რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას

ვარ 57 წლის. ბოლო დროს ხშირად მაწუხებს მეტეორიზმი. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალია და, თუ შესაძლებელია, მირჩიოთ ხალხური სამკურნალო საშუალება.

გვესაუბრებააკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, გასტროენტეროლოგი თამარ შაშიაშვილი:


- მუცლის ბერვას არაერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ფერმენტული უკმარისობა, დისბაქტერიოზი, ქრონიკული შეკრულობა, ნაწლავთა დაავადებები (დოლიქოსიგმა, მეგაკოლონი და სხვა). შებერილობა შეიძლება იყოს ნეიროგენულიც - ეს დაკავშირებულია აეროფაგიასთან ანუ ჰაერის ყლაპვასთან. სამწუხაროდ, მკითხველი დაწვრილებით არ აღგვიწერს თავის მდგომარეობას, არ მიუთითებს, აწუხებს თუ არა შებერილობასთან ერთად შეკრულობა, ფაღარათი ან რომელიმე სხვა სიმპტომი. სავარაუდოდ, მისი პრობლემა დისბაქტერიოზით ან შეკრულობით უნდა იყოს გამოწვეული. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს ფერმენტული მკურნალობა და ნაწლავის ფლორის მომაწესრიგებელი საშუალებების მიღება დასჭირდება.


- კვების თაობაზეც ხომ არ მისცემდით რაიმე რეკომენდაციას?
- ნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა ნაწლავურ პრობლემებს უჩივის, უნდა იკვებებოდეს დღეში 3-4-ჯერ, გარკვეული ულუფებით. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ისეთი რაოდენობით, რომელიც მათ შორის თანაფარდობის დარღვევას არ გამოიწვევს (სწორედ ამას ვგულისხმობთ ექიმები, როდესაც ვამბობთ, რომ კვება დაბალანსებული უნდა იყოს). საკვები უნდა დამუშავდეს სათანადოდ, მაგრამ არა ჭარბად - მეტისმეტად შემწვარმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გააღიზიანოს და მონელების პროცესის დარღვევას შეუწყოს ხელი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმით უზომოდ მდიდარი - ცხიმის დაშლისას მოსალოდნელია მეტეორიზმი. ასეთივე დისკომფორტი ნახშირწყლების ჭარბმა მიღებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ბევრი სამუშაოს გამო ვერ ახერხებს სწორი რეჟიმით კვებას. ჭამს დღეში ერთხელ ან ორჯერ, დიდი ულუფებით და გვიან საღამოს, რაც ძალიან ცუდია ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესებისთვის. ასეთ დროს ხშირია ყაბზობა, ფაღარათი, მუცლის ბერვა და დისკომფორტი საკვების მიღების შემდეგ. მოსალოდნელია კიდევ უფრო სამწუხარო შედეგიც.


- რის ჭამას გვირჩევთ მეტეორიზმის დროს?
- კარგია მოხარშული მჭლე ან ნაკლებად ცხიმიანი ძროხის ხორცი, კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, შედედებული რძის პროდუქტები: ხაჭო, უმარილო ჭყინტი ყველი, ნაღებმოხდილი მაწონი, ნადუღი, ბოსტნეული. თუ ადამიანს შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, შეუძლია უმი ბოსტნეულის სალათები მიირთვას (დაკეპილი კომბოსტო ან გახეხილი სტაფილო, ზეთმოსხმული და მწვანილით შეზავებული, შესანიშნავია შეკრულობის დროს), ხოლო თუ ფაღარათს უჩივის, მოშუშული ან მოხარშული ჯობს.


- რომელი ხალხური საშუალება უხდება მეტეორიზმს?
- შესანიშნავია გვირილის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გვირილას დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაცივოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

  • ეფექტურია პიტნის ჩაი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ძალიან უხდება.
  • კამის ნახარში და წვენი შებერილობის დროს არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც შველის.
  • ეფექტურია მცენარეული ნაღველმდენი საშუალებებიც: კრაზანა, ვარდკაჭკაჭა, - რომლებიც ჰეპატოპროტექტორული თვისებებითაც გამოირჩევა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთების დროს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
  • ფაღარათის დროს ეფექტურია ჭინჭრის ძირების ნახარში.
  • მრავალძარღვა, რომელიც გამოდის ფხვნილებისა და გრანულების სახით, ძალიან კარგია მონელებისთვის, განსაკუთრებით - დაბალი მჟავიანობის დროს, რომელსაც ხშირად ახლავს თან მეტეორიზმი.
  • მედიკამენტებიდან კარგია ნახშირისა და სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები: ესპუმიზანი, მეტეოსპაზმილი,
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    ენზიმტალი და სხვა.

მეტეორიზმის დროს მიზანშეწონილია მკურნალობაში ჩართული იქნეს პრებიოტიკები - ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები, მაგალითად, დუფალაკი, ნორმაზე, მედულაკი (მეტადრე - შეკრულობის დროს), აგრეთვე პრობიოტიკები - ნაწლავის ბაქტერიული ფლორის მომაწესრიგებელი პრეპარატები, რომლებიც გაააქტიურებს ნაწლავებში შეწოვისა და მონელების პროცესებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მედიკამენტების უსისტემოდ, თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე მიღება არ შეიძლება - ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო მეტად გაართულოს. ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ ექიმი შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დანიშნავს მკურნალობის ინდივიდუალურ, კონკრეტული ვითარებისთვის შესაბამის კურსს. სწორ დიაგნოზს დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის წარმატებისთვის.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან და მოზარდების საშუალო სიმაღლეც შემცირებულია. მეცნიერებმა შეადარეს გასული საუკუნის ბოლოს მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია ახლანდელი მოზარდების მონაცემებთან.
სკლერემა (ახალშობილთა)
ახალშობილთა სკლერემა ახალშობილთა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა ქსოვილის დიფუზიური გამკვრივება. ის მეტწილად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ახალშობილებს, რომელთაც აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დარღვევები, გულის მანკი, ფილტვების ატელექტაზი, ინფექციური დაავადებები (მაგალითად, საშვილოსნოშიდა მიკოპლაზმური ინფექცია), სეფსისი და ა.შ.

მიჩნეულია, რომ სახვევებში შეხვევა ბავშვს ამშვიდებს, თუმცა ბრიტანელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს პრაქტიკა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებას იწვევს.
პიგმენტის შეუკავებლობა
პიგმენტის შეუკავებლობა (ინცონტინენტია პიგმენტი) იშვიათი მემკვიდრული დაავადებაა. ამ დროს ირღვევა კანის პიგმენტაცია, რასაც თან ერთვის სხვადასხვა ექტო- და მეზოდერმალური დეფექტები. დამემკვიდრება შემთხვევათა უმრავლესობაში X- ქრომოსომასთან შეჭიდული დომინანტური ტიპით ხდება. შეიძლება ითქვას, რომ პიგმენტის შეუკავებლობა მხოლოდ მდედრობით სქესში გვხვდება (მამრობითი სქესის ნაყოფი იღუპება).

აღმოჩნდა, რომ ბავშვებში ჭარბი წონა ხერხემლის ნაადრევ დეგენერაციას იწვევს. სამხრეთ ამერიკის რადიოლოგიის საზოგადოებისა და ნიუ იორკის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრებმა სხეულის მასის ინდექსსა და ხერხემლის ანომალიებს შორის კავშირი დაადგინეს.
კისერმრუდობა და X-ისებრი ფეხები ახალშობილთა თანდაყოლილი დეფექტებია. როგორ გამოვასწოროთ ისინი, რა არის ამისთვის საჭირო? გვესაუბრება პედიატრი მანანა უბილავა.

- რა იწვევს კისერმრუდობას?
- მას მრავალი მიზეზი აქვს: მშობიარობისას მეანის არასწორი რჩევა-დახმარება, თვით მშობიარის ან ნაყოფის თავისებურებანი (პირველ შემთხვევაში - ვიწრო მენჯი, მეორეში - დიდი ზომა, არასწორი მდებარეობა), სამშობიარო პროცესის გახანგრძლივება ან დაჩქარება.

09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.