რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ძვლის სიმსივნეები
ძვლის სიმსივნეები

 


- რა იწვევს ძვლის ავთვისებიან სიმსივნეს? პაციენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ როგორც ძვლის, ასევე სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების აღმოცენებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ხშირი ტრავმირება. აქვს თუ არა საფუძველი მსგავს შეხედულებას?
- რიგი სიმსივნისგან განსხვავებით, ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა განვითარებაში ტრავმას მართლაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ პაციენტებს სიმსივნის პირველი ნიშნები ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებად მიაჩნიათ და ექიმს არც კი მიმართავენ. მსგავს შემთხვევებში გასათვალისწინებელია ერთი რამ: თუ ტკივილი ან კიდურის ფუნქციის დარღვევა ტრავმით არის განპირობებული, ის ტრავმირებისთანავე გამოვლინდება; თუ ჩამოთვლილი მოვლენები განახლდება ან თავს იჩენს ტრავმიდან გარკვეული ხნის შემდეგ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია ძვლის სიმსივნური დაზიანების გამორიცხვის მიზნით. გარდა ამისა, ძვლის სიმსივნის წარმოშობის რისკფაქტორებია გენეტიკური დატვირთვა, რადიაცია და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ზემოთ დასახელებული ფაქტორების როლი ძვლის სიმსივნის აღმოცენებაში, მისი გამომწვევი მიზეზები სრულყოფილად შესწავლილი და დადგენილი არ არის.


- პაციენტებზე განსაკუთრებით დამთრგუნველად მოქმედებს ძვლის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ძვლის სიმსივნეები განსაკუთრებული ავთვისებიანობით გამოირჩევა...
- ამ შეხედულებასაც აქვს გარკვეული საფუძველი. ძვლის პირველადი სიმსივნეების უმრავლესობა აგრესიული მიმდინარეობით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ოსტეოგენური სარკომა, რომელსაც ახასიათებს ჰემატოგენურად (სისხლის საშუალებით) მეტასტაზირება ორგანოებში და ძალიან აგრესიულად მიმდინარეობს. თუმცა არსებობს სიმსივნეებიც, რომლებიც ნაკლებად აგრესიულია. ასე რომ, ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან პროგნოზს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის აღსანიშნავია სიმსივნის ადრეული თუ შორეული გართულებები, ჰისტომორფოლოგიური შენება, ლოკალიზაცია და სხვა.


- რომელ ორგანოებში შეიძლება მეტასტაზირებდეს ძვლის სიმსივნე?
- სხვა სიმსივნეების მსგავსად, ძვლის სიმსივნეთა მეტასტაზირება შესაძლოა მოხდეს ფილტვში, ტვინში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში.


- უქმნის თუ არა საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე?
- ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე სიცოცხლეს განსაკუთრებულ საფრთხეს არ უქმნის, მისთვის არ არის ტიპობრივი ძვლის ლიზისი და სპონტანური მოტეხილობების განვითარება, თუმცა რიგ შემთხვევაში კლინიკური გამოვლინება შესაძლოა ისეთივე იყოს, როგორიც ავთვისებიანი სიმსივნისა: ტკივილი, ფუნქციური შეზღუდვა, ძვლის დეფორმაცია...


- რომელი კვლევები ტარდება ძვლების სიმსივნეთა დიაგნოსტიკის მიზნით?
- პაციენტის კვლევა იწყება გასინჯვით - მისი კლინიკური მონაცემების დადგენითა და ფიზიკალური გამოკვლევით. ძვლის სიმსივნეთა დიაგნოსტიკაში უდიდესი როლი აკისრია რენტგენოგრაფიას, რომელიც ამ შემთხვევაში საკმაოდ ინფორმაციულია. როცა რენტგენოგრაფიით მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის, ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დეტალურად, მილიმეტრის დონეზე ხდება ინფორმაციის მიღება სიმსივნის გავრცელებასა და სტრუქტურაზე. კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხერხემლის პირველადი და მეტასტაზური დაზიანების დროს. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ძვლების სკანირება, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება. მიუხედავად ასეთი თანამედროვე კვლევების არსებობისა, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ტრეპანობიოფსია, რაც საშუალებას გვაძლევს, სპეციალური ნემსის მეშვეობით მივიღოთ ძვლის მცირე ნაწილი და მიკროსკოპიულად შევისწავლოთ მისი უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება. სადღეისოდ დადგენილია, რომ ძვლის სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა გამოსაკვლევად ყველაზე ეფექტურია კომპლექსური კვლევა, რაც გულისხმობს კლინიკური კვლევის, სხივური დიაგნოსტიკის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) და მორფოლოგიური გამოკვლევის შერწყმას. ამ მეთოდების კომბინირებული გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შემთხვევათა უმრავლესობაში სწორი დიაგნოზი დავსვათ.


- უკანასკნელ ხანს საკმაო პოპულარობით სარგებლობს სახსრების ექოსკოპიური კვლევა. ინფორმაციულია თუ არა ის ძვლის სიმსივნეების სადიაგნოზოდ?
- სახსრების ექოსკოპიური კვლევა ინფორმაციულია სახსრების, რბილი ქსოვილების პათოლოგიის დასადგენად. ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკისთვის ის არ არის მიზანშეწონილი. კვლევის ხელმისაწვდომ და იაფ მეთოდთაგან ძვლის სიმსივნეების დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ინფორმაციულია ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიული კვლევა, რომელიც თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს. ზემოხსენებული მეთოდები (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა) გვიჩვენებს სიმსივნის ლოკალიზაციასა და გავრცელებას, ხოლო კვლევის ინვაზიური მეთოდები - პუნქციური ასპირაციული მასალის და ტრეპანობიოპტატის მიკროსკოპიული შესწავლა - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სიმსივნის უჯრედოვანი და ქსოვილოვანი შენება, განვსაზღვროთ მკურნალობის მეთოდი, რიგ შემთხვევაში - ქირურგიული, რიგ შემთხვევაში - სხივური ან მათი კომბინირებული გამოყენება.



თარიღი : 11-04-2016
levani
მარი რამდენის იყო შენი დედამთილი და ამიღწერე რა სიმპტომები გთხოვ რა :(
თარიღი : 08-10-2015
mari
ჩემ დედამთილს დაეწყო ფეხის ტკივილი,რაიონში მივიდა ექიმებთან და ნერვის ანთებააო,მკურნალობდა კარგა ხანს მაგრამ შედეგი რო არ ჰქონდა წამოვიყვანეთ თბილისში,მივიყვანეთ რევმატოლოგიურ სამკურნალო ცენტრში,რენტგენზე და ეხოსკოპიური კვლევით თქვეს რომ ოსტეოქონდროზიაო და დაუნიშნეს მკურნალობა,ისიც უშედეგოდ,პირიქით მატულობდა ტკივილი.ბოლოს კომპიუტერულ კვლევაზე გამოჩნდა რომ ძვლის სიმსივნე ჰქონდა.ოპერაცია გვირჩია ექიმმა მაგრამ ოდნავი შველაც ვერ იგრძნო ქალმა,ტკივილი დროებითაც არ შეუჩერდა.ტყუილა გვაყრევინეს ფული უაზრო წამლებში და ოპერაციებში(ნეტა შველოდა და ვინ ჩიოდა)ვერაფერი ვერ უშველეს სამწუხაროდ დაიღუპა.იცოდნენ ოპერაციაც არ უშველიდა მაგრამ ტყუილა აწვალეს,თვითონ ფული ჩაიდეს ჯიბეში(5ათასი დაჯდა ოპერაცია),ხალხი რაში ედარდებათ.. :( რა საშინელებაა ეს სიმსივნე,ღმერთმა ყველას აშოროს..
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბიოფსია - ქსოვილების ნიმუშების აღების მტკივნეული მეთოდი - პროსტატის მდგომარეობის შესაფასებელი ჯერჯერობით ერთადერთი სარწმუნო მეთოდია. თუმცა, ამერიკელმა მეცნიერებმა მოიფიქრეს, როგორ აერიდებინათ პაციენტებისთვის ეს უხერხულობა.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და საშიშ ფორმად ითვლება, რადგანაც სიკვდილიანობა თითქმის 100%-ის ტოლია.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
რეგულარულად გამოყენებისას სტაფილომ შესაძლოა მკერდის გარკვეული სახის სიმსივნეთა განვითარება 60 %-ით შეამციროს - იუწყება The Daily Mail.
სპეციალისტები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთის რეგულარულად მომხმარებლები განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ბევრი ონკოლოგიური პაციენტი იმის გამო იღუპება, რომ კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ მდგრადები ხდებიან.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.