|
როგორ მოვიშორე ლიბრი რამდენიმე წლის წინ თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა. უსიამოვნო შეგრძნება კი დამეუფლა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ არც ექიმს მივმართე, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის მცენარეული საშუალებების მიღება მაინც გადავწყვიტე. გადავიკითხე უამრავი წიგნი და მივაგენი არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელმაც თვალი გამიკრიალა. აი ჩემი რეცეპტი: გაიძლიერეთ გულის კუნთი რა ხანია, თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ყოველ ნომერს მოუთმენლად ველი. განსაკუთრებით მომწონს რუბრიკა "დავეხმაროთ ერთმანეთს". მინდა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. გულის კუნთის სისუსტე - ასეთი დიაგნოზი დამისვეს რამდენიმე წლის წინ. უამრავი წამალი დამინიშნეს და დამემუქრნენ, თუ არ იმკურნალებ, ინფარქტს ვერ გადაურჩებიო. მე კი ქიმიური საშუალებების წინააღმდეგი ვარ, შესაძლოა, ვცდები, მაგრამ... ერთი სიტყვით, წამლებზე უარი ვთქვი და მცენარეული საშუალებების მოძიება დავიწყე. უამრავი წიგნი წავიკითხე და მივაგენი კიდეც რეცეპტს, რომელმაც მიშველა. დღეს თავს შესანიშნავად ვგრძნობ და შეიძლება ითქვას, რომ აღარც კი მახსოვს, გული რომელ მხარეს მაქვს. აი ეს რეცეპტი:
2 სუფრის კოვზ კუნელს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და 20 წუთს ადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყოფი, 10 წუთს კიდევ ხარშეთ, გადმოდგით და მთელი ღამით დატოვეთ სიგრილეში. დილით გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შემთბარი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე, 14 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ და კვლავ 14 დღე სვით.
მტკივან კუჭს აბზინდა უშველის ცოტა ხნის წინ მეგობრებთან საუბრისას გავიხსენე ერთი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება, რომელმაც თავის დროზე კუჭის ნორმალური მუშაობა აღმიდგინა. ახალგაზრდა, გამოუცდელი დიასახლისი ვიყავი. ერთ დღესაც ძლიერად მოვიწამლე. მე მგონი, რომელიღაც შინაურმა კონსერვმა მომწამლა... კუჭი ამომირეცხეს და რამდენიმე დღეში ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ მადა დავკარგე. ნებისმიერი, სულ ცოტა საკვებიც კი საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კუჭი უფრო და უფრო მაწუხებდა. დედა გატაცებული იყო მცენარეების შეგროვებით და ბევრი ხალხური რეცეპტი იცოდა. მისი რჩევით დავიწყე აბზინდის ნაყენით მკურნალობა. ვიღებთ 6 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ აბზინდას, 2 ჩაის კოვზ მიხაკს, 1 ჩაის კოვზ შაქრის ფხვნილს, ვურევთ ერთმანეთში და ვასხამთ 1 ჭიქა არაყს, ვდგამთ სიბნელეში 15 დღით, თან დროდადრო ვანჯღრევთ. ვიღებთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, თითო ჩაის კოვზს. ვაყოლებთ წყალს.
სამი კვირის შემდეგ ყველა პრობლემა დამავიწყდა. ეს რეცეპტი გავიხსენე, როცა მეგობარმა საჭმლის მონელების გაძნელებაზე დაიწყო წუწუნი. მაინცდამაინც არ ენდო ჩემს რეცეპტს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც ჩაიტარა ერთი კურსი და სამიოდე კვირაში არაჩვეულებრივი ეფექტი მიიღო. რძიანი სასმელი ქალებისთვის გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც მენსტრუაციის დროს ტკივილს დაგაძლევინებთ. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს. ერთმანეთში აურიეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვაბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭის ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთს ადუღეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და 15 წუთს გააჩერეთ. გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.
რჩევა ჰიპერტონიკებს შვიდი წელია, მაწუხებს მაღალი წნევა. რა წამალი არ ვცადე... წნევის დამწევ ხალხურ რეცეპტებში ხშირად მეორდება ერთი და იგივე მცენარეები: კუნელი, კატაბალახა (ვალერიანი), შავბალახა და ძახველი, მაგრამ მე დავასკვენი, რომ არსებობს სხვა, არანაკლებ ეფექტური სამკურნალო ბალახებიც. ამ ხნის განმავლობაში შევარჩიე რამდენიმე საუკეთესო რეცეპტი, რომლებიც წნევას დაბლა სწევს და არეგულირებს. ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის შავბალახა, ბერულა, კუნელის ყვავილი, ფითრი, 4 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დატოვეთ დილამდე. დილით გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ. აიღეთ თანაბარი რაოდენობის კატაბალახას ფესვი, შავბალახა და ორჯერ მეტი სიმინდის ულვაში. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მთელი ღამე გააჩერეთ, დილით გაწურეთ და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. მიაყოლეთ თაფლი.
ეს საშუალებები 6 თვის განმავლობაში მაინც უნდა მიიღოთ, უმჯობესია მონაცვლეობით: ერთ კვირას - ერთი, მეორე კვირას - მეორე. |