|
|
|
თქვენ ბიჭუნას დედა არ ხართ და ეს ორივემ კარგად იცით, მაგრამ თუ ერთად ცხოვრებას აპირებთ, შეეგუეთ იმ აზრს, რომ გარკვეული მოვალეობები გექნებათ. წინასწარ შეუთანხმდით საქმროს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ქმედებებზე:
სამწუხაროდ, ამ სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია ორივე მხარის სურვილი და მონდომება. ესაუბრეთ ქმარს, აუხსენით, რას განიცდით. მთავარია, ეს არ იყოს ბრალდება და პრეტენზია - სასურველი მიზნის მიღწევა მშვიდი საუბრით სცადეთ. ალბათ, ისიც ბევრი რამით არის უკმაყოფილო, ამიტომ ერთმანეთს უნდა მოუსმინოთ. იქნებ სიტუაციის შეცვლაც მოახერხოთ. თუ გაირკვა, რომ თქვენს მეუღლეს ასეთი ურთიერთობა ხელს აძლევს და არაფრის შეცვლა არ სურს, მაშინ უნდა გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა მასთან დარჩენა. ამასთანავე, ეცადეთ გაითვალისწინოთ არა მხოლოდ შვილის, არამედ საკუთარი ინტერესებიც. განქორწინება არ გულისხმობს ბავშვისთვის მამის წართმევას. მით უმეტეს, რომ მამა არც ახლა არ აქცევს შვილს განსაკუთრებულ ყურადღებას.
უპირველეს ყოვლისა, თავს ნუ იდანაშაულებთ. ყველა შეიძლება შეცდეს. ფულთან დაკავშირებულ საკითხებს უახლოესი ურთიერთობის გაფუჭებაც შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ ორთვიან ნაცნობობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი სესხად მხოლოდ იმდენ ფულს იძლევა, რამდენის დაკარგვაც გულს არ დასწყვეტს. თქვენ შეგიძლიათ, კიდევ რამდენჯერმე დაურეკოთ იმ მამაკაცს - იქნებ გაუგებრობა მოხდა, ან უბედურება შეემთხვა. თუ დარწმუნდებით, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, შეეცადეთ, ეს ისე მიიღოთ, როგორც ფასეული გამოცდილება, ხოლო დაკარგული ფული ამ გამოცდილების საზღაურად მიიჩნიოთ.
თუ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ტანსაცმელი მხოლოდ მასთან შეიკეროთ, მაშინ მადლიერების გამოხატვის სხვა ფორმა მოიძიეთ. თქვენ, ალბათ, კარგად იცნობთ მას, იცით მისი გემოვნება და ინტერესები. უყიდეთ ის, რაც გაახარებს, რაც სჭირდება და გამოადგება. ალბათ, თქვენს მეგობარს უფრო გაუადვილდება, მიიღოს საჩუქრად ყვავილები, კარგი ჩაი ან ყავა, საყვარელი ფილმის დისკი, სუნამო, კრემი ან თმის საღებავი. თუ მაინც უარს იტყვის, უთხარით, რომ მისი ნამუშევარი სიამოვნებას განიჭებთ და გსურთ, სანაცვლოდ თავადაც ასიამოვნოთ. |