რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პროთრომბინი

ვაშლის ძმარი დიდი ოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით. გარდა ამისა, მდიდარია B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. პექტინების შემცველობის წყალობითAამცირებს ქოლესტერინის ოდენობას (პექტინები ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინთან ერთად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს), ამიტომ ათეროსკლეროზული პროცესების პროფილაქტიკისათვისაც სასარგებლოა.

აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვერმონტის დიეტა, ისევე, როგორც ევროპაში - ხმელთაშუა ზღვის დიეტა. საქმე ის არის, რომ ვერმონტის შტატის მკვიდრნი გასაოცარი ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით გამოირჩევიან. მკვლევარები კარგა ხანია დაინტერესდნენ ამ ფაქტით და გაარკვიეს, რომ ამის მიზეზი ვაშლის ძმრის სისტემატური გამოყენება ყოფილა. ამ სითხეს  ვერმონტში თურმე სიცოცხლის კოქტეილსაც უწოდებენ და არცთუ უსაფუძვლოდ - ის მდიდარია 30-მდე მნიშვნელოვანი ნივთიერებით, ვიტამინებით, ენზიმებით, პექტინებით, რომლებიც გულის კუნთს იცავს. მეტად გავრცელებულია გამაჯანსაღებელი ეფექტის მქონე ასეთი ნარევი: ერთ ჩაის კოვზ თაფლში შერეული ამავე ოდენობის ვაშლის ძმარი. ეს ნარევი რეკომენდებულია ზრდასრულთათვის. ბავშვებმა, უმჯობესია, თაფლი ძმრის გარეშე მიიღონ. სამაგიეროდ, თბილ წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი პატარებისთვის უებარი სავლებია ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს.

ცოტა რამ პროთრომბინზე

პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა. სწორედ ფიბრინის კოლტი აცობს დაზიანებულ სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის დენას. თრომბინად გარდაქმნის პროცესში პროთრომბინის მოლეკულა კარგავს ნახშირწყლების 3/4-ს და თითქმის ორჯერ პატარავდება. პროთრომბინი, ისევე როგორც სისხლის შედედების სხვა (VII, IX, X) ფაქტორები, ღვიძლში წარმოიქმნება და  K ვიტამინის მეშვეობით რეგულირდება. ამ ფაქტორების შემცირება დასაბამს აძლევს სისხლდენას, რაც ღვიძლის მძიმე დაავადებათა დროს ვლინდება. მიზეზი შეიძლება იყოს K ვიტამინის ნაკლებობა ან მისი შეწოვის დარღვევა (მაგალითად, დისბაქტერიოზის, ბავშვთა ადრეული ჰემორაგიისა და სხვა პათოლოგიების დროს). ვარაუდობენ, რომ K ვიტამინის ნაკლებობა იწვევს პროთრომბინის ანომალიური (სახეცვლილი, არანორმალური) მოლეკულების სინთეზს (წარმოქმნას), რომლებიც თრომბინად ვეღარ გარდაიქმნება.
პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის განვითარების საშიშროებას ქმნის. პროთრომბინის მომატებას ხელს უწყობს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირება (ე. წ. სისხლის გასქელება), ზოგიერთი მედიკამენტის (გლუკოკორტიკოსტეროიდების, ორალური კონტრაცეპტივების, ანტიჰისტამინური პრეპარატების და სხვა) მიღება, ასევე - გენეტიკური განწყობა (პროთრომბინის გენის მუტაცია, რის შედეგადაც იმატებს პროთრომბინის სინთეზი და სისხლში მისი კონცენტრაცია). სამედიცინო პრაქტიკაში სისხლის შედედების სისტემის დახასიათება-შეფასებისთვის მიმართავენ პროთრომბინის დონის, ე. წ. პროთრომბინული ინდექსის განსაზღვრას. პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:

  • დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად, კიტრი);
  • წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) - დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);
  • შტოშის ნაყენი - ის ასპირინზე არანაკლებ
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედედების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);
  • ნიახურის წვენი - მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
  • უმი ხახვი და ნიორი;
  • ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);
  • პომიდორი, განსაკუთრებით - თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
  • იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
  • ყვითელი ძიძოს ნაყენი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას. მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20-25 წუთს აჩერებენ და დღეში 3-ჯერ 1/3-1/2 ჭიქას სვამენ.
  • კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) - სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე - იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეხსიერების გაუმჯობესებისა და ტვინის ფუნქციათა გააქტიურებისთვის გირჩევთ მიირთვათ პიტნის ნაყენი (ჩაი). ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები წარმოაჩინეს ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინგლისში გამართულ ფსიქოლოგთა კონფერენციაზე. მათ შეისწავლეს რამდენიმე მცენარის ნაყენის გავლენა ადამიანის მეხსირებასა და განწყობაზე. კვლევაში 180 მოხალისე მონაწილეობდა
იშვიათი ტროპიკული ხის Hylandia dockrillii-ს ნაყოფში, რომელიც მხოლოდ ავსტრალიის ჩრდილოეთში, კვინსლენდის შტატში ხარობს, მეცნიერებმა EBC-46 მოლეკულა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ამ მოლეკულას კიბოსთან გამკლავება შეუძლია. ამჟამად მიმდინარე კლინიკური კვლევების მსვლელობისას კენკრის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები ფასდება.
იაპონელი მეცნიერების აზრით, ღამის კოშმარებთან ბრძოლა საჭირო და შესაძლებელია. ისინი ჯანსაღ კვებაზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. სპეციალისტების აზრით, სწორი რაციონი კოშმარების სიხშირეს 50%-მდე ამცირებს.
ტირიფის ქერქის ექსტრაქტი დაბერების პროცესს საგრძნობლად აფერხებს. კონკორდიას უნივერსიტეტისა და კომპანია Idunn Technologies-ის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ
ცინცინათის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მოცვი აუმჯობესებს თავის ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს, რაც თავისთავად ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის საშუალებასაც იძლევა. მეცნიერებმა მოცვის ეფექტის ტესტირება 25 000 პენსიონერზე ჩაატარეს. 
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.