რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ანემიები და მათთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

- გვაინტერესებს აგრეთვე ინფორმაცია თალასემიაზე. რას წარმოადგენს ეს დაავადება? რა არის მისი ძირითადი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი? როგორ ხდება მისი მკურნალობა?
- თალასემიები აერთიანებს თანდაყოლილი ანემიების ჯგუფს, რომლებიც გამოწვეულია ჰემოგლობინის ტეტრამერში ალფა ან ბეტა გლობინების ჯაჭვების პროდუქციის დაქვეითებით. თალასემია უვითარდებათ ხმელთაშუა ზღვის, აფრიკული, შუა აღმოსავლური, ინდური და აზიური წარმოშობის პირებს, ასევე გვხვდება საქართველოში. არჩევენ ალფა და ბეტა თალასემიებს.
ალფა თალასემია ვითარდება ალფა-გლობინების სინთეზის შემცირების გამო, რასაც საფუძვლად უდევს ოთხი ალფა-გლობინური გენიდან ერთის ან მეტის დეფექტი. ბეტა თალასემია ვითარდება ორი ბეტა-გლობინური გენიდან ერთის ან მეტის პროდუქციის დაქვეითების ან არარსებობის შემთხვევაში. ბეტა თალასემიის დროს ერითროციტებში ჭარბი ალფა-გლობინური ჯაჭვები წარმოქმნიან უხსნად ტეტრამერებს, რასაც მოჰყვება მემბრანის დაზიანება, არაეფექტური ერითროპოეზი (ანუ ერითროციტების წარმოქმნა) და ჰემოლიზური ანემია. მსგავსი პროცესი ვითარდება ალფა თალასემიის დროს ჭარბი ბეტა-გლობინური ჯაჭვებით, თუმცა ბეტა-გლობინური ტეტრამერები ხსნადია, რის გამოც დაავადება ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს.


დიაგნოზი და ფიზიკალური გამოკვლევა

  • სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და ძვლოვანი სისტემის ანომალიები, გამოწვეული ძვლის ტვინის მოცულობის გაზრდით, გვხვდება თალასემიების მძიმე ფორმების დროს.
  • ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), გულის იშემიური დაავადებები, ფიზიკური განვითარების ჩამორჩენა და ჰიპოგონადიზმი ხშირია ტრანსფუზიებით გამოწვეული რკინის სიჭარბის გამო.

მკურალობა მოიცავს: ტრანსფუზიულ თერაპიას, ქირურგიულ მკურნალობას და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას.


ტრანსფუზიული თერაპია

  • ერითროციტული მასები: ჰემოგლობინი >9გ/დლ ზრდის მდგრადობას და ძვლების დეფორმაციის პროფილაქტიკას ემსახურება. როგორც წესი, გამოიყენება 1 დოზა ერითროციტული მასა 2-3 კვირაში ან 2 დოზა თვეში.

თალასემიის მძიმე ფორმების დროს ტრანსფუზიების შედეგად ვითარდება ქსოვილებში რკინის ჭარბი დაგროვება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის იშემიური დაავადება, ღვიძლის დისფუნქცია, გლუკოზისადმი ტოლერანტობის მოშლა და მეორეული ჰიპოგონადიზმი. აღნიშნული გართულებების დროში გადასადებად და პრევენციისთვის გამოიყენება რკინის ხელაციური თერაპია. რკინის ჭარბად დაგროვების დროს ორგანოს ფუნქციის მოშლა ყოველთვის შეუქცევადია.


ქირურგიული მკურნალობა

  • სპლენექტომია (ელენთის ამოკვეთა) აცილებს ექსტრავაზალური ჰემოლიზის პირველად კერას და ნაჩვენებია საწყისთან შედარებით ერითროციტული მასების ტრანსფუზიის საჭიროების ერთნახევარჯერ გაზრდის შემთხვევაში.

არ არის რეკომენდებული, თუ პაციენტი 5-6 წელზე უმცროსია, სეფსისის რისკის გამო.


ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია

  • ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ნაჩვენებია დიდი ბეტა თალასემიის მქონე ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომელთაც ჰყავთ HLA-იდენტური სიბლინგი (და ან ძმა, ან სხვა დონორი. HLA ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენია).


- დასასრულ, რას ურჩევთ მკითხველს ანემიების და ზოგადად სისხლის დაავადებათა საპროფილაქტიკოდ - რით უნდა იკვებონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა არ უნდა გამოეპაროთ, რა უნდა აკრძალონ?
- ყველა დაავადების და მათ შორის ანემიების პროფილაქტიკა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესია. საკვებიდან აღსანიშნავია ხორცი, რადგან სწორედ მასშია რკინა და ჰემოგლობინის სინთეზისთვის აუცილებელი ცილოვანი კომპონენტები. ყველა, ვისაც კი აღენიშნება სისუსტე, თავბრუხვევა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, გემოს გაუკუღმართება, ენის ლორწოვანისა და დვრილების ცვლილებები, აუცილებლად უნდა მივიდეს ჰემატოლოგთან, რათა დროულად მოხდეს ანემიის დიაგნოსტირება და, შესაბამისად, მკურნალობა.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
იმუნიტეტის ასამაღლებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია შემდეგი ნაყენები:
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
23 მაისი 2016
ყველამ იცის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მაგრამ სიცილს მარტო ეს არ შეუძლია:
22 აპრილი 2016
მარტოობა გულის შეტევისა და ინსულტის რისკს 30%-ით ზრდის. სოციალური იზოლაციის ეფექტი შეიძლება შევადაროთ სამსახურთან დაკავშირებულ შფოთვასა და სტრესს.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტ “თბილისი SPA”-ს ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?
- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%.

დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.