რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

2005 წლის 8 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ფონდის მთავარ პრიორიტეტად ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. მას შემდეგ ფონდი აქტიურ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა პრევენციული და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით. დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსიტუტის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად მუშაობას უძღვება ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი, რომელსაც საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრის მუშაობის სპეციფიკისა და ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ ვესაუბრეთ.

- ქალბატონო თეა, როდის დაარსდა და რას ისახავს მიზნად საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი?
- ეს ცენტრი 2007 წელს პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე. ცენტრის მთავარი პრიორიტეტია, ეკლესიასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობას: გამართოს კონსულტაციები და ტრენინგები, მოამზადოს კადრები, ითანამშრომლოს მასმედიასთან და განახორციელოს მედიაკამპანიები, აწარმოოს ფსიქოლოგიური პრობლემების მეცნიერული კვლევა, შეიმუშაოს ფსიქომეტრიული და ფსიქოთერაპიული მეთოდები, გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები. საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟითა და საერთაშორისო დონორების (The Global Fund, USAID, IOCC, RTI, ACT) დაფინანსებით ფონდში აქტიური კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა მიმდინარეობს ასოციალური ქცევის/მავნე ჩვევების პრევენციისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით. ორგანიზაცია აერთიანებს ფსიქოლოგებს, იურისტებს, სოციალურ მუშაკებს, ექიმებს, მოძღვრებსა და პედაგოგებს.


- რა საქმიანობას ეწევა უშუალოდ ცენტრი?
- გლობალური ფონდის პროექტ "აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ღონისძიებების გაფართოების" ფარგლებში ცენტრი ახორციელებს ნარკომომხმარებლებისა და მათი თანადგომის ქსელის ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო-საკონსულტაციო ტრენინგ-პროგრამას. აქ მოსულ ბენეფიციარებს ურიგდებათ ამავე ცენტრში შემუშავებული და გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც ისინი თავის გარემოცვაში ავრცელებენ. სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულ ბენეფიციართათვის იმართება ინდივიდუალური სესიები, რომელთა მიზანია, აუხსნას მათ თანასწორთა განათლების მნიშვნელობა, მიდგომის სპეციფიკა და მუშაობის ეფექტიანობა.


- დაცულია თუ არა ბენეფიციართა ანონიმურობა?
- კონტინგენტის თავისებურებიდან გამომდინარე, სესიები ანონიმურად მიმდინარეობს. თანასწორგანმანათლებელთა მომზადებაზე ორიენტირებული მუშაობა ასევე მიმდინარეობს საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერებში პარაკლისების შემდეგ. ანტინარკოტიკულ ცენტრში ბენეფიციარებისა და მათი თანადგომის ქსელის წარმომადგენლების (ოჯახის წევრებისა და ახლობლების) როგორც ფსიქოლოგიური დახმარება/ფსიქოთერაპია, ასევე სატელეფონო კონსულტაციები სრულიად უსასყიდლოა. კონსულტაცია ანონიმურია, მიღებული ინფორმაცია - კონფიდენციალური. მიზნობრივი ჯგუფის (ნარკომომხმარებელთა) კონსულტირება-მიღება კოდირების პრინციპით მიმდინარეობს (კოდი ენიჭება მხოლოდ ფიზიკურად მოსულ პირს, სატელეფონო კონსულტირებისას კოდის მინიჭება არ ხდება). შემოსულ ბენეფიციარს ანტინარკოტიკული ცენტრის კონსულტანტი აძლევს კოდს, რომელიც ამარტივებს კლიენტის იდენტიფიცირების პროცესს. კოდი იქმნება შემდეგი პრინციპით: დედის სახელის პირველი ასო+მამის სახელის პირველი ასო+ბენეფიციარის დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი. ასე, მაგალითად: თუ ბენეფიციარის დედას ჰქვია ლია, მამას - მათე, ხოლო თავად დაბადებულია 1977 წელს, მისი კოდი იქნება ლმ77. ამრიგად, მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლის (ნარკომომხმარებლისა თუ მისი თანადგომის ქსელის წევრის) ანონიმურობა დაცულია. შედეგად იფანტება ყოველგვარი ეჭვი და იზრდება თანამშრომლობისა და ურთიერთობის მოტივაცია. კონსულტაცია 50-60 წუთი გრძელდება. კონსულტაციის შემდეგ ანტინარკოტიკული ცენტრის კონსულტანტი ავსებს ცენტრის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კონსულტაციის ფურცელს, სადაც ასევე დაცულია კლიენტის ანონიმურობა და პროცესის დინამიკის გამოსავლენად კონსულტანტი შემთხვევას აღწერს. ცენტრში 2008 წლიდან ფუნქციობს სატელეფონო

You must have Flash Player installed in order to see this player.
ცხელი ხაზი ნარკომომხმარებელთა და მათი თანადგომის ქსელის (ოჯახის წევრების, ახლობლების) უფასო ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზნით. ცხელი ხაზის ნომერია 30-94-98. ცენტრთან არსებულ ათ საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერაში მუშაობენ სპეციალური კურსით ტრენინგებგავლილი მოძღვრები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, ტარდება პარაკლისები. ეს საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერები მდებარეობს: გორის ეპარქიაში - რუისის ეკლესიასთან, ანდრია პირველწოდებულის სახ. ეკლესიასთან; თბილისში - საბურთალოს ამაღლების ტაძართან, სოლოლაკის ამაღლების ტაძართან, დემეტრე თავდადებულის ტაძართან, თსუ-ის წმინდა დავით აღმაშენებლის სახ. ტაძართან, კარის ეკლესიასთან, მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძართან, ანჩისხატის ეკლესიასთან.


- რამდენად ხელმისაწვდომია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფთათვის ფსიქოთერაპიული სესიები?
- საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2009 წლის მაისში გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ცენტრის ფსიქოთერაპევტი და პროექტით გათვალისწინებულ აქტივობათა ფარგლებში დაიწყო ფსიქოთერაპიული მუშაობა მეტადონით მკურნალობის პროგრამაში მყოფ პატიმრებთან. გლდანის საპყრობილეში სულიერებაზე ორიენტირებული ჯგუფური ფსიქოთერაპია ტარდება კვირაში ერთხელ. შეხვედრის ხანგრძლივობა 3-5 საათია. სარეაბილიტაციო პროცესში 12 ბანეფიციარია ჩართული. ფსიქოთერაპიული სესიების პარალელურად მეტადონით მკურნალობის პროგრამაში მყოფ პატიმრებთან თანასწორგანმანათლებელთა მომზადებაზე ორიენტირებული მუშაობა მიმდინარეობს. ჯგუფის წევრები განიხილავენ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ჩანაცვლებითი თერაპიის ეფექტიანობას, მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებს... ჯგუფური მუშაობა ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობს. ამის პარალელურად გლდანის სასჯელსააღმსრულებლო დაწესებულებაში ცენტრის ორი მოძღვარი მუშაობს. სესიის დასრულების შემდეგ პროგრამაში ჩართული პატიმრები თავიანთი ინიციატივით თანასწორსაგანმანათლებლო სამუშაოს საკნებში ატარებენ. საუბრები ანონიმურია, მიღებული ინფორმაცია - კონფიდენციალური. ყოველ ხუთშაბათს 17.00-დან 18.00 საათამდე ანტინარკოტიკულ ცენტრში საეკლესიო-სარეაბილიტაციო კერებში მომუშავე მოხალისე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სუპერვიზია მიმდინარეობს. მოხალისეები სუპერვიზორთან ერთად განიხილავენ შემთხვევებს, აყალიბებენ მუშაობის სტრატეგიას. თვეში ორჯერ, ხუთშაბათობით, იმართება რთული შემთხვევების კონფერენცია. ცენტრის სპეციალისტები (ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკი, ფსიქოდიაგნოსტიკოსი, მოძღვარი) განიხილავენ რთულ შემთხვევებს, ამუშავებენ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. ცენტრის სასულიერო პირი მუშაობს მეტადონის პროგრამაში ბენეფიციარების პროგრამიდან გამოსაყვანად.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც გატყობინებდით, 2017 წლის 25 აპრილს უეცრად გარდაიცვალა აკადემიკოსი რეზო გაგუა. დიდია ბატონი რეზოს დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე. 
მეტი სიცილი პარტნიორებს შორის რომანტიკულ ურთიერთობას გაამყრებს. კანზასის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევით, სპეციალისტებმა შეისწავლეს იუმორის გრძნობის როლი პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორებს იუმორის გრძნობა მსგავსი უნდა ჰქონდეთ.
ამერიკული კრიმინალური დრამა "გაბოროტებული" (Breaking Bad) 2008 წლიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალის პოზიციას არ თმობს. გთავაზობთ სერიალის შესახებ საინტერესო ფაქტების მეორე ნაწილს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც გატყობინებდით, 2017 წლის 25 აპრილს უეცრად გარდაიცვალა აკადემიკოსი რეზო გაგუა. დიდია ბატონი რეზოს დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე. 
მაღალკალორიული საკვებისა და დაუბალანსებელი კვების მიღებისას ხშირია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

მსოფლიო დონის მკურნალობა, რომელსაც ”აჯიბადემის” სამედიცინო ქსელი სთავაზობს პაციენტებს, საქართველოს მოსახალეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება.თბილისში გაიხსნა”აჯიბადემის” ოფიციალური წარმომადგენლობა , რომელიც ქართველ პაციენტებს თურქეთში მკურნალობის მიღების გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს. დღეიდან ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მიმართოს ქართულ ოფისს და ის საბუთების თარგმნაში, თურქეთის კლინიკებში გაგზავნაში, ტრანსპორტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საქმეში სრულიად უფასოდ დაეხმარება.

ადრეულ ბავშვთა ასკში საკმაოდ მაღალია ნაწლავის დისფუნქციით მიმდინარე პათოლოგიების სიხშირე. განსაკუთრებით საყურადღებოა დიარეა ანუ ნაწლავთა აშლილობა, რომლიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს.

ბუნების ხმა აუმჯობესებს ოფისში თანამშრომლების განწყობას და ზრდის შრომის უნარს. დღეს ბევრ ოფისს ღია გეგმარება აქვს, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ადგილზე ხმის იზოლაციას. ადამიანი მუდმივად ფონური ხმაურის მოქმედების ქვეშ იმყოფება (ზარები, საუბარი, საოფისე ტექნიკის ხმა).
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
03 მარტი 2017
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
სპეციალისტებმა ყველაზე საშიში და აუხსნელი დაავადებების რეიტინგი დაასახელეს. რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს მარბურგის ჰემორაგიული ცხელება. ამ სასიკვდილო დაავადებაზე ცოტა რამაა ცნობილი. გამომწვევი ვირუსის გადამტანები მაიმუნები არიან. ექიმებისთვის მხოლოდ მისი სიმპტომებია ცნობილი: მასიური სისხლდენა, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.