რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ვარიკოზი და მემკვიდრეობითი მიდრეკილება

სისხლძარღვების საშუალებით სისხლი სხეულის ყველა უბანს მიეწოდება. განსაკუთრებით დაძაბულად მუშაობენ ფეხებში განთავსებული ვენები, რომლებშიც ყველაზე ხშირად ხდება სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სისხლის შეფერხება. მაგრამ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

 ნორმალური სისხლის მიმოქცევის დროს ვენები ისე მუშაობენ, როგორც ერთი მიმართულებით, ცალმხრივად მოძრავი ესკალატორი. სისხლძარღვებში არსებულ სარქვლებში გამომუშავებულ სისხლს არ აძლევენ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის საშუალებას. ვენების გაფართოების შემთხვევაში სარქვლები არც ისე საიმედოდ უკეტავენ გზას საწინააღმდეგო ნაკადს. ”შესუსტებულ” უბნებში სისხლის შეგუბება ხდება და ქმნის კვანძებს. ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობთ, დაავადება შეუმჩნევლად გეპარებათ, ნებისმიერი ანთების დროს წარმოქმნილი თრომბი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას.

 

ფეხი ფეხზე

ვარიკოზული დაავადებები ერთნაირად ემუქრება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალის სისხლძარღვებს უფრო სუსტი შემაერთებელქსოვილოვანი კარკასი აქვთ, ეს სნეულება მათ უფრო ხშირად ვნებს. ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და მოძრაობის შეზღუდვა ხელს უწყობს ვარიკოზის განვითარებას. პირველი ”მოლურჯო ვარსკვლავები” თავს იჩენს მშობიარობის შემდეგ, დროთა განმავლობაში კი ”გველებად” გადაიქცევა, რომლებიც ფეხებს შემოეხვევიან ხოლმე. სისხლი ფეხების ვენებში იწყებს შეფერხებას, შეგუბებას, განსაკუთრებით მაშინ ხდება ვენების გადაჭიმვა, როდესაც ფეხი ფეხზე გადადებული ზიხართ. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთ პოზაში ნუ იქნებით.

 

 ცივი შხაპი

ვარიკოზი - მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი არ არის, ეს სნეულებაა, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოს. უბრალოდ, ფეხებზე აშკარად არის გამოხატული და მაქსიმალურად გამოვლინდება.

მემკვიდრეობითობა - ვარ­იკოზის ერთ-ერთი მიზეზთაგანია. თუ თქვენს მშობლებს ”სუსტი ვენები” აქვთ, მაშინ თქვენ რისკის ჯგუფში ხართ. გენეტიკა - რთული მეცნიერებაა, მაგრამ თუ იცით, რომ გაქვთ გენეტიკური განწყობა და მიდრეკილება, შესაძლებელია თავის დაზღვევა. დაიწყეთ დატვირთვების კონტროლი და გადადით დაბალ ქუსლებზე. ხანგრძლივი გადაფრენისას ან მატარებლით მგზავრობისას გაიარ-გამოიარეთ სალონში, ისეირნეთ. თუ დიდხანს დგახართ, ხანდახან ფეხის წვერებზე აიწიეთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზედმეტი წონა ფეხებისთვის ტვირთად არ იქცეს. დაივიწყეთ ლიფტი, ისარგებლეთ კიბით. თავი აარიდეთ გადახურებას: ცხელ აბაზანას, გარუჯვას და საუნას - ისინი მავნებელია თქვენი ვენებისთვის. კარგია ცივი შხაპი ფეხებისთვის. წყლის ნაკადი ტერფებიდან ზემოთკენ მიმართეთ. როცა წევხართ, ფეხები ოდნავ ამაღლებულ ბალიშზე შემოალაგეთ. სასარგებლოა ცურვა, სპორტული სიარული და ველოსიპედით მგზავრობა.

 

ფლებოლოგთან!

ვარიკოზის აღმოფხვრა შეუძლია ექიმს, რომელიც სპეციალიზებულია ვენების მკურნალობაში - ფლებოლოგს (სისხლძარღვთა ქირურგი). მიმართეთ მას, თუ შეამჩნევთ ფეხების სიმძიმეს და შეშუპებას, დაღლილობას (განსაკუთრებით, საღამოობით), ტკივილს და კრუნჩხვით შეგრძნებებს. კანზე ”ბადეების” გაჩენა და მოწითალო-მოლურჯო ლაქები - ეს უკვე საკმაო საბაბია ექიმთან ვიზიტისთვის. თანამედროვე დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა, სნეულება ადრეულ ეტაპზევე გამოვლინდეს. იმისდა მიხედვით, თუ რომელ სტადიაზეა ვარიკოზი, ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს. ნუ გამოიყენებთ მაშინვე რეკლამირებულ მედიკამენტებს. სანამ რომელიმე მათგანს შეარჩევდეთ, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ. ის ყველა უკუჩვენებას გაითვალისწინებს.

არსებობს თერაპიული მეთოდი, როცა ვენის შიგნით შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვთა კედლებზე ზემოქმედებს. ამ დროს თვით ვენის ამოღება არ ხდება, მაგრამ სისხლის ნაკადის გავლა ამ უბანში წყდება. მიუხედავად იმისა, რომ

You must have Flash Player installed in order to see this player.
მეთოდი საკმაოდ მარტივია, შეზღუდვები მაინც არსებობს.

გაფართოებული ვენების ქირურგიული ამოკვეთის შემთხვევაში ისინი იჭიმება კანზე გაკეთებული მცირე ზომის ნაპრალიდან. თუმცა ამ მეთოდს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ოპერაციას. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ თვით დაავადების მიზეზს ის ვერ სპობს. ისევე, როგორც ვენების ”შეწებების” მეთოდს, ასევე ქირურგიულ მკურნალობას ვენური სისხლის ნაკადის დატვირთვა ზედაპირული ვენებიდან უფრო ღრმა ვენებისკენ გადააქვს.

ოპერაციის შემდგომ, ასევე უბრალოდ პროფილაქტიკისთვის სასურველია ატაროთ სპეციალური კომპრესიული თეთრეული (გოლფები, წინდები, რეიტუზები - კოლგოტები). ექიმი-ფლებოლოგი შეგირჩევთ ზუსტად თქვენთვის საჭირო და შესატყვის კომპლექტს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება. ეს მეთოდი თამამად შეიძლება გამოვიყენოთ თრომბის გამწოვ ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად.
აშშ-ის, გერმანიისა და ბელგიის სპეციალისტების გუნდმა მღრღნელებზე კვლევები ჩაატარა.
ვარიკოზით გამოწვეული “ვარსკვლავები”, გაგანიერებული ვენები და შეშუპებები - ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. მით უფრო, თუ სხვა სიმპტომებიც შეიმჩნევა - სიმძიმისა და მოჭერის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა სამუშაო დღის შემდეგ. ეს ყველაფერი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისზე მიუთითებს - ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც დროთა განავლობაში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

ქვედა კიდურების ვენების დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც განსაკუთრებით ცხელი სეზონის დროს იჩენს ხოლმე თავს. ამ პრობლემაზე გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალ - პირველი კლინიკური საავადმყოფოს” სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაურ ნონიკაშვილი.

- ქრონიკული ვენური დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მოზრდილი მოსახლეობის 10-55%-ს აღენიშნება და უფრო ხშირია ქალებში. დაგვიანებული ჩარევისას სერიოზულად რთულდება და მკურნალობაც სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება. ქვდ-ის შორს წასული შემთხვევები შრომისუნარიანობის დროებითი თუ მყარი შეზღუდვის გამომწვევი ერთ-ერთი უხშირესი პათოლოგიაცაა.

ათეროსკლეროსი აზიანებს არტერიებს, იწვევს რა, მათი ელასტიურობის დაქვეითებას. ითვლება, რომ ეს ხდება მაღალი წნევის, ქოლესტერინის დონის მომატებისა და სიგარეტის მოხმარების გამო.
ზაფხული მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის. ამ დროს ბევრი, უმთავრესად - ქალები, ფეხების შეშუპებას და ტკივილს უჩივის. საღამო ხანს შესამჩნევად სივდება კოჭების არე, ყრუ ტკივილი აღმოცენდება წვივის კუნთებსა და თითებში...

რისი ბრალია ეს - ამინდის, გა­უწყლოების, მოუხერხებელი ფე­ხ­საცმლის?

04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.