რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
II ტიპის შაქრიანი დიაბეტი

გთხოვთ, დაწვრილებით მოგვითხროთ II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ. საინტერესოა, რა შემთხვევაში ინიშნება ინსულინი II ტიპის დიაბეტის დროს, იცვლება თუ არა ასაკის მიხედვით სისხლში შაქრის ნორმები და შეიძლება თუ არა, II ტიპის დიაბეტიანმა დასამშვიდებლად ჩვეულებრივი დამამშვიდებელი პრეპარატები მიიღოს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტი არაინსულინდამოკიდებული ფორმაა. ამ დროს ორგანიზმში ან არ გამომუშავდება საკმარისი ინსულინი, - ეს II ტიპის ინსულინდეფიციტური სახეობაა, - ან კუჭქვეშა ჯირკვალი ჩვეულებრივ გამოიმუშავებს ამ ჰორმონს, მაგრამ ორგანიზმი სუსტად რეაგირებს მასზე, ქსოვილთა დონეზე იგი აღარ ფუნქციობს, ვინაიდან უჯრედული რეცეპტორები მას ვეღარ ცნობენ. ეს ინსულინრეზისტენტული სახეობა გახლავთ. არის შემთხვევები, როცა ორივე კომპონენტი ერთდროულად არის გამოხატული, მაგრამ სხვადასხვა ხარისხით. მსოფლიოში კატასტროფული ტემპით იზრდება II ტიპით დაავადებულთა რიცხვი. წინათ მიაჩნდათ, რომ შაქრიანი დიაბეტით მოავადეთაგან 10-15%-ს I ტიპი ჰქონდა, ხოლო 85-90%-ს - II ტიპი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით კი I და II ტიპის დიაბეტიანთა ურთიერთშეფარდება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 3:97-ია. თუ I ტიპის შაქრიანი დიაბეტი უმთავრესად ბავშვობაში ან ახალგაზრდობაშივე, 40 წლამდე ვლინდება, II ტიპი 40 წლის შემდეგ ვითარდება და მის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებს ცხოვრების წესი და გენეტიკური განწყობა. გენეტიკური ფაქტორი II ტიპის დიაბეტის დროს მეტად მნიშვნელოვანია. ერთი კვერცხუჯრედისგან განვითარებულ ტყუპებს დაავადება ყოველთვის ერთნაირად უვითარდებათ. II ტიპის დიაბეტი მშობლებისგან შვილებს დომინანტური გზით გადაეცემათ - დაავადების განმსაზღვრელი გენები ქალიშვილმა ორივე მშობლისგან უნდა მიიღოს, ვაჟმა - დედისგან.

 

გამომწვევი მიზეზები
100-დან 80 შემთხვევაში დაავადება სიმსუქნესა და ჭარბ წონას უკავშირდება. მისი განვითარების მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია სტრესი და ფიზიკურად პასიური ცხოვრება (ჰიპოდინამია). ის ხშირად იჩენს თავს ენდოკრინული სისტემის დაავადებების - ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქციის, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიების დროს. შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე რომელიმე ვირუსული დაავადების (გრიპი, ვირუსული ჰეპატიტი, ვირუსული ჰერპესი), პანკრეატიტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების შემდგომ.

 

დამახასიათებელი ნიშნები
დაავადებას ახასიათებს პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, საერთო სისუსტე, წონის კლება ან, პირიქით,  გაძლიერებული მატება. II ტიპის დიაბეტი შედარებით დუნედ ვლინდება, დროული ჩარევის გარეშე მისი ნიშნები მწვავდება, ხოლო უყურადღებოდ მიტოვების შემთხვევაში შესაძლოა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის მიზეზად იქცეს.

 

მკურნალობა
II ტიპის დიაბეტის დროს მკურნალობის მთავარი მიზანი წონის ნორმალიზებაა, ამიტომ, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მკურნალობა მოიცავს დიეტოთერაპიას და ფიზიკურ დატვირთვას. შესაძლოა, დიეტაც საკმარისი აღმოჩნდეს, შესაძლოა, მასთან ერთად აბების მიღებაც გახდეს საჭირო. მკურნალობის პროცესში აუცილებელია შაქრის კონტროლი. II ტიპის დიაბეტის დროს ამის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ მაინც. შაქრის ნორმა ჭამამდე <5,6 მმოლ/ლ-ია, ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ - <7,8 მმოლ/ლ. ეს მაჩვენებლები მუდმივია, თუმცა ასაკთან ერთად შესაძლოა ოდნავ შეიცვალოს. რამდენად საშიშია ეს ცვლილება ან საჭიროებს თუ არა ჩარევას, ამას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს. ექიმივე დაადგენს, ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით რომელი დამამშვიდებელი პრეპარატია ოპტიმალური პაციენტისთვის. დოზირებული ფიზიკური დატვირთვა II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის მკურნალობის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. მათთვის სასარგებლოა ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, მეტად ამტანებისთვის კი

You must have Flash Player installed in order to see this player.
ცურვა, ჩოგბურთი და ველოსპორტიც კარგია. II ტიპის დიაბეტის დროს ზოგჯერ საჭიროა ორგანიზმში ინსულინის შეყვანა. ეს მაშინ, როდესაც დიეტით და ტაბლეტირებული საშუალებებით ორგანიზმში შაქრის დონის ნორმალიზება ვერ ხერხდება, ანუ გლუკოზის დონის დასაქვეითებლად განკუთვნილი სხვა პრეპარატები უეფექტოა. ინსულინთერაპია ასევე ტარდება დროებითი მოსამზადებელი თერაპიის სახით წინასაოპერაციო პერიოდში, როცა II ტიპის დიაბეტით დაავადებულს სხვა პათოლოგიის გამო ქირურგიული ჩარევისთვის ამზადებენ. ამ შემთხვევაში შაქრის დონეს სწორედ ინსულინით აწესრიგებენ. II ტიპის დიაბეტის დროს ინსულინის სადღეღამისო დოზას თითოეულ პაციენტს, ორგანიზმში აღმოჩენილი შაქრის დონის შესაბამისად, მკურნალი ექიმი უდგენს.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელი ენდოკრინოლოგი, პროფესორი ეშლი გროსმანი აცხადებს, რომ ოთახის ხშირად განიავება არა მხოლოდ ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ადამიანს იცავს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-სა და სიმსუქნის განვითარებისგან.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლებელია სისხლში შაქრის დონემ საშიშ ზღვარს მიაღწიოს. თუმცა ამ დაავადების პაციენტებისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება ახალი, მოხერხებული საშუალება. საუბარია ექსპერიმენტულ პრეპარატ ომარიგლიპტინზე (omarigliptin). მისი მიღება კვირაში ერთხელაა საჭირო.
ცნობილია, რამდენად საშიშია ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის. ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ წონის მატება ადამიანის დნმ-ზეც აისახება. კერძოდ, იწვევს გენების ექსპრესიას. სისხლის ანალიზი გაუკეთდა 10 000 ადამიანს. ბევრ მათგანს მომატებული ჰქონდა მეტაბოლური დარღვევის რისკი და აღენიშნებოდა სიმსუქნე.
განწყობის არასტაბილურობა და, საზოგადოდ, ემოციური სფეროს ცვლილებები ქალებთან მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ ფონთან. ნებისმიერი ძვრა ჰორმონულ სფეროში პირდაპირ აისახება ქალის გუნება-განწყობაზე.
პრედიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურზე მაღალია, მაგრამ არც ისე მაღალი, რომ დიაბეტის კატეგორიას მიეკუთვნოს.
ოტაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ სადილობის (რეალურად საკვების ყოველი მიღების) შემდეგ მცირე ხნით გაისეირნონ.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,