუსის გადამტანები მაიმუნები არიან. ექიმებისთვის მხოლოდ მისი სიმპტომებია ცნობილი: მასიური სისხლდენა, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.