ყველას აინტერესებს, როგორ ინარჩუნებენ ვარსკვლავები მოხდენილობას. ვარსკვლავთა ტანადობის საიდუმლო მარტივია: მათ, ჩვენგან განსხვავებით, ჰყავთ პირადი ფიტნესინსტრუქტორები და დიეტოლოგები, რომელთა წყალობითაც ვერ მოდუნდები, ვერც ზედმეტ ნამცხვარს მიირთმევ და ვერც ვარჯიშს გააცდენ. ყველა გოგონა ოცნებობს იდეალურ სტანდარტებზე, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ, თავს პირადი მწვრთნელისა თუ დიეტოლოგის აყვანის უფლება მისცენ. ვარსკვლავებისთვის გარეგნობა ერთგვარი კაპიტალია, ამიტომ მზად არიან, საუკეთესო დიეტოლოგების მომსახურებაში დიდძალი ფული გადაიხადონ. მოდი, გავიგოთ, რაშია მათი საიდუმლო და მათი ტანადობის რეცეპტებს გავეცნოთ.
სოფი ლორენის სილამაზის საიდუმლო ლეგენდარული სოფი ლორენი, მიუხედავად ასაკისა, შესანიშნავად გამოიყურება. მისი აზრით, წონის დაკლება ისეც შეიძლება, რომ მაკარონზე უარი არ თქვათ, - რასაკვირველია, თუ გიყვართ. - ჩემს მოხდენილობას სპაგეტის უნდა ვუმადლოდე, - ამბობს მსახიობი, რომლის სიმაღლე 173 სმ-ია, ხოლო წონა - 60 კგ, - ვგიჟდები მაკარონზე და თითქმის ყოველდღე გეახლებით. ეს სავსებით ჯანსაღი საკვებია. მთავარია, არ მიიღოთ მეტისმეტად ბევრი კალორია ერთ ჯერზე და აკონტროლოთ ულუფის ზომა. თავად მსახიობი არაჟნისა და ყველის ნაცვლად ბოსტნეულის სოუსს ამჯობინებს. იმისთვის, რომ წონა არ მოიმატოს, ჭამს დღეში 3-ჯერ, მცირე ულუფებით. გარდა ამისა, ყოველდღე სვამს 1 ჭიქა იოგურტს, რომელშიც 1 კოვზი ლუდის საფუარია გახსნილი, ხოლო დღეგამოშვებით ანანასს მიირთმევს. განტვირთვის დღეს ორგანიზმის გაწმენდის მიზნით მსახიობი 3 თვეში ერთხელ იწყობს. ამ დროს ჭამს მხოლოდ ცოცხალ ხილს და სვამს უშაქრო ნატურალურ წვენებს. იგი არ ეწევა, არ სვამს სპირტიან სასმელებს. დასაძინებლად სოფი ლორენი 21 საათზე წვება, დილის 6 საათზე კი დგება. აკეთებს გამამხნევებელ ვარჯიშს, ხოლო შემდეგ სასეირნოდ მიდის. ყოველდღე, ათი წუთის განმავლობაში, ღია ფანჯარასთან ვარჯიშობს ჰანტელებით, მერე კი ცივ შხაპს იღებს - ეს კუნთების ტონუსისა და მკერდის ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა
ორშაბათი საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი სადილი: სალათის ფურცელზე დაწყობილი სალათა ნებისმიერი ბოსტნეულით, 60 გრამი წვრილად დაჭრილი ინდაურის ხორცითა და უცხიმო ყველით ვახშამი: 115 გრამი მაკარონი, კრევეტები (გემოვნებისამებრ), ისპანახის სალათა დაბალკალორიული საკაზმით დესერტი: 1 ცალი ვაშლი
სამშაბათი საუზმე: 1 ჭიქა მსხვილი ბურღული და უცხიმო რძე სადილი: ცოცხალი ხილის სალათა და ნახევარი ჭიქა ხაჭო ვახშამი: 115 გრამი სპაგეტი ინდაურის ხორცის გუფთით, სალათის ფურცლები მცენარეული საკაზმით დესერტი: 1 ცალი მსხალი
ოთხშაბათი საუზმე: ცეხვილი პურის ორცხობილა და უცხიმო ყველი სადილი: 115 გ მწვანე სალათა და მოხარშული ქათმის ხორცი ვახშამი: 170 გ უცხიმო ყველი, სხვადასხვა ბოსტნეულის სალათა მცენარეული საკაზმით დესერტი: 2 ცალი ატამი
ანჯელინა ჯოლის იდეალური რაციონი
საუზმე: კვერცხის ომლეტი, 1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, ყველი, უკოფეინო ნაღებიანი ყავა სადილი: სოკოს სალათა, ბიფშტექსი, მწვანე ხახვი, მწვანე სალათა, ცოტა ყველი ვახშამი: კომბოსტოს სალათა ნივრითა და ლიმონით, შემწვარი ორაგული
ჯენიფერ ლოპესის დიეტა
საუზმე: 1 ჭიქა წყალი, 1 ფორთოხალი, კაკაო, 15 წუთის შემდეგ - 1 ცალი ნებისმიერი ხილი სადილი: 200 გ ხაჭო, 200 გ ხილი სამხარი: ცოტაოდენი ჩირი ვახშამი: 200 გ თევზი ან ფრინველის ხორცი, 300 გ ბოსტნეული ძილის წინ: უცხიმო ნატურალური იოგურტი.
როგორ ინარჩუნებს სილამაზეს კლაუდია შიფერი
კლაუდია შიფერი ხანგრძლივ და მსუბუქ დიეტას ამჯობინებს. მას სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს: მწვანე ჩაი. მოდელი ყოველი ჭამის შემდეგ რამდენიმე ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევს - ამ სასმელს ორგანიზმიდან წიდა და ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს. გარდა ამისა, კლაუდიამ თავად შეიმუშავა დიეტა "5+".Aასეთი სახელწოდება დიეტამ იმის გამო მიიღო, რომ 5-დღიანია. თითოეული დღის რაციონის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 1200 კილოკალორიაა, რაც დიეტას ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უვნებელს ხდის. მისი წყალობით დაახლოებით 3 კილოგრამს დაიკლებთ.
საუზმე: ხილისა და კენკრის ნარევი (გამონაკლისია ბანანი, ყურძენი და ლეღვი) და 100 გ იოგურტი II საუზმე: ხილის კოქტეილი, რომელიც 100 მლ იოგურტისა და 100 მლ ნებისმიერი ხილის წვენისგან მზადდება სადილი: ბოსტნეულის რაგუ, რომელშიც შედის მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 სტაფილო, 1 პარკოსანი, ნახევარი თავი ხახვი, 1 სუფრის კოვზი ახალი ლობიო ან ბარდა, ოხრახუში, ნიახური, 100 გრამი დო, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი სამხარი: პურის პატარა ნაჭერი და 100 გ ქათმის თეთრი ხორცი ვახშამი: ხილის ფლავი (50 გრამი მოხარშული ბრინჯი, ვაშლი და 100 გ ნებისმიერი სხვა ხილი და კენკრა)
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|