რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ ვლინდება ნევროზი

ნევროზის გამოვლინებებს ორ ჯგუფად - ფსიქოპათოლოგიურ და ნეიროსომატურ დარღვევებად ყოფენ. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე - ნევროზული დეპრესიის სინდრომი (სინდრომი სიმპტომთა ერთობლიობაა), მეორეს - ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე - მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანი სასიცოცხლო ძალთა (უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებას უჩივის.  ადვილად იღლება, შრომის უნარი უქვეითდება, ყურადღება და მეხსიერება უუარესდება, იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება, მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ. შესაძლოა, შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა, ძილის დარღვევამ, უსიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ. ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში), ლისოფობია (გაგიჟების შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში), ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში), კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა. ადამიანს ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთ-ელობის მდგომა-რეობაზე. იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება. ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად - სამი სახისა: კარდიალგიური სინდრომი, გულის რიტმის დარღვევის სინდრომი და სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. ნევროზული კარდიალგია (ტკივილის შეგრძნება გულის არეში) არ შეიცავს სტენოკარდიის ნიშნებს (გულის იშემიური დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს) და არ გაივლის შესაბამისი მედი-კამენტების მიღებისას. ჩვეულებრივ, ეს ყრუ, ზოგჯერ მჩხვლეტი, მოჭერითი, დამწოლი ან სხვა ხასიათის ცვალებადი ტკივილია გულის მწვერვალის, მარცხენა მკერდისა და შესაბამისი დვრილის მიდამოში. ასეთი ტკივილის აღმოცენებისას ადამიანი გულის მძიმე დაავადებას ეჭვობს. გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინ-დება. ამ ტიპის დარღვევა მყარიც შეიძლება იყოს და შეტევითი ხასიათისაც. პულსის გახშირება, წესისამებრ, ფსიქომა¬ტრავმირებელ გარემოებებს უკავშირდება. გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და ექსტრასისტოლები (ამოვარდნები) ნევროზული დარღვევების დროს იშვიათია. ნევროზს უმთავრესად გაძლიერებული გულისცემა ან გულის გაჩერების, ერთგვარი გამოთიშვის შეგრძნება ახასიათებს. სისხლ-ძარღვოვანი დისტონია უმეტესად ნევროზის სხვა სიმპტომებს ერთვის. ის ვლინდება არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით. ამასთანავე, არტერიული წნევის მომატებისას არ აღინიშნება ჰიპერ-ტონიული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწ¬რაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არიტმია - სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.
ნევროზის დროს ზოგჯერ ნევროზული ლარინგოსპაზმი ან ნევროზული სლოკინი აღმოცენდება.
ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ

- რამდენიმე წელიწადს. განსხვავებულია მიმდინარეობის ხასიათი და დინამიკაც. ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:

  • პროგრესირებადი - როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;
  • რეგრესირებადი - როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;
  • სტაციონარული - როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;
  • ტალღისებრი - როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;
  • რემისიული - როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.
      ყურადსაღებია, რომ ნევროზით დაავადებული ერთდროულად რამდენიმე სინდრომს უჩივის. მაგალითად, იპოქონდრიულ, ასთენიურ სინდრომებს ვეგეტატიური დარღვევებითა და თანდართული ფობიებით.

 

თარიღი : 06-02-2017
gio
გამარჯობათ მზიან ამინდში ვერ ვსუნთქავ რა საერთოდ აი 1 .5 მეტრიან წყალში რო დავდგე და გული რო დაფარული მქონდეს წლით 1 წუთსაც ვერ გაუძლებ ჰაერი საერთოდ ვერ ამომაქვს მაგ დროს და როცა ამოვდივარ წლიდან ცომაში ვარ გმერთს მადლობა რო რამოდენიმე 1 წუტ გრძელდება 100 % ნერვოზია ??
თარიღი : 02-02-2017
ნინო ჭელიძე
წლების წინ დამემართა ეს დაავადება და ჩემი ცხოვება შეცვალა,მერე უფრო იმან "განმკურნა "რომ საკუთარ თავთან ვმუშაობდი ...5 დღეა დამექყო წნევები ,ფორიაქი,ცუდი შეგრძნებები,შიშები რომ შეიძლება ის მჭირს ან ეს მჭირს,მარჯვენა მხარეს მტკივა ყრუდ თავი მაგ დროს წნევა მომატებული მაქვს,130/90,140/100,ნორმა 110/70-120/80 მაქვს,მიოფლიანდება ხელისგულები მიცივდება,მახურებს სახეზე ,კეფაზე ყურებზე,ოფლი მასხავს,ნუ დამეწყო ისევ ეს საშინელი დაავადება ,ადრე ანტიდეპრესანტების გარეშე გამოვედი მდგომარეობიდან მაგრამ ეხლა ალბათ მივმართავ მკურნალობის ამ მეთოდს,ეს არის სშინელი დაავადება,უსაშინლესი
თარიღი : 29-01-2017
სოფო
კუჭის საშინელი ტკივილი, ისეთი სულს რომ გიხუთავს. მუდმივი ლოდინი და შიში რომ არ მოგცეს შეტევამ... ეს საშინელებაა მართლა. ყველაფერი გამოვიკვლიე და არაფერი არ მჭირს. ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე რომ ნერვოზის, მოკლედ აღარ ვიცი რა უნდა ვქნა.
თარიღი : 14-01-2017
სოფიო
ტახიკარდიისას ანაპრილინი
თარიღი : 12-06-2016
ია
რაც ზემოთ წავიკითხე ნევროზის შესახებ, ასე მგონია ყველა ფორმით ვარ დაავადებული. ვიფიქრე, ვიფიქრე და ისე გულიანად გავიცინე, ჯერ რომ არ გამიცინია. ნევროზს დავცინე ჩემში და სულის სიმშვიდე დამეუფლა. იმ ყველა ჩამონათვალს, რისი თავიდან აცილებაც ფსიქოთერაპიითა თუ ფსიქოლოგის, მედიკამენტების საშუალებით უნდა მოხდეს, სრულ აბსურდად მივიჩნიე. ასე მგონია, ახლა, მე, იმ დიდიმა სტიმულმა განმკურნა, რასაც საკუთარი თავის ხელში აყვანა ჰქვია. ეს როგორ? ისე, უბრალოდ, რაც გულთან ახლო მიმქონდა, რასაც სიცოცხლისფასად პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, რაც საკუთარ თავზე მეტად სხვის სულ-ხორცის სატკივარს ვითავისებდი, მორჩა, ასე აღარ მოვიქცევი, რადგან (ალბათ ასეა საჭირო) ცივი გონებით უნდა განსაჯო წამიერ წუთისოფელში შენი არსებობა და შეუსაბამო იგი შენსდამი სხვის დამოკიდებულებასაც, რადგან, რაც გავეცი, არაფერი მიმიღია და ერთი ლოყა რომ მივუშვირე, მეორეშიც გამარტყეს. თუმცა დაუმსახურებლად. არ ავიტკივებ თავს აღარაფერზე და არც მედიკამენტებით მოვიშხამავ ორგანიზმს. რას იტყვით, მეტყობა ახლა მე ნერვოზიანობა? მჭირდება ფსიქიატრ-ფსიქოლოგი? არა, მაგრამ შინაგანი სამყარო არ მემორჩილებოდა აქამდე, თავად მმართავდა და მეფობდა ჩემზე, მაგრამ ახლა ნევროზის ყველა სიმპტომს რომ გავეცანი, მივხვდი, რომ მარტო საკუთარ თავს კი არა ჩემს ახლობლებსაც ვასამარებდი ჩემი აბსურდული განცდებით. მოდი ასე ვიფიქროთ: არ ვუყვარვართ? იმის იქით ჰქონიათ გზა. არ მოვწონვართ? ჩაგვიარონ. მიუღებელია ჩვენთვის სხვისი აზრი? გავატაროთ... ჰო, თუ ასე მოვიქცევით თავიდან ავიცილებთ თვითგვემას, რადგან ჯერ არ დაბადებულა ბრძენი, რომელსაც შეუძლია ბრიყვს გონება სიბრძნისკენ შემოუტრიალოს. მოდით მეგობრებო, ჩვენი სულიერი ტკივილით ნუ დავღლით ჩვენს მოკეთეებს მაინც და შევუდგეთ თვითგანკურნების პროცესს... იმედით, ღვთის შემწეობით, რწმენით...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც გატყობინებდით, 2017 წლის 25 აპრილს უეცრად გარდაიცვალა აკადემიკოსი რეზო გაგუა. დიდია ბატონი რეზოს დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე. 
მეტი სიცილი პარტნიორებს შორის რომანტიკულ ურთიერთობას გაამყრებს. კანზასის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევით, სპეციალისტებმა შეისწავლეს იუმორის გრძნობის როლი პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორებს იუმორის გრძნობა მსგავსი უნდა ჰქონდეთ.
ამერიკული კრიმინალური დრამა "გაბოროტებული" (Breaking Bad) 2008 წლიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალის პოზიციას არ თმობს. გთავაზობთ სერიალის შესახებ საინტერესო ფაქტების მეორე ნაწილს:
03 მარტი 2017
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
სპეციალისტებმა ყველაზე საშიში და აუხსნელი დაავადებების რეიტინგი დაასახელეს. რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს მარბურგის ჰემორაგიული ცხელება. ამ სასიკვდილო დაავადებაზე ცოტა რამაა ცნობილი. გამომწვევი ვირუსის გადამტანები მაიმუნები არიან. ექიმებისთვის მხოლოდ მისი სიმპტომებია ცნობილი: მასიური სისხლდენა, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.