რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ხერხემლის პრობლემების მოგვარების ახალი გზები

დედამიწის ყოველ მეორე მკვიდრს ხერხემლის ესა თუ ის პრობლემა აწუხებს, რაც სხვა ორგანოთა ჯანმრთელობასა და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხზე საგრძნობ გავლენას ახდენს. როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებებს, რომელი მეთოდები გამოიყენება ამჟამად მათ სამკურნალოდ? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მანუალურ თერაპევტს, ბატონ ირაკლი ძიძიგურს ვეწვიეთ.

- ბატონო ირაკლი, ხერხემლის რომელი დაავადებებია გავრცელებული ყველაზე მეტად?

- ამჟამად საქართველოში ყველაზე ხშირად გვხვდება სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი. სკოლიოზი ხერხემლის სვეტის გამრუდებაა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი კორსეტის ზოგადი სისუსტე და მისი განუვითარებლობა, რაც, ჩვეულებრივ, მოზარდებს ახასიათებთ. ზურგის ტკივილის მიზეზი ათიდან რვა შემთხვევაში ოსტეოქონდროზია. მას განაპირობებს ფიზიკური გადატვირთვისას მიღებული ქრონიკული მიკროტრავმები, გაციებითი დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცუდი ფიზიკური განვითარება, გენეტიკური განწყობა. ოსტეოქონდროზის სიმპტომებია ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა დაზიანებულ სახსრებში. განასხვავებენ: წელის ოსტეოქონდროზს, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და უმთავრესად ქვედა კიდურების ტკივილს იწვევს; კისრის ოსტეოქონდროზს, რომელიც უპირატესად ხელებისა და თავის ტკივილით ვლინდება; გულმკერდის ოსტეოქონდროზს, რომელსაც შინაგანი ორგანოების ტკივილი ავლენს. მალათაშუა დისკის თიაქრის მიზეზი კუნთების დისტროფიაა. თიაქარი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ერთსა და იმავე დროს ვიხრებით და გვერდზე ვბრუნდებით, მით უმეტეს - თუ ხელში მძიმე ტვირთი გვიჭირავს, ზოგჯერ - ტრავმის დროსაც. რადიკულიტი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. დაზიანების დონის გათვალისწინებით, განასხვავებენ კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტს. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს სტრესმა, ინფექციამ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ, მძიმე ტვირთის აწევამ, უხერხულმა მოძრაობამ, თუმცა რადიკულიტი, როგორც ასეთი, დამოუკიდებლად არ ვითარდება. მას, ჩვეულებრივ, მალათაშორისი დისკის დეგენერაცია უდევს საფუძვლად.

- როგორია მანუალური თერაპიის არსი? რამდენად ეფექტიანია ეს მეთოდი?

- მანუალური თერაპია - ეს არის სამკურნალო ილეთების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება საკმაოდ ეფექტურად ვუმკურნალოთ ხერხემლისა და სახსრების, კუნთოვანი აპარატის, შინაგანი ორგანოების დაავადებებს.  ხერხემლის მდგომარეობა უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. კერძოდ, კისრის მალათაშორისი დისკის ცვლილებების დროს აღინიშნება თავბრუხვევა, თავის ტკივილი. გულმკერდის მალათაშორისი დისკის დაზიანებისას თავს იჩენს ტკივილი გულის არეში, სკოლიოზი კი იწვევს ფილტვებისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს.
მანუალური თერაპია პათოლოგიური ცვლილებების ლიკვიდაციისკენ არის მიმართული. ეს მეთოდი მრავალი ისეთი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა, რომელთა განკურნება მედიკამენტური საშუალებებით შეუძლებელია. ამასთანავე, მანუალური თერაპიის გამოყენებისას პაციენტს აღარ სჭირდება ძვირადღირებული წამლების იმ დოზითა და ოდენობით მიღება, რომელიც ხშირად გვერდით ეფექტებს იწვევს. მანუალური თერაპია თანამედროვე მედიცინის შედარებით ახალი მიმართულებაა, თუმცა სათავეს საკმაოდ შორეულ წარსულში იღებს. ეს მეთოდი ნახსენებია ევროპის, აღმოსავლეთისა და აზიის ძველი ხალხების წერილობით წყაროებში. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე ამტკიცებდა, რომ მანუალური თერაპიის საშუალებით შესაძლებელია განვკურნოთ დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ სხვა მეთოდები უძლურია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებსაც შეიძლება მანუალური თერაპიის საშუალებით ვუმკურნალოთ, არის თავის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი (რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი), გულმკერდის ტკივილი, ხერხემლის შეზღუდული მოძრაობა, სკოლიოზი. თანამედროვე მანუალური თერაპია რამდენიმე განაყოფს მოიცავს. ესენია: კანისა და კანქვეშა მიოფასციური

მანუალური თერაპია, ვისცერული მანუალური თერაპია, კრანიო-საკრალური მანუალური თერაპია.

- როგორ მკურნალობთ ხერხემლის დაავადებებს?

- ხერხემლის დაავადებების მკურნალობა ჩვენს კლინიკაში კომპლექსურია. კომპლექსი მოიცავს სეგმენტურ-რეფლექტორულ მასაჟს, მანუალურ თერაპიას, კინეზოთერაპიას (სამკურნალო ვარჯიშს), ფიზიოთერაპიას, მშრალ გაჭიმვას, მიოფასციურ ბლოკადას.

- რას ურჩევდით პაციენტებს პროფილაქტიკისათვის?

- უწინარეს ყოვლისა, ზედმეტი წონის მოცილებას და ვარჯიშს კუნთოვანი კორსეტის გასაძლიერებლად. ვარჯიში ნორმირებული და სწორად მიმართული უნდა იყოს. სასურველია, ვარჯიშთა კომპლექსი სპეციალისტმა შეარჩიოს. მკურნალობის შემდეგ კარგია სტატიკური დატვირთვა. მშობლებს ვურჩევ, თუ შვილს რაიმე გადახრა შეამჩნიეს, დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან, რათა თავიდან აიცილონ ხერხემლის ისეთი დაავადებები, როგორიც არის სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი.

- რამდენ პროცედურას მოიცავს ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა?

- ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. მაგალითად, დისკოზის დროს სასურველია მკურნალობის სრული კურსი, რომელიც საშუალოდ 20 პროცედურას მოიცავს. სკოლიოზის დროს მკურნალობის მეთოდი და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად შეირჩევა. მანუალური თერაპიის ერთი კურსის შემდეგ სასურველია, 3 თვეში ერთხელ კონსულტაციისთვის სპეციალისტს ეწვიოთ. მკურნალობის დასრულების შემდეგ საჭიროა სამკურნალო ვარჯიშები.

 

 

 

თარიღი : 06-11-2015
მზია
საუკეთესო მანუალური თერაპიის სპეციალისტი 35 წლიანი გამოცდილებით პირადად მე 3 ვიზიტში შვება ვიგრძენი 597-00-52-79 ვიტალი ქვია.
თარიღი : 25-03-2015
ემა
გამარჯობათ! ორი თვის წინ მანუალური თერაპიით ჩამისვეს ორი მალა და დისკი. ისევ მაწუხებს და გამართული სიარულიც მიჭირს. რსმდენ ხანში გაივლის და თუ შევძლებ საერთოდ სრულყოფილად ცხოვრებას?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.