რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნაღვლის ბუშტის დაავადებები

ბავშვობიდან მაქვს ქრონიკული ქოლეცისტიტი. ამჟამად ვარ 24 კვირის ორსული. ხომ არ იმოქმედებს ეს უარყოფითად ორ¬სულობაზე? რას უნდა მივაქციო ყურადღება და რით ვიმკურნალო?


ლია ხიმშიაშვილი

ჩემს შვილს ნაღვლის ბუშტში კენჭები ჰქონდა. ექიმმა ოპერაცია ურჩია. ოპერაციის შემდეგ ჩემი ქალიშვილი გათხოვდა და ამჟამად სამი თვის ორსულია. საშიში ხომ არ არის მისთვის ორსულობა? რამე ხომ არ ემუქრება გად¬ატანილი ოპერაციის გამო? გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.
გულნაზი კეჟერაძე
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების პათოლოგია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესად ახალგაზრდებს შორის გვხვდება. ამასთანავე, ქალები 4-7-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფარულად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები ხშირად ორსულობისას მჟღავნდება. ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის ერთ-ერთი რისკფაქტორიც ორსულობაა.

ქრონიკული ქოლეცისტიტი
ქოლეცისტიტი ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელსაც ნაღვლის ბუშტის კედლის ანთებითი ცვლილებები განაპირობებს. მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ორი ფაქტორი - ინფექცია და ნაღვლის შეგუბება, თვით ნაღვლის შეგუბება კი სანაღვლე გზების დისკინეზიით არის გამოწვეული.
სანაღვლე გზების დისკინეზია მათი ნებითი მოძრაობის მოშლაა, რის გამოც ირღვევა სანაღვლე გზებში ნაღვლის ნორმალური პასაჟი.
არსებობს დისკინეზიის ორი ნაირსახეობა: ჰიპერმოტორული და ჰიპომოტორული. ჰიპერმოტორული დისკინეზიის დროს სანაღვლე გზების მოძრაობა აჩქარებულია, ხოლო ჰიპომოტორულის დროს - შენელებული. ჰიპომოტორულ დისკინეზიას საფუძვლად უდევს ნაღვლის ბუშტის არასათანადო დაცლა.
ორსულებისთვის დამახასიათებელია დისკინეზიის ჰიპომოტორული ტიპი. ეს იმით აიხსნება, რომ ორსულობისას ქალის ორგანიზმში დომინირებს ჰორმონი პროგესტერონი. ის საშვილოსნოს ადუნებს, რითაც ხელს უწყობს ნაყოფის ზრდა-განვითარებას და ამცირებს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას, მაგრამ ამასთან ერთად ეს ჰორმონი სხვა გლუვკუნთოვანი ორგანოების, მათ შორის - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების, მოდუნებასაც იწვევს.
სწორედ დისკინეზია (და არა ანთება) განაპირობებს ორსულებში ქრონიკული ქოლეცისტიტის გამოვლენას.

როგორ მოქმედებს ორსულობა ქრონიკულ ქოლეცისტიტზე?
ორსულობა ხშირად ართულებს უკვე ჩამოყალიბებულ ქოლეცისტიტს. ათიდან თითქმის ხუთ შემთხვევაში დაავადება მწვავდება, თანაც უმეტესად ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ხოლო სიმპტომატიკაში უპირატესად ჰიპომოტორული დისკინეზიის ნიშნები ვლინდება.

როგორ მოქმედებს ქრონიკული ქოლეცისტიტი ორსულობაზე?
თავის მხრივ, ქრონიკული ქოლეცისტიტიც აისახება ორსულობაზე. ხშირია ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზი, შემაწუხებელი გულისრევის შეგრძნება და ღებინება, რომელიც ზოგჯერ მე-20 კვირამდეც კი გრძელდება. შედარებით იშვიათია ნერწყვდენა.

რას უჩივის ორსული?
ჰიპომოტორული დისკინეზიის დროს ქალი უჩივის ყრუ, მღრღნელ ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ჰიპერმოტორული დისკინეზიის დროს კი ტკივილი მწვავე, ძლიერი და შეტევითია. შემთხვევათა მეოთხედში ტკივილის აღმოცენება და გაძლიერება ნაყოფის მოძრაობას ან საშვილოსნოში მის მდებარეობას უკავშირდება. ხშირია დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა და პირღებინება, მწარე გემო პირში, ჰაერით ბოყინი და გულძმარვა, მუცლის შებერვა. სიმპტომები განსაკუთრებით დიეტის დარღვევის - ცხიმიანი, მწარე, ცხარე, ნიგვზიანი საკვების მიღების - შემდეგ ძლიერდება. ზოგჯერ მარჯვენა ფერდქვეშ აღმო¬ცენდება კანის წვის შეგრძნება, იმატებს ამ მიდამოს მგრძნობელობა.

როგორ სვამენ დიაგნოზს
მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოსტიკა, ისევე, როგორც მუცლის ღრუს ყველა სხვა მწვავე დაავადებისა, ორსულობისას განსაზღვრულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჯერ ერთი, ამ პერიოდში შინაგანი ორგანოების ურთიერთგანლაგება თავისებურ ცვლილებებს განიცდის, მეორეც, დიაგნოსტიკას ართულებს გართულებები - გვიანი გესტოზები.
ამჟამად ნაღვლის ბუშტისა  და სანაღ¬ვლე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკაში წამყვანი

მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით გამოკვლევას, რომლის მეშვეობითაც ადგენენ დარღვევების ხასიათს და კენჭების არსებობა-არარსებობას.
ორსულებს ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ისევე მკურნალობენ, როგორც არაორსულებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიეტას (მაგიდა #5), ოღონდ რაციონი მეტისმეტად არ უნდა შეიზღუდოს, დაცული იყოს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ორსულობის ვადის შესაბამისი ოპტიმალური თანაფარდობა. საკვების მიღება აუცილებელია მცირე ულუფებად დღეში ხუთ-ექვსჯერ.
რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ძნელად მოსანელებელი ცხიმი, სანელებლები, უხეში, მლაშე, დამარილებული, შემწვარი და შებოლილი საკვები.
თუ ქოლეცისტიტს დაერთვის ნაღვლის ბუშტის ჰიპოკინეზია, რაციონში უნდა ჩაირთოს პროდუქტები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას აძლიერებს: ხორცისა და თევზის ბულიონები, სუპები, ნაღები, არაჟანი, თოხლო კვერცხი. სასარგებლოა ლიპოტროპული ნივთიერებებით მდიდარი საკვები - ხაჭო, ცილის ომლეტი, ვირთევზა.
შეტევებს შორის კარგია მინერალური წყლის მიღება. მინერალური წყალი უნდა მიიღოთ თბილი, 200 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე ორი-სამი კვირის განმავლობაში. ორსულობის მესამე ტრიმესტრში სითხის ოდენობა უნდა შემცირდეს, ამიტომ მინერალური წყლის სმა სასურველი არ არის.
ყველა ორსულისთვის, რომელიც ქრონიკული ქოლეცისტიტით არის ავად, რეკომენდებულია ნაღველმდენი საშუალებების მიღება. მიზანშეწონილია ბალახეული პრეპარატების ნახარშები, რომელიც თვითონვე შეგიძლიათ მოამზადოთ.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.