რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მოცვი

სამკურნალოდ მოცვის ნაყოფსა და ფოთლებს იყენებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისებები მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-700ც ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.

შედგენილობა

მოცვის სამკურნალო თვისებებს სათრიმლავი ნივთიერებების შემცველობა განაპირობებს, საუცხოო გემოს კი - ვაშლის, ლიმონმჟავას, რძის, ქარვისა და სხვა ორგანული მჟავების შემცველობა. გარდა ამისა, მოცვი შეიცავს კაროტინს, შაქარს, B ჯგუფის ვიტამინებს, გლიკოზიდებს, კუჭუკანა ჯირკვლის სეკრეციის (გამომყოფი ფუნქციის) მასტიმულირებელ და ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, პექტინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას მავნე, ლპობადი შიგთავსისგან. მოცვი განსაკუთრებით მდიდარია რკინის მარილებით, რომლებსაც ორგანიზმი უფრო უკეთ ითვისებს, ვიდრე აფთიაქში შეძენილ რკინის პრეპარატებს. რკინის შეთვისებას ხელს უწყობს ჩ ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) თანაარსებობა, ეს კომბინაცია კი მოცვში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი. მოცვის ნაყოფს მანგანუმის შემცველობით ხილსა და კენკრას შორის პირველი ადგილი უკავია. მისი ფოთლები მდიდარია სათრიმლავი ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, ტრიტერპენული შენაერთებით (ოლეინის მჟავა და სხვა), C ვიტამინით (250მგ%-მდე), კაროტინით, ჰიდროქინონით და სხვა სასარგებლო ნაერთებით.

გამოყენება

ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი კარგია ანემიის დროს, აგრეთვე - თირკმელებიდან ქვიშის გამოსატანად. მოცვს გარეგანადაც იყენებენ, კერძოდ, ეგზემის, დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ძნელად მოსაშუშებელი მუწუკების სამკურნალოდ. ამისთვის მოცვის ნაყოფი ქვასანაყში უნდა დანაყოთ, საცერში გაგლისოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მტკივან უბანზე დაიდოთ. მოცვის ფოთლები უხვად შეიცავს გლიკოზიდებს (განსაკუთრებით - მირთილინისა და ნეომირთილინის, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს), ამიტომ მათი ნახარში დიაბეტის მკურნალობისას წარმატებით გამოიყენება.
ანემიის დროს რეკომენდებულია ნაყოფის ნაყენი: აიღეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გულძმარვის, ენტერიტის (წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების), ფაღარათისა და დიზენტერიის დროს ნაჩვენებია მოცვის ნაყოფის ნახარში: აიღეთ 1 სადილის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, 10 წუთით შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, განუზავებლად, 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ. ფაღარათისა და დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს სასარგებლოა მოცვის ფოთლების ნაყენი: აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 4-5 საათს გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ბუასილის დროს რეკომენდებულია მოცვის ფოთლების ნაყენის ოყნა (60 მლ თითოეული პროცედურისთვის). გარდა ამისა, ეფექტიანია ჰემოროიდულ კვანძებზე გასრესილი ნაყოფის სქლად დაფენა. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.
შარდკენჭოვანი პათოლოგიის დროს, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ასევე - ოპერაციის წინა

პერიოდში, როდესაც კენჭების ტიპი არ არის დაგენილი, მოცვის ნაყოფის ნაყენის სმას ურჩევენ. სასურველია მისი მიღება დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად, ყოველ ჯერზე - 60-100 მლ მოცულობით.
ნაყოფი ნებისმიერი სახით რგებს მხედველობას. თვალების ანთებითი პროცესების დროს მისი წვენის კომპრესებს იყენებენ. პოდაგრის დროს მტკივან სახსრებზე საკუთრივ მოცვის ნაყოფი უნდა დაიფინოთ. ამავე დროს, უნდა სვათ ნაყენი - დღეში 4-ჯერ თანაბარ ულუფებად. სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით - თეთრად შლის დროს, გამორეცხვისთვის გამოიყენება მოცვის ფოთლების ნახარში: წვრილად დაკუწულ 3 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 3 ჭიქა წყალი, 15 წუთს ადუღოთ და გადაწუროთ.

 

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას