რუბრიკები
  • ორი სახეობის ნაყინში დაბინძურება აღმოჩნდა 31 ივლისი 2015 "საოჯახო ვანილი პინგო" და "პლომბირი გურჯაანის ნაყინი" კოლიფორმებით დაბინძურებული აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”მომხმარებელი.გე” ავრცელებს.
    ”მომხმარებელი.გე”-მ ექვსი სახეობის ნაყინი შეამოწმა.
    სრულად
  • იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ბოტულიზმისგან 31 ივლისი 2015 ბოტულიზმი ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ადამინის ნერვულ სისტემას და შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და სიკვდილიც კი. ბოტულიზმის გამომწვევი ანაერობული მიკრობია, რომელსაც უჟანგბადო გარემოში შეუძლია სოცოცხლე. სრულად
  • რა საფრთხეს უქმნის ქალაქის ხმაური ადამიანის ჯანმრთელობას 31 ივლისი 2015 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაურის დონე საცხოვრებელი ადგილის მახლობლად 55 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. უფრო მაღალი დონის ხმაური შესაძლოა ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს. სრულად
  • ალოპეციის საერთაშორისო დღე "ჯანსაღი თმის ცენტრში" 31 ივლისი 2015 1 აგვისტო ალოპეციიის (თმის ცვენის) საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანები ალოპეციით შეკრებილიყვნენ და ჯგუფურად გასულიყვნენ ქუჩაში სტერეოტიპის დასამსხვრევად, თითქოს ალოპეცია არაესთეტიურია. სრულად
  • დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს 30 ივლისი 2015 საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში რეკომენდაციებს სთავაზობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უნდა შენარჩუნდეს სახლში სიგრილე: სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. სრულად
  • როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი დაავადებებზე 30 ივლისი 2015 ადამიანის ორგანიზმი, საზოგადოდ, უჭკვიანესი სისტემაა. ის უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი განგაშის ზარებს რეკს და ატყობინებს ადამიანს ამა თუ იმ პათოლოგიის შესახებ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომი, ამა თუ იმ სისტემის უმცირესი ფუნქციური ცვლილება ხშირად მეტად სერიოზული დაავადების, კონკრეტული შინაგანი ორგანოს პათოლოგიის მანიშნებელია. სრულად
  • როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი არაჟანი 30 ივლისი 2015 არაჟანი ერთ-ერთი საყვარელი და მნიშვნელოვანი პროდუქტია. იგი ორგანიზმს ამარაგებს ცილით, ანიჭებს ენერგიას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. არაჟანი შეიცავს А, Е, С, H, D, B ჯგუფის ვიტამინებს და მინერალებს - კალიუმს, კალცს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, ფოსფორს, ქლორსა და სხვ. სრულად
  • ნიგოზი სიმსივნის განვითარებას აფერხებს 29 ივლისი 2015 როგორც ექსპერტები აცხადებენ, თუ ადამიანი ყოველდღიურად მიირთმევს მუჭისოდენა ნიგოზს, თავიდან აიცილებს პროსტატის კიბოს განვითარებას. დღეს უკვე მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული, რომ ნიგვზით ან მისი ზეთით მდიდარი საკვები რაციონი სიმსივნის განვითარებას აფერხებს. სრულად
  • ჰერპესის ვირუსი მელანომის წინააღმდეგ მიმართეს 29 ივლისი 2015 ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მარტივი ჰერპესის მოდიფიცირებულ ვირუსს შეუძლია ეფექტურად გაანადგუროს კანის კიბოს უჯრედები. კლინიკური გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ვირუსული თერაპია მელანომით დაავადებულ პაციენტებს სიცოცხლეს სულ მცირე 20 თვით უხანგრძლივებს. სრულად
  • ხურტკმელი გასახდომად და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად 28 ივლისი 2015 ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, 54 მგ პროცენტამდე C, 3,25 მგ პროცენტამდე P, B და A ვიტამინებს შეიცავს. სრულად
  • ფეხით სიარული გონებრივი და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის 28 ივლისი 2015 პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 10 კმ-ს (6 მილს) მაინც გადიან ფეხით, მათზე მეტი მოცულობის ტვინი, უკეთესი მეხსიერება და ფსიქიკური მაჩვენებლები აქვთ, ვინც ადინამიურ ცხოვრების წესს ამჯობინებს. სრულად
  • სასარგებლოა თუ არა უშაქრო ყავა 27 ივლისი 2015 ზოგისთვის ყავა მხოლოდ სასიამოვნო ცხელი სასმელია, ზოგისთვის - იდეალური მატონიზებელი საშუალება. აი, ესპანელმა ნეიროფსიქოლოგებმა კი დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გაუმჯობესება გვსურს, ყავა აუცილებლად შაქრიანი უნდა მივირთვათ. სრულად
  • მსხალი - სისხლძარღვების, ხველების, არითმეის, ნაღვლის ბუშტის წამალი 24 ივლისი 2015 უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის - იოდითაც), ნახშირწყლებით. სრულად
  • როგორ დავასვენოთ ფსიქიკა 25 აგვისტო 2011

    დასვენება და განტვირთვა აუცილებელია არა მარტო ფიზიკური სიჯანსაღის, არამედ ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენადაც. ზაფხული ის დროა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველა პრობლემა დაივიწყონ და მთელი არსებით მიეცნენ სიამოვნებას, გათავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად და უდარდელად გაატარონ დრო. იმისთვის, რომ შექმნას რაიმე ფასეული, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სიცოცხლის შესაძლებლობა, სიცოცხლისთვის კი საკვებთან, ბინასთან, ტანსაცმელთან ერთად უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება.

    სრულად
  • ცვდება თუ არა კბილები გახეხვის დროს 23 ივლისი 2015

    რამდენიმე წელია, რაც სტომატოლოგები ახალ, არაკარიესული ტიპის დაზიანებას ხვდებიან - ჯაგრისისმიერ ცვეთას. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს.

    სრულად
  • როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლის მავნე ზემოქმედება 20 ივლისი 2015 სადღეისოდ, პლასტმასისგან დამზადებული პროდუქცია ჩვენს ცხოვრებაში ძლიერადაა შემოჭრილი. ვსარგებლობთ პლასტმასის ჭურჭლით, მინერალურ წყალს ვსვამთ პლასტმასის ბოთლიდან, ფანჯრის ჩარჩოები და რაფებიც კი ამ მასალისაა. სრულად
  • როგორ გავყინოთ პროდუქტები ზამთრისთვის 13 ივლისი 2015 იმისათვის, რომ გაყინულმა პროდუქტმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი ნიუანსი. სრულად
გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი

 

ხალხური მედიცინის  რამდენიმე რჩევა
კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი, ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).
მწვავე გასტრიტის დროს პირველ რიგში საჭიროა კუჭის გაწმენდა საფაღარათო საშუალებით. მთელი დღე-ღამე არაფერი ჭამოთ, მომდევნო დღეებში კი მიირთვით მხოლოდ თხევადი უცხიმო საკვები მცირე ულუფებით. მუცლის ტკივილისას მუცელი დაითბუნეთ. დილით და საღამოთი გაიკეთეთ ოყნა სოდის, ბორის მჟავას ან გვირილის ხსნარით.
ქრონიკული გასტრიტის დროს შინ შეიძლება ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობა: ოყნა, შემდეგ - მკაცრი დიეტა: არავითარი ცხიმიანი, მარილიანი, სპირტიანი, მწარე, არავითარი ნუგბარი და რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული. უნდა ჭამოთ ცოტა და ხშირად, რათა კუჭი მცირე ხანსაც არ დარჩეს ცარიელი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. პირველ ხანებში მიირთვით ბლანტი - ბრინჯის, ქერის, ჭვავის რძიანი სუპები. სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჩაის მიღება, განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, მაგრამ არა ჭამის დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი წითელი ჭარხალი, მჟავე კომბოსტო და წიწიბურას ფაფა.

გასტრიტის სამკურნალო რეცეპტები


თეთრთავა კომბოსტოს წვენი
კარგადEშემოსული კომბოსტოს ფურცლები დაჭერით, გამოწურეთ, მიიღეთ თბილი წვენი 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. კარგია ქრონიკული გასტრიტის დროს, განსაკუთრებით - კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში.
გამოწურული კომბოსტოს წვენის შენახვა შეიძლება მაცივარში არა უმეტეს ორი დღე-ღამისა.
არსებობს სხვა წესიც: წვენი შეიძლება მიიღოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. დაიწყებთ 1/2 ჭიქიდან და დოზას თანდათან გაზრდით 1 ჭიქამდე დღეში 3-4-ჯერ. სვით 3-4 კვირის განმავლობაში.
კარტოფილის წვენი
მიიღეთ 3/4 ჭიქა ახალგამოწურული წვენი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. ყოველი 10 დღის შემდეგ უნდა შეისვენოთ. კარგია მჟავიანობის მომატებით მიმდინარე გასტრიტის დროს.

შეკრულობის დროს
საჭიროა კვება ბუნებრივი პროდუქტებით, ისეთებით, როგორიც არის საღი მარცვლეული, ცოცხალი წვნიანი ხილი, უმი და სწორად მოხარშული ბოსტნეული. ისინი ნაწლავს ამარაგებენ იმ აუცილებელი ელემენტებით, რომლებიც საჭიროა მისი კუნთების ნაყოფიერი მუშაობისთვის.
საკვები, რომელიც ასუსტებს პერისტალტიკას და იწვევს შეკრულობას:
ყოველგვარი ცხელი სასმელი - ჩაი, ყავა, წყალი და სხვა;
შემკვრელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ტანინს, კაკაო, წითელი ღვინო;
შემომგარსველი საშუალებები - ბრინჯისა და ჭვავის ნახარში, კისელი და კარტოფილის ფქვილი, ახალი თეთრი პური, ყოველგვარი ღვეზელი, ფქვილის ნაწარმი, ცხიმიანი ხორცი.
შეკრულობისას კარგია პროდუქტები, რომლებსაც საფაღარათო მოქმედება ახასიათებს.
ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს ცივი სასმელები, ნაყინი, ბურახი, მარილიანი პროდუქტები, თაფლი, რძის შაქარი, საზოგადოდ, შაქრის შემცველი, მაგრამ არა ფქვილოვანი პროდუქტი, ასევე - უხეში მცენარეული საკვები: ჭვავის პური, კანიანი ხილი, მაგარი უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (ჭარხალი, თალგამი, ბოლოკი), წიწიბურას ფაფა, ორგანული მჟავების შემცველი პროდუქტი: კეფირი, კუმისი, ნაღები, ალუბალი, გარგარი, მოცხარი, პომიდორი, კომბოსტო, თეთრი ღვინო.

დიზენტერიის დროს
საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი. ყველა პროდუქტი ქუცმაცდება. უხეში და ძნელად გადასამუშავებული პროდუქტი გამოირიცხება.
არ შეიძლება ცივი საკვებისა და სასმლის მიღება, ვინაიდან ცივი აძლიერებს სისხლის მიდინებას დაზიანებულ ნაწლავებთან. დაავადების მწვავე პერიოდში უნდა მიირთვათ ბრინჯისა და ქერის ბლანტი სუპები, ცილოვანი წყალი (ახალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ წყალთან ერთად და სვით მცირე ყლუპებით, თბილი). გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა საკვებზე გადასვლა უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. როცა განავალში სისხლი აღარ იქნება, შეიძლება, პაციენტს მიეცეს კარტოფილისა და სტაფილოს პიურე, ბულიონი, ახალი ხაჭო, კისელი, ოდნავ დამტკბარი შავი ყავა. შემდეგ შეიძლება, რაციონში თანდათან ჩაერთოს ხორცი, ახალი თევზი, კვერცხი, ნაღების კარაქი, ნაღები, წიწიბურას და შვრიის წყალზე მომზადებული ფაფები.

 

 

 



ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
შეთავაზებაში შედის: სამზარეულოს მინი
იყიდება ორ საწოლიანი ახალი
2006 Toyota Vitz