რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა არის პლექსიტი

გთხოვთ, ჟურნალის უახლოეს ნომერში დაბეჭდოთ, რა არის პლექსიტი, როგორია მისი კლინიკური ნიშნები, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და რა მეთოდით მკურნალობენ.

პლექსიტი ნერვული წნულის დაზიანებაა. დაავადების კლინიკური ნიშნების განხილვამდე უმჯობესია გავარკვიოთ, რას წარმოადგენს საკუთრივ ნერვული წნული. სპინალური (ზურგის ტვინიდან გამომავალი) ნერვების შექმნაში განსხვავებული მოქმედებისა და თვისების მქონე ფესვები მონაწილეობს. კერძოდ, უკანა ფესვი შეიცავს მგრძნობიარე ხასიათის ბოჭკოებს, რაც იმას გულისხმობს, რომ მას ნერვული იმპულსი პერიფერიიდან ცენტრისკენ (ზურგის ტვინისკენ) მიაქვს.

წინა ფესვი შეიცავს მამოძრავებელი ხასიათის ბოჭკოებს და გაღიზიანება ზურგის ტვინიდან პერიფერიისკენ გადააქვს. ამგვარად, სპინალურ ნერვში ერთიანდება როგორც მგრძნობიარე (უკანა), ასევე მამოძრავებელი (წინა) ფესვი, ამიტომაც ყოველი სპინალური ნერვი თავისი მოქმედებით შერეული ხასიათისაა და ატარებს როგორც აღმავალ (აფერენტულ), ასევე დაღმავალ (ეფერენტულ) იმპულსებს. ყოველ სპინალურ ნერვს ახასიათებს ერთგვაროვანი პირველადი დატოტიანება. თითოეული მათგანი ხერხემლის არხიდან, კერძოდ, მალათაშუა ხვრელიდან გამოსვლისთანავე ოთხ ტოტად იყოფა. სპინალური ნერვის წინა ტოტები ორგანოსთან დაკავშირებამდე ეგრეთ წოდებულ ნერვულ წნულებად ერთიანდებიან. შესაბამისად, არსებობს კისრის, მხრის, წელის, გავა-წელის, გავის წნულები (ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ სასირცხო წნულსაც). პლექსიტი, როგორც ზემოთ ვთქვით, სწორედ ასეთი წნულის ანთებაა. წარმოშობის კვალობაზე, ის შეიძლება იყოს:

* ინფექციური (გრიპის,  ტუბერკულოზის, ბრუცელოზის და სხვა ინფექციის შედეგად განვითარებული);
* ინფექციურ-ალერგიული (მაგალითად, ვაქცინაციის შემდგომი ანუ პოსტვაქცინალური);
* ინტოქსიკაციური (დარიშხანით, ალკოჰოლით, ნახშირჟანგით, ტყვიით მოწამვლის შედეგად განვითარებული);
* ტრავმული (ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად განვითარებული);
* კომპრესიულ-იშემიური (როდესაც წნულზე ზეწოლას ახდენს ინფილტრატი, სიმსივნური წარმონაქმნი, ძვლის მოტეხილი ნაწილი და სხვა).

კლინიკურად პლექსიტს ახასიათებს როგორც მამოძრავებელი, ასევე მგრძნობიარე და ვეგეტატიურ-ტროფიკული დარღვევები (ვინაიდან სომატური დანიშნულების ანუ სხეულისთვის განკუთვნილ ბოჭკოებთან ერთად სპინალურ ნერვებში წარმოდგენილია ვეგეტატიური ხასიათის ანუ შინაგანი ორგანოების მაინერვირებელი ბოჭკოებიც). ნერვული წნულის დაზიანება ტოტალურიც შეიძლება იყოს და ნაწილობრივიც. უკანასკნელ შემთხვევაში ზიანდება ცალკეული ნერვული ღეროები, ტოტები ან კონები. პლექსიტი ცალმხრივიც შეიძლება იყოს  და ორმხრივიც. დაავადების მიმდინარეობაში განასხვავებენ ნევრალგიურ და პარალიზურ სტადიებს. ნევრალგიურ სტადიაში აღინიშნება სპონტანური ტკივილები, რომლებიც მოძრაობისა და წნულზე ზეწოლის დროს ძლიერდება. პარალიზურ სტადიაზე ვითარდება პერიფერიული პარეზები - არასრული, ნაწილობრივი დამბლა იმ კუნთებისა, რომელთაც წნულის შემადგენლობაში შემავალი ნერვული ბოჭკოები უწევს ინერვაციას. პარალიზური სტადიისთვის დამახასიათებელია აგრეთვე შესაბამისი ღრმა რეფლექსების დაქვეითება, ინერვაციის ზონაში ყოველგვარი მგრძნობელობისა და ტროფიკის დარღვევა, რაც გამოიხატება პასტოზურობით ანუ ცომისებურობით, შეშუპებით, ვაზომოტორული (სისხლძარღვთა მამოძრავებელი) ნერვების დაზიანებითა და სხვა სიმპტომებით. თითოეული წნულის პლექსიტს მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. მაგალითად, კისრის წნულის დაზიანებისას ტკივილი გრძელდება კეფის არეში, ვითარდება კისრის ღრმა კუნთებისა და დიაფრაგმის პარეზი. დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანება სლოკინს იწვევს. მხრის წნულის პლექსიტის დროს ტკივილი მოიცავს ლავიწზედა და ლავიწქვედა არეებს და ზედა კიდურში ირადირდება (ვრცელდება). ზიანდება მხრის სარტყლისა და ზედა კიდურის კუნთები, სუსტდება ან ქრება ხელის ღრმა რეფლექსები, ვითარდება ვეგეტატიურ-ტროფიკული დარღვევები ხელის ციანოზის, სიფითრის, პასტოზურობის, ოფლიანობის სახით, ტროფიკულ დაზიანებას განიცდის ფრჩხილები და სხვა. პლექსიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება ტკივილის ლოკალიზაციასა და მოძრაობის დარღვევებს,

ელექტროფიზიოლოგიურ (ელექტრომიოგრაფიულ, ელექტრონეიროგრაფიულ) მონაცემებსა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. მკურნალობა ტარდება ამბულატორიულად, თუმცა მძიმე შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სტაციონარულ პირობებში მკურნალობა. ინფექციური პლექსიტის დროს ინიშნება ანთების საწინააღმდეგო თერაპია, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ფიზიოთერაპიული პროცედურები (იონოფორეზი სხვადასხვა ხსნარით, დიადინამიური დენები, ამპლიპულსთერაპია), მედიკამენტური ბლოკადები. მწვავე მოვლენების მოხსნის შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ბალნეოთერაპია, ვიტამინები B1 და B12, პარეზების დროს - ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (მაგალიათად, პროზერინი, გალანთამინი), ატფ, ლიდაზა, ნოოტროპული პრეპარატები. ანალოგიური მკურნალობა ტარდება ინფექციურ-ალერგიული და ინტოქსიკაციური პლექსიტის შემთხვევაშიც. ტრავმული გენეზის დაზიანებებისა და კომპრესიული პროცესების დროს (მალებისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, არტერიის ანევრიზმის ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობისას) ტარდება ოპერაცია ზეწოლის მიზეზის მოსახსნელად და ნერვული წნულის გამტარობის აღსადგენად. პლექსიტის ქრონიკული მიმდინარეობისას ნაჩვენებია სანატორიულ-კურორტული მკურნალობა (რადონისა და გოგირდწყალბადოვანი აბაზანები, ტალახის აპლიკაციები). დროულად დაწყებული, სათანადო, ინტენსიური და სრულფასოვანი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

 

თარიღი : 07-09-2014
brachial plexsus
gamarjoba, motocikletis avariis tranva maqcsm dazianeba grmad aris kisris areshi, aset shemtxvevashi tu aris ramis sashveli, marjvena xelis agdgena, gasulia 8 tve, operaciidan 7 tve, da jer jerobit xeli sruliad gatishulia, tkivilebi maq cota
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას