რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რას გვეუბნება ყიფლიბანდი
რას გვეუბნება ყიფლიბანდი

ახალშობილს თავზე, ქალას ძვლებს შორის, პატარა ღია უბანი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იხურება. სწორედ ეს არის ყიფლიბანდი. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. გვესაუბრება პედიატრიის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა მაისურაძე.

- რა საჭიროა ყიფლიბანდი?

- თავდაპირველად ყიფლიბანდი ბავშვს ამქვეყნად მოვლინებაში ეხმარება: მისი წყალობით თავის ქალას ძვლები იოლად მოძრაობს, ქალა ფორმას იცვლის და დაბადებისას ნაყოფის თავს სამშობიარო გზებში გავლა უადვილდება.
ახალშობილს ორი ყიფლიბანდი აქვს. დიდი რომბისებური ფორმისაა და შუბლისა და თხემის ძვლების შესაყარზე მდებარეობს. მცირე ყიფლიბანდს სამკუთხედის ფორმა აქვს და მდებარეობს კეფაზე, კეფისა და თხემის ძვლების შესაყარზე.

- როდემდე უნდა იყოს ღია ყიფლიბანდი?

mkurnali.ge- მცირე ყიფლიბანდი 8-10 თვის ასაკისთვის იხურება, დიდი - თორმეტი-თხუთმეტი თვის ასაკისთვის. ეს დრო საჭიროა, რათა ბავშვის ტვინი ჯეროვნად განვითარდეს და გაიზარდოს.
ნორმაში ყიფლიბანდი თავის ქალას ზედაპირს არ სცილდება. შეხებისას ქალას ძვლებს შორის შეიგრძნობა რბილი უბანი, რომლის ზომები 1,7X1,7-დან 2,5X2,5 სმ-მდე მერყეობს. დიდი ყიფლიბანდი თვეში 2,5მმ-ით მცირდება. ასე რომ, სამი თვის პატარას იგი 1,5-1X1,5-1 სმ ზომისა უნდა ჰქონდეს. თუ ოთხი თვის ბავშვის ყიფლიბანდის ზომები 1X1სმ-ზე ნაკლებია, ესე იგი, ის დახურვას ჩქარობს.

- რა შეიძლება იყოს ნაადრევი დახურვის მიზეზი?

- ყიფლიბანდის დახურვას რამდენიმე შინაგანი ფაქტორი აჩქარებს, მაგალითად - როცა დედა ორსულობისას დიდი ოდენობით იღებს პოლივიტამინების კომპლექსს, კალციუმის პრეპარატებსა და ხაჭოს. აქვე გეტყვით, რომ კალციუმის სიჭარბე ნაყოფის ძვლებს ამაგრებს და სამშობიარო გზებში გავლისას პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ამ მიზეზით არის განპირობებული ჰემატომები - სისხლჩაქცევები თავის ტვინში, თვალში, ძვალსაზრდელში (კეფალოჰემატომა). ასე რომ, გირჩევთ ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატები, თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი პოლივიტამინები, და საკვები მხოლოდ გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ მიიღოთ.

- აფერხებს თუ არა ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა ბავშვის გონებრივ განვითარებას?

- ბოლო დროს ყიფლიბანდის ნაადრევ (10 თვის ასაკისთვის) დახურვას აქსელერაციის პროცესებითაც ხსნიან, მაგრამ თუ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგია, რა თქმა უნდა, პროცესი ტვინზეც იმოქმედებს და ბავშვის გონებრივ განვითარებას შეაფერხებს.

- საშიშია თუ არა საპირისპირო პროცესი - ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა?

- ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი კალციუმის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, ვიტამინ D3-ის ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს. ამ დროს პატარები მოუსვენრობენ, ჭირვეულობენ, ცუდად სძინავთ, ეწყებათ ჭარბი ოფლიანობა, კეფის გამელოტება (ალოპეცია), კიდურები დეფორმირებული აქვთ, კბილები დაგვიანებით ამოსდით და სიარულის სპეციფიკური მანერა უყალიბდებათ.

- შესაძლებელია თუ არა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის თავიდან აცილება?

- დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, ჩამოთვლილი ნიშნების შემნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. პატარას უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება, სისხლისა და შარდის გამოკვლევა კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის გამოსავლენად. კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეულ დაავადებას - რაქიტს ხშირად თან სდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, კუნთთა ტონუსის სისუსტე და ძვლოვანი დეფორმაციები. ასეთი ბავშვები კუნთოვანი სისუსტის გამო კუჭ-ნაწლავის შეკრულობისკენ არიან მიდრეკილნი. საჭიროებისას, ოსტეოპოროზის გამოსარიცხად, აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ასეთ სიტუაციაში პატარას პედიატრის, ნევროპათოლოგისა და ორთოპედის მეთვალყურეობა სჭირდება. ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა არცთუ იშვიათად ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას, ქალასშიდა წნევის მომატებას იწვევს.

 

- რას

ურჩევთ მშობლებს, როცა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად ჩვილის ყიფლიბანდი დახურვას აგვიანებს?

- კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა თავიდან რომ ავიცილოთ, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინ D3-ით უნდა მოვამარაგოთ. განსაკუთრებული ყურადღება შემოდგომაზე და ზამთარში დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ. გარდა ამისა, ოთხი თვიდან პატარების რაციონში უნდა შეიტანოთ ბოსტნეულის პიურე, ხოლო ექვსი თვიდან - ხაჭო. რაც შეიძლება მეტხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერსა და მზეზე - მზე ხომ ვიტამინ D3-ის წყაროა. თუ პროფილაქტიკა უკვე გვიანია, საჭიროა მკურნალობა კალციუმის პრეპარატებით, მასაჟით.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩვილის გაკაჟებას, რაც მას თანმხლებ, პირველ რიგში - ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლისთვის მოამზადებს.



თარიღი : 07-10-2015
natia natia
გამარჯობათ ჩემი შვილი 1 წლის და 8 თვისაა, დაბადებიდან შევამჩნია სულ ბოლო ნეკნები აქვს წინ გამოწეული, კარგად ემჩნევა, განსაკუთრებით მარცხენა მხარე, პედიატრებს ვაჩვენე და ორ ორთოპედს და მითხრეს რომ ტყუილად დაგყავს ექიმებთან ეს საშიში არაა ბევრს აქვს ასეო, არ გადაუგიათ არც ეხო არც არაფერი, მე მაინც ვნერვიულობ ძალიან, რას მირჩევთ რამდენად საყურადგებოა და ვის უნდა ვაჩვენო, ბავშვს არაფერში არ აწუხებს არსებული მდგომარეობა და შეიძლება თუ არა ნეკნების დეფორმაცია ყიფლიბანდისგან იყოს გამოწვეული? ჯერ კიდევ დასახური აქვს ერთი თითის დადების ზომაზე
თარიღი : 14-01-2015
თამუნა
ბავშვის პედიატრმა მითხრა რომ დაახლოებით 6 თვეში დაეხურება ჩემ ბავშვს ყიფლიბანდი.მაინტერესებს რა პრობლემები შიძლება გამოიწვიოს ამან.. ?
თარიღი : 22-05-2014
ნატო
გამარჯობათ... დიდი ყიფლიბანდით დაიბადა ჩემი პატარა (საკეისრო კვეთით გავაჩინე) დაჭიმულობა აქვსო... უბნის ექიმმა სიმბავიტი დაგვინიშნა ამას ვალევინებ და ექიმი რომ დახედავს უკვე მოსწონს ყიფლიბანდი ცოტა დიდი იიყოო და ეხლა დაპატარავდაო ცოტა ამოწეული იყოო და ეხლა კარგად არიიო ხან დროს მეჩვენება რომ როცა ტირი ყიფლიბანდი უფრო დაბლა იწევს და საგრძნობლად არის ჩავარდნილი ხოლმეე... დაგავუღეთ სონოსკოპიაა და მეოთხე პარკუჭის კისტოზური დისპლატაცია არისო და მითXარი საშიშია თუ არა ეს?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.