რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რას გვიჩვენებს კოაგულოგრამა
რას გვიჩვენებს კოაგულოგრამა

კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა არის ანალიზი, რომელიც ჰემოსტაზის - სისხლის შემდედებელი სისტემის - მდგომარეობას ავლენს. ის კომპლექსურ ანალიზს წარმოადგენს, აქვს ჩატარების რამდენიმე მეთოდიკა და ჩვეულებრივ, სისხლის შედედების რამდენიმე ფაქტორს განსაზღვრავს. კოაგულოგრამა უმნი-შვნელოვანესი გამოკვლევაა ორსულობის დროს, ოპერაციული ჩარევის წინ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც პაციენტს სისხლის დაკარგვა უწევს.

ჰემოსტაზიოგრამა შედის გამოკვლევათა კომპლექსში, რომელიც აუცილებლად ტარდება ქვემო კიდურთა ვენების ვარიკოზული გაგა-ნიერების, აუტოიმუნური დაავადებებისა და თირკმლის პათოლოგიების დროს. სისხლის შედედების დარღვევამ, უპირატესად - მომატებამ, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოი-წვიოს - დასაბამი მისცეს ინსულტს, ინფარქტს, თრომბოზს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ექიმის მიერ ჰემოსტაზზე დანიშნული სისხლის ანალიზის უგულებელყოფა. მით უფრო, რომ ჰემოსტაზის დარ-ღვევა ზოგჯერ დიდხანს არ მჟღავნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. სისხლის ჰემოსტაზი სამი სისტემის ბალანსს ეფუძნება. ესენია:

  • შემდედებელი სისტემა, რომელიც ააქტიურებს თრომბოციტებს, სისხლძარღვის კედელზე მათ მიკვრასა და შეწებებას (ძირითადი კომპონენტები: შედედების ფაქტორები, თრომბოციტები, კალციუმი, სისხლძარღვის კედელი);
  • შედედების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აკონტროლებს სისხლის შედედებას და აფერხებს თრომბის თვითნებური წარმოქმნის პროცესს (სისტემის გამაწონასწორებელი ანტითრომბინ III);
  • ფიბრინოლიზური სისტემა, რომელიც ემსახურება კოლტების გახსნას (პლაზმინი).
    ადამიანის ორგანიზმში სისხლის მდგომარეობა ამა თუ იმ სისტემის ფუნქციურ გადამეტებაზეა დამოკიდებული.

ჰემოსტაზის მდგომარეობა ხასიათდება კოაგულოგრამის შემდეგი მაჩვენებლებით:

  • ფიბრინოგენით;
  • პროთრომბინით;
  • ანტითრომბინ III-ით;
  • D-დიმერით;
  • მგლურას ანტიკოაგულანტით და სხვა.

შედედების სისტემის რომელიმე მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ჰემოსტაზის დარღვევის მანიშნებელია და ამა თუ იმ დაავადების მაუწყებელ განგაშის ზარს წარმოადგენს.

სისხლის შედედება და ორსულთა ჰიპერკოაგულაცია
ორსულობის დროს კოაგულოგრამა ყოველთვის სისხლის მომეტებულ შედედებას აჩვენებს. ორსულთა-თვის ეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ნორმაა. ამასთანავე, თუ მომავალ დედას აღენიშნებოდა წინასწარი განწყობა სისხლის შედედების დარღვევის, მისი მომატების მიმართ, ორსულობისას ჰიპერკო-აგულაციამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეუქმნას როგორც თავად მას, ასევე ბავშვსაც. თუ თრომ-ბი პლაცენტის სისხლძარღვებში წარმოიქმნა, საშვილოსნოში მყოფი ნაყოფი ვერ მიიღებს სათანადო ოდე-ნობის ჟანგბადს და შესაძლოა, მოხდეს მისი გამოძევება, მშობიარობა ნაადრევად დაიწყოს ან ბავშვი ტვი-ნის მძიმე დარღვევებით დაიბადოს. ჰემოსტაზიოგრამის შედეგების მიღებისას დასკვნის დამოუკიდე-ბლად გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ, რომ კოაგულოგრამის სწორად, მართებულად გაშიფვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია.

კოაგულოგრამის ანალიზისთვის საჭირო მასალა და გამოკვლევისათვის მომზადება
სისხლის შედედების სისტემის მაჩვენებელთა გამოსაკვლევად სისხლს იდაყვის ვენიდან იღებენ. სარწმუ-ნო მონაცემთა მისაღებად სასურველია ანალიზის უზმოზე გაკეთება. კოაგულოგრამის არსისა და მნიშვნე-ლობის უკეთ შესაცნობად განვიხილოთ მისი რამდენიმე მაჩვენებელი.

ფიბრინოგენი
ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც ღვიძლში გამომუშავდება. ის გარდაიქმნება უხსნად ფიბრინად, რომე-ლიც სისხლის შედედებისას კოლტის საფუძველს ქმნის. ფიბრინიდან საბოლოო ჯამში თრომბი წარმოი-ქმნება, შედედების პროცესის დასრულება კი სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. ფიბრინოგენი კოაგულოგრამის მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული მაჩვენებელია. მისი ანალიზი აუცილებელია ოპე-რაციის წინა პერიოდში, ანთებითი პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლში ფიბრინოგენის შემცველობა იმატებს მწვავე ანთებითი დაავადებების დროს და ქსოვილთა კვდომისას. ფიბრინოგენი გავლენას ახდენს ერითროციტების დალექვის სიჩქარეზეც. ფიბრინოგენის ნორმა რამდე-ნადმე იზრდება ორსულობისას. სხვა შემთხვევაში კოაგულოგრამის აღნიშნული მაჩვენებლის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს:

  • მწვავე ინფექციურ და ანთებით დაავადებებზე (გრიპზე,  ტუბერკულოზზე);
  • ინსულტზე;
  • მიოკარდიუმის ინფარქტზე;
  • ჰიპოთირეოზზე;
  • ამილოიდოზზე;
  • პნევმონიაზე;
  • ავთვისებიან სიმსივნეზე (ფილტვის კიბოზე და სხვა).

ფიბრინოგენის დონის მომატება თან

სდევს დამწვრობას, ოპერაციულ ჩარევას, ესტროგენებისა და ორა-ლური კონტრაცეპტივების მიღებას. ფიბრინოგენის დონე მცირდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის ჰეპატიტი, ციროზი, С და B12 ვიტამინების ნაკლებობა, პოლიციტემია და სხვა. ფიბრინოგენის დო-ნე ასევე იკლებს გველის შხამით მოწამვლისას, ანაბოლური ჰორმონების, ანდროგენებისა და თევზის ქო-ნის მიღებისას.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია.
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
20 ივლისი 2017
დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
29 ივნისი 2017
კანადელი მეცნიერების განმარტებით, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებთან ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას აფერხებს.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ლუდი და არაქისი ვარჯიშის შემდეგ ადამიანს აღდგენაში ეხმარება. ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს სითხის მარაგის შევსებას.
ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, ინტერნეტის გავრცელებამ განსაკუთრებულად გაზარდა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი ადამიანებს რიცხვი. საგანგაშოა ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ემოციური დარღვევები