|
|
|
თვით ფაქტი თქვენი გოგონას კერძო სკოლაში მიყვანისა იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი ექსმამამთილის საჩუქრისადმი უპატივცემულობა არ გამოგიჩენიათ, ახლა კი სკოლის გამოცვლის თაობაზე უნდა გაესაუბროთ.
თქვენ სწორად მოიქეცით, რომ ახალ უფროსს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან არ უჩივლეთ. ამ პრობლემის მოგვარება საჩივრის გარეშეც შეიძლება. თუ თქვენს კოლეგებს ხელს არ აძლევთ ახალი ხელმძღვანელის მიერ შემოღებული წესები, შეგიძლიათ, ერთად გამოხატოთ თქვენი უკმაყოფილება. ახალი უფროსის რისხვისა ნუ შეგეშინდებათ - თქვენ ჯარში კი არ მსახურობთ, სადაც ბრძანება განხილვას არ ექვემდებარება, არამედ ოფისში, სადაც ახალ ხელმძღვანელზე მეტი გიმუშავიათ, ამიტომ გაქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღოთ ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც შრომის პირობების ორგანიზაციას ეხება. გაარკვიეთ, რატომ აღიზიანებს უფროსს სასადილო მაგიდა, შეარჩიეთ ადგილი, სადაც ის თვალში არავის მოხვდება. შესაძლოა, ახალ უფროსს არც სურს თანამშრომლების შეზღუდვა, უბრალოდ ვერ ხვდება, რა განსხვავებაა, ოფისში ისადილებთ თუ კაფეში, შეგიძლიათ, ხელმძღვანელს გადაკვრით მიანიშნოთ, რომ თუ ოფისიდან სასადილოდ გახვალთ, შესაძლოა სამსახურში დაგაგვიანდეთ.
როგორც ჩანს, მისი რჩეული თქვენი მეგობრის თბილმა, ალერსიანმა ბუნებამაც მოხიბლა. შეეცადეთ, თქვენი ეჭვიანობა პირად ფრონტზე ასეთივე წარმატების მოპოვებისკენ სწრაფვად აქციოთ. რაც უფრო გულწრფელი და თბილი ურთიერთობა გექნებათ თქვენს მეგობართან, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, გაიცნოთ მისი მეუღლის მეგობრები და შესაძლოა, მათ შორის ღირსეული თაყვანისმცემელიც იპოვოთ.
თქვენი თმის გამო თქვენს ქმარსა და პარიკმახერს შორის ნამდვილი ომი გაჩაღებულა, თქვენ კი პასიური დამკვირვებლის როლში ხართ. როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვის აზრს და ძალა არ გყოფნით საიმისოდ, რომ საკუთარი პოზიცია შეიმუშაოთ. გაწუხებთ თუ არა თავის კანის პრობლემა? ამჩნევთ თუ არა თქვენ თვითონ თმის მდგომარეობის გაუარესებას? პარიკმახერს ხელს აძლევს, თმის შეჭრასა და სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე დაგიყოლიოთ, ქმარს კი არ სურს შეეგუოს ცოლის ახალ იმიჯს და გაიძულებთ, მისი ეგოიზმის კვალდაკვალ იაროთ. არადა როცა საქმე თქვენს გარეგნობასა და ჯანმრთელობას ეხება, გარშემო მყოფებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. |