For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
სტომატოლოგია
ესთეტიკური სტომატოლოგია 26.03.10

შუა საუკუნეების მხატვართა ტილოებზე ღიმილი იშვიათია - სავარაუდოდ, ნატურებს ან ცუდი კბილები ჰქონდათ, ან კბილთა ცუდი დგომა. მე-20 საუკუნეში კი, როდესაც მოდური გახდა ფართო ღიმილი მაქსიმალურად გახსნილი ბაგეებით, ადამიანებმა ლამაზი კბილების შენარჩუნების გზების ძიება დაიწყეს. სტომატოლოგიურმა ინდუსტრიამაც ფეხი აუწყო დროის მოთხოვნას და მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამერიკაში ესთეტიკური სტომატოლოგია დაიბადა, რომელიც სულ მალე მთელ მსოფლიოში კლინიკური სტომატოლოგიის მნიშვნელოვან მიმდინარეობად ჩამოყალიბდა.ექიმს კბილის მკურნალობასთან ერთად დაზიანებული გვირგვინის მხატვრული რესტავრაციაც უნდა შეეძლოს, ანუ თანამედროვე სტომატოლოგი იმავდროულად მხატვარიც უნდა იყოს და სკულპტორიც. ესთეტიკური სტომატოლოგიის შესაძლებლობებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი სტომატოლოგი თამარ ვახტანგაძე გვესაუბრება.

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
სტომატოლოგია მომავალი დედებისათვის 26.03.10

ორსულთა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კბილებია. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცეთ, რომ პირის ღრუს პრობლემები თავიდან ავიცილოთ? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი სტომატოლოგი მედეა ჯანჯღავა გვიპასუხებს.

- პირის ღრუს უმთავრესად რომელ პათოლოგიებს უჩივიან ორსულები? რატომ? საერთოდ, რა ხდება ორგანიზმში ორსულობისას?

 
ავტორი: ნანა ხუცაიძე დაწვრილებით...
ლამაზი ღიმილის საიდუმლო 26.03.10

საკამათო არ არის, რომ ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. უსწორმასწორო კბილები და არასწორი თანკბილვა შესაძლოა ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცეს და არასახარბიელოდ აისახოს ადამიანის მომავალზე. განურჩევლად იმისა, გადალახავს თუ არა პიროვნება არასწორი კბილების კომპლექსს, ფიზიოლოგიური პრობლემები თავისთავად არ მოგვარდება. მაშ, როგორ მოვიქცეთ? გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკა Dental House-ის ხელმძღვანელი, ექიმი ორთოდონტი ნათია კაკაურიძე.


- არის თუ არა თანკბილვის, კბილთა დგომისა და კბილთა რკალის პათოლოგიები გენეტიკური და საზოგადოდ რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს?

 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
პაროდონტიტი და პაროდონტოზი 26.03.10

თანამედროვე პაროდონტოლოგია ღრძილების ოცამდე დაავადებას მოიცავს, რომელთა შორისაც ყველაზე ფართოდ პაროდონტიტი და პაროდონტოზია გავრცელებული. ზრდასრულ ასაკში კბილების ნაადრევ დაკარგვას ყველაზე ხშირად სწორედ ეს ორი პათოლოგია იწვევს. მათ შესახებ ექიმი სტომატოლოგი მაია მაქანდარაშვილი გვესაუბრება.

- პაროდონტიტი კბილის დაავადებაა, რომლის დროსაც ღრძილის ანთება პაროდონტის (კბილის ირგვლივი არე) სხვა ქსოვილებზეც ღრმად ვრცელდება. პათოლოგიური პროცესი თანდათან არღვევს კბილბუდეს, ალვეოლური მორჩის ძვლოვან ქსოვილს და პერიოდონტს. დღეს ყოველ მესამე ადამიანს ამა თუ იმ ხარისხის პაროდონტიტი აღენიშნება.

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
კბილის ექსტრაქცია 26.03.10

ვის არ განუცდია კბილის ტკივილი, ხშირად - იმდენად მწვავე, რომ სურვილი გასჩენია, საკუთარი ხელით ამოეძრო მტკივანი კბილი. არადა, ეს საქმე, - კბილის ამოღებას ვგულისხმობ, - სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. კბილის ამოღების ჩვენებებზე, გართულებებსა და ოპერაციის შემდგომ პერიოდზე გვესაუბრება აკად. ნ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ლევან ცინცაძე.

- კბილის ამოღების ჩვენება პირობითად ორგვარია: სასწრაფო და გეგმური. კბილის სასწრაფოდ ამოღების აუცილებლობა წარმოიქმნება მწვავე ჩირქოვანი ანთების დროს, რომელიც ძვალზე ვრცელდება (პერიოსტიტი, ოსტეომიელიტი), ასევე - კბილის ძლიერი ტკივილის დროს, როცა ადეკვატური მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია. კბილი გეგმურად შეიძლება ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩვენებებით:

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
კბილების პროთეზირება და იმპლანტაცია 24.03.10

"საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუდან, კბილებიდან იწყება და ვისაც ჯერ კიდევ არ განუცდია ამ მხრივ პრობლემები, ვერც კი წარმოიდგენს, როგორი მძიმე შედეგი შეიძლება მოიტანოს კბილთა რიგის უქონლობამ თუ სრულმა უკბილობამ. ბევრი მხოლოდ პრობლემების გაჩენის შემდეგ იწყებს ფიქრს პროთეზსა თუ კბილების იმპლანტირებაზე, არადა, თავიდანვე რომ ყურადღებით მოპყრობოდნენ პირის ღრუს ან პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც მისულიყვნენ სტომატოლოგთან, ყველაფერი უფრო მარტივად მოგვარდებოდა და დანახარჯიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა", - ამ სიტყვებით დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ექიმმა სტომატოლოგმა, იმპლანტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრის hbi-dentimplant-ის გენერალურმა დირექტორმა კახა მეტრეველმა, რომელსაც პროთეზირებასა და იმპლანტაციაზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ქათქათა კბილები რომ გვქონდეს 24.03.10

კბილების გათეთრების მეთოდებსა და საშუალებებზე ექიმი სტომატოლოგი ფიქრია კაკაურიძე გვესაუბრება.

- როდის უნდა მივმართოთ კბილების გათეთრებას?
- კბილების გათეთრება, იგივე ბლიჩინგი, თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი წარმატებული მიღწევაა. ამ პროცედურას მიმართავენ, როდესაც კბილის ქსოვილი ფერს იცვლის მექანიკური ტრავმის, არაკარიესული დაზიანების (ფლუოროზი,  მინანქრის ჰიპოპლაზია) ან ექიმის მიერ მკურნალობისას დაშვებული შეცდომის შედეგად, საკვებში არსებული პიგმენტური ნივთიერებების ზემოქმედებით, კბილების ფორმირების პერიოდში მედიკამენტების (ტეტრაციკლინის) ზემოქმედებით, ასევე - ფერის ასაკობრივი ცვლილებისას.

 
ავტორი: d.mosiashvili დაწვრილებით...
კბილების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალებები 24.03.10

თანამედროვე ბაზარი და სააფთიაქო ქსელი პირის ღრუს მოვლის საშუალებათა ფართო არჩევანს გვთავაზობს. მყიდველს ერთგვარად აბნევს კიდეც სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება. ფასებიც საკმაოდ ფართო საზღვრებში მერყეობს. რით განსხვავდება ძვირადღირებული პროდუქცია იაფფასიანისგან, რით სჯობს პირველი მეორეს და, საერთოდ, როგორი უნდა იყოს პირის ღრუს მოვლისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროდუქცია? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სტომატოლოგიური კლინიკა "სითი დენტის" ექიმი-სტომატოლოგი ნინო გვაზავა გვესაუბრება.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლო >>

ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13