რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მიიღე პასუხი 3 საათის განმავლობაში
მიიღე პასუხი 10 დღის განმავლობაში
პასუხს მიიღებთ კითხვის დასმიდან 3 საათის განმავლობაშიშეგიძლიათ ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემაშეგიძლიათ გაააქტიუროთ კონფიდენციალურობის ღილაკიჩვენი კონსულტანტების მიერ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას
კითხვაზე პასუხს მიიღებთ განთავსებიდან 10 დღის განმავლობაშიკითხვა გამოქვეყნდება საიტზე საჯაროდ
პარაზიტი ჭიები

- როგორია ამებიაზის კლინიკა, როგორ სვამენ დიაგნოზს, რას გულისხმობს მკურნალობა?
- ამებიაზს აქვს სხვადასხვა კლინიკური ფორმა. ნაწლავურ ამებიაზს ახასიათებს მუცლის ტკივილი, შებერვა, ფაღარათი – კუჭის მოქმედება აღინიშნება დღეში ორ-სამჯერ, განავალი შეიცავს სისხლის მინარევს. სიმპტომები შესაძლოა 2-4 კვირა გაგრძელდეს, ხოლო დეფეკაციათა სიხშირე 10-20-მდე გაიზარდოს. ამებიაზის ნაწლავგარე ფორმებიდან აღსანიშნავია ამებური აბსცესები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოში, ყველაზე ხშირად კი ღვიძლში ყალიბდება. ამ შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. ამებიაზის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ახალგამოყოფილი განავლის მიკროსკოპიული შესწავლა. გარდა ამისა, შემუშავებულია სეროლოგიური კვლევები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაწლავგარე ფორმების დროს.


- რამდენად აქტუალურია დღეს ლამბლიოზი, როგორ ხვდება ადამიანის ორგანიზმში ლამბლია და რა გზით შეიძლება ავიცილოთ ეს თავიდან?
- ლამბლიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა რიგ შემთხვევაში ირღვევა წვრილი ნაწლავის ფუნქცია, რასაც ფაღარათი მოსდევს. ლამბლიოზით დასნებოვნების წყარო ლამბლიებით ინვაზირებული ადამიანია, რომელიც ფეკალიებთან ერთად გარემოში გამოყოფს ლამბლიის ცისტებს. დაავადება გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით. გადაცემის ფაქტორებია წყალი, ბოსტნეული, კენკრა, ხილი. ინვაზიისათვის საკმარისია ადამიანის ორგანიზმში ათი ცისტის მოხვედრა. გადაცემის გზების გათვალისწინებით, ლამბლიოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ჰიგიენის წესების დაცვა, საკვების კარგად გარეცხვა გამდინარე სუფთა წყლით, სასმელად მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენება.


- როგორია ლამბლიოზის კლინიკა, როგორ ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
- ადამიანის წვრილ ნაწლავში ლამბლია გარდაიქმნება ვეგეტატიურ ფორმად, სწრაფად მრავლდება და წვრილ ნაწლავში პარაზიტობს. ამავე დროს განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა უამრავი ცისტა. წვრილ ნაწლავში ლამბლია აზიანებს ნაწლავის ფუნქციას, ირღვევა ნაწლავის კედლისმიერი მონელება, რის შედეგადაც ვითარდება ფაღარათი. ჩვეულებრივ, დაავადება კეთილთვისებიანად მიმდინარეობს და 5-7 დღეში გამოჯანმრთელებით სრულდება. დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება განავალში ლამბლიის ვეგეტატიური ფორმების აღმოჩენას, ასევე - სეროლოგიურ მეთოდებს. სამკურნალოდ გამოიყენება ანტიპროტოზოული საშუალებები.


- კარგა ხანს ლამბლია ნაღვლის ბუშტის დაავადებების მიზეზად მიაჩნდათ. როგორი შეხედულება აქვთ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით?
- მკითხველებს ალბათ კარგად ახსოვთ, რომ ლამბლიოზის დიაგნოსტიკა ხშირად ზონდირებით ნაღვლის წვენის მიღების შედეგად ხდებოდა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ამ გზით მიღებულ ნაღვლის სეკრეტში აღმოჩნდება ლამბლია, რომელიც ბინადრობს არა ნაღვლის ბუშტში, არამედ წვრილ ნაწლავში. ასეთი დასკვნის საფუძველს გვაძლევს დადგენილი ფაქტი - ნაღვლის ზემოქმედებით ლამბლია კარგავს სიცოცხლის უნარს, ასე რომ, ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში მისი არსებობა შეუძლებელია.


- ბევრი მზად არის, ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღოს ანტიპარაზიტული პრეპარატი. როგორია სპეციალისტის აზრი ამის თაობაზე?
- მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ საუბრისას კონკრეტული პრეპარატების დასახელებისგან თავი შევიკავეთ. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მართალია, თანამედროვე ანტიპარაზიტული საშუალებების ტოქსიკურობა საგრძნობლად არის შემცირებული, მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე განსაზღვრული ტოქსიკური ზემოქმედება თითქმის ყველა მათგანს აქვს. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის სქემა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, ისე, რომ პარაზიტების საწინააღმდეგო ეფექტი მაქსიმალური იყოს, ხოლო ადამიანის ორგანიზმზე არასასურველი ზემოქმედება - მინიმალური. ეს კი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, არის შემთხვევები, როცა პარაზიტული დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა. ბუნებრივია, მსგავს სიტუაციაში თვითმკურნალობა დაუშვებელია.


- რომელი წესების დაცვაა აუცილებელი პარაზიტული დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
- საუბრისას არაერთხელ შევეხეთ პარაზიტული დაავადებების თავიდან აცილების გზებს. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით მათ:

  • რეგულარულად იბანეთ ხელები საპნით.
  • კარგად მოხარშეთ და შეწვით ხორცი.
  • ნუ დააბინძურებთ გარემოს ფეკალიებით.
  • გულმოდგინეთ გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული, მწვანილი.
  • ნუ გამოიყენებთ სასმელად წყალს, თუ არ ხართ დარწმუნებული მის სისუფთავეში.

 


 



თარიღი : 03-07-2016
Tamta
Mogesalmebit,myavs 4clis gogo,erti Celiscin astkivda myceli da tkivils rom ver gaudzlo dakargad goneba,gavukete analizebi chiis da ar chans.sxva gamoklevebic gavaketet da yvelaperi normashi aqvs.muclus tkivili ki isev aqvs da gonebis dakargvamde midis.gtxovt mirchiot rame.
თარიღი : 08-05-2016
ანა
მაინტერესებს ახასიათებს თუ არა რომელიმე ჭიას თმის ცვენა? კონკრეტულად ახლობელს წარბი გასცვივდა
თარიღი : 30-04-2016
მზია
შეიძლება რომ ამ დაავადებამ გამოიწვიოს ჭარბი წონა.
თარიღი : 16-03-2016
ანი
მაქვს ქავილი თითქოს რაღაცეები დადიან ვის მივმრთო
თარიღი : 15-03-2016
tamo
Am Statiis naxvis shemdeg mivxvdi rashia chemi sigamxdris saidumlo, ver vimateb wonashi, ra sheidzleba mivigo?gtxovt damexmaret namdvillad chia myavs
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.