რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
თუ ბავშვს ხელები უბუჟდება

პატარა ბავშვებს უჭირთ იმის დაზუსტება, რა აწუხებთ - უბუჟდებათ თითები თუ სტკივათ, მათთვის სულერთია, ერთნაირად აღიქვამენ და ჭირვეულობენ. მაინც რატომ უბუჟდებათ ბავშვებს ხელები და რის ნიშანი შეიძლება იყოს ეს? გვესაუბრება დ .იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური
საავადმყოფოს რევმატოლოგიური განყოფილების გამგე, მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი:

- თითების დაბუჟება, ტკივილი, მოძრაობის შებოჭვა - ეს ნიშნები ალბათ უფრო რევმატულ ართრიტს გვაფიქრებინებს. რა სახის რევმატული ართრიტები გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვთა ასაკში?

- სახსრების ანთებითი დაავადებები, ართრიტები, თანამედროვე პედიატრიული რევმატოლოგიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რევმატულ დაავადებათა განვითარების ალბათობა დაბადებიდანვე არსებობს, თუმცა ართრიტით მიმდინარე დაავადებათა ჩამოყალიბების საფრთხე ბავშვის ზრდისა და განვითარების პარალელურად იმატებს. ბავშვთა ასაკში ართრიტით მიმდინარე 110-მდე რევმატული დაავადება გვხვდება. მათ შორის სიმძიმით გამოირჩევა იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, რომლის დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში დაინვალიდების ალბათობა მაღალია. დაავადებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 10 წლის განმავლობაში მესამე-მეოთხე ჯგუფის ინვალიდად იქცევა და 10-15 წლით უმცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ართრიტებს შორის დიდი ადგილი უკავია რეაქციულ ართრიტებს. რეაქციულ ართრიტზე მაშინ საუბრობენ, როდესაც დაავადება უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ინფექციას ან გამომწვევ აგენტს, მაგალითად:

  • სტრეპტოკოკულ ინფექციას (კლინიკურად ვლინდება ხშირი ანგინით; შესაბამისად, აუცილებელია ჩირქოვანი ტონზილიტით ხშირად მოავადე ბავშვების სწორი, ადეკვატური მკურნალობა);
  • ნაწლავურ ინფექციებს - იერსინიოზს, სალმონელოზს, დიზენტერიას, წითურას, ყბაყურას, პარკოვირუსს.

პროგნოზისთვის მნიშვნელოვანია, ართრიტის ტიპი დაავადების ადრეულ ეტაპზე იქნეს დადგენილი.


- რა შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ ამ დაავადებათა არსებობა?

- ართრიტის ტიპის დასადგენად ვითვალისწინებთ დაავადების ხანგრძლივობას, დაწყების თავისებურებას, ტკივილის დროსა და ხასიათს, პათოლოგიურ პროცესში ჩართულ სახსართა რაოდენობას, დაზიანების ხარისხს, ავადმყოფის ასაკს, სქესს...
სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა 10-15% სახსრების მიდამოში ტკივილს უჩივის, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ავად ჭეშმარიტი რევმატოიდული ართრიტით.


- კიდევ რომელი ნიშნების არსებობა გვაეჭვებინებს იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს?

- იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს ვვარაუდობთ, როდესაც:

  • ართრიტი 3-6 კვირაზე მეტხანს გასტანს. ეს აუცილებელი ნიშანია!
  • წვრილი (ხელისა და ფეხის თითების) სახსრები სიმეტრიულად ზიანდება.
  • დილით, გაღვიძებისას, ან სახსრების ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ სახსრებში შებოჭილობა, დაბუჟება და ტკივილი აღინიშნება.
  • თავს იჩენს მხედველობის პრობლემები.

მძიმედ მიმდინარე დაავადებას ერთვის წონის კლება, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება, კანზე ჩნდება გამონაყარი, თავს იჩენს შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები.
ავადმყოფ ბავშვს აღენიშნება მაღალი სიცხე შემცივნებით, ტემპერატურა იწევს დღეში ერთხელ ან ორჯერ, უფრო - საღამოობით. ხშირად ცხელებას ერთვის წითელასმაგვარი ვარდისფერი გამონაყარი - ე.წ. რევმატოიდული გამონაყარი, რომელიც კიდურებსა და წელის მიდამოშია ლოკალიზებული. ტემპერატურის დაკლების შემდეგ ის მალევე ქრება. გამონაყარს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: იუვენილური რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია:

  • ფიზიკური განვითარების შეფერხება;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ჩონჩხის ცალკეული ძვლების ზრდის დეფორმაცია, მაგალითად, თითის ფალანგების დამოკლება ან დაგრძელება.

 

- არსებობს სახსარგარე დაზიანებებიც, რომლებიც თან სდევს სახსრის დაზიანებას. რომელი ორგანოები ზიანდება ამ დროს?

- სახსარგარე დაზიანებებს შორის აღსანიშნავია:

  • თვალის დაზიანება - უვეიტი;
  • ექსუდაციური პერიკარდიტი - გულის გარეთა გარსის ანთება;
  • გენერალიზებული ლიმფადენოპათია - ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • ღვიძლის, იშვიათად ელენთის გადიდება.

უვეიტი უმეტესად გოგონებს შორის გვხვდება. თვალის დაზიანება იშვიათად წინ უძღვის სახსრების სინდრომს,

უმეტესად კი სახსრების დაზიანებიდან რამდენიმე თვის ან რამდენიმე (საშუალოდ - 2-4) წლის შემდეგ ვითარდება, მიმდინარეობს ტკივილების გარეშე, შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივიც.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
იმუნიტეტის ასამაღლებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია შემდეგი ნაყენები:
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
23 მაისი 2016
ყველამ იცის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მაგრამ სიცილს მარტო ეს არ შეუძლია:
22 აპრილი 2016
მარტოობა გულის შეტევისა და ინსულტის რისკს 30%-ით ზრდის. სოციალური იზოლაციის ეფექტი შეიძლება შევადაროთ სამსახურთან დაკავშირებულ შფოთვასა და სტრესს.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტ “თბილისი SPA”-ს ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?
- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%.

დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.