For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
ონკოლოგია
სათესლე ჯირკვლების სიმსივნეები 08.05.10

სათესლე ჯირკვლების სიმსივნეები საკმაოდ არის გავრცელებული და მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებების თითქმის 2%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, სიმსივნეების თითქმის 99% ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინების პიკი თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელი), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორ ფაქტორს. ერთ-ერთი მათგანი კრიპტორქიზმია - ასე უწოდებენ მდგომარეობას, როცა სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ყველაფერი ჰემანგიომებზე 15.04.10

ვარ 36 წლის. ღვიძლში აღმომაჩნდა მცირე ზომის კეთილთვისებიანი ჰემანგიომა. თუ გაიზარდა, შეიძლება მკურნალობა ან ოპერაციის გაკეთება?

ვარ 42 წლის. 3 წელია, რაც დამიდგინეს ღვიძლის ჰემანგიომა (სრულიად შემთხვევით). ამ ხნის განმავლობაში თითქმის არ გაზრდილა, არ მაწუხებდა და არც ახლა მაწუხებს. არადა ამბობენ, სიმსივნეაო. იქნებ დაბეჭდოთ რამე ამ დაავადებაზე.

შეგიძლიათ გვითხრათ, რა იწვევს კანის ჰემანგიომას? მართალია, რომ ზოგჯერ ჰემანგიომა თავისით ქრება?

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
როგორია ძვლის სიმსივნეთა სტატისტიკა 06.11.09

ძვლის სიმსივნეთა გავრცელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციისთვის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიათა განყოფილების ონკოქირურგს გია ლეჟავას მივმართეთ.

- ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ძვლის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა 71% მამაკაცია, 29% - ქალი. ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა შემთხვევები ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება: 10 წლის ჩათვლით - 15%, 11-დან 20 წლამდე - 31%, 21-დან 30 წლამდე - 15%, 31-დან 40 წლამდე - 5%, 41-დან 50 წლამდე - 10%, 51 წლიდან - 12%. კეთილთვისებიან სიმსივნეთა შემთხვევაში კი ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 10 წლის ჩათვლით - 11 %, 11-დან 20 წლამდე - 31%, 21-დან 30 წლამდე - 16%, 31-დან 40 წლამდე - 11%, 41-დან 50 წლამდე - 6%, 51 წლიდან - 14 %.

 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
ძვლის სიმსივნეები 06.11.09

ძვლის სიმსივნეთა შესახებ სასაუბროდ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიათა განყოფილებას ვესტუმრეთ. გვესაუბრება წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოქირურგი ალექსანდრე ჩირინაშვილი.

- ძვლის ყველა სიმსივნე ერთნაირი ბუნებისაა თუ ისიც შეიძლება ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი იყოს?

 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
დასვენება სანანებელი რომ არ გაგვიხდეს 27.08.09

ივლის-აგვისტოში მზის აქტიურობა პიკს აღწევს. პიკს აღწევს ზღვაზე თუ მთაში დამსვენებელთა რაოდენობაც. მართლაცდა, რა სჯობს დასვენებას მთელი წლის დამქანცველი შრომის შემდეგ! მაგრამ დასვენებასაც ცოდნა უნდა, რადგან ერთი შეხედვით ბანალურ გარუჯვას შესაძლოა ძალზე უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს. "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ციტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემ. დოქტორი, ეროვნული აკადემიის წევრი დალი თუშიშვილი.

 

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ფილტვის კიბო 12.03.09

უკანასკნელ ხანს ქვეყნის ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფილტვის ავთვისებიან სიმსივნეს. მამაკაცები ფილტვის კიბოთი ქალებზე 7-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. დაავადების სიხშირე ასაკის პროპორციულად იმატებს - 60-69 წლის მამაკაცებს შორის ავადობა 60-ჯერ მეტია, ვიდრე 30-39 წლის ასაკში. ფილტვის კიბოს შესახებ გვესაუბრება ექიმი ცისანა უშვე-რიძე.

 
ავტორი: ეკა ჭავჭავაძე დაწვრილებით...
ბაზალიომა 20.02.09

ძალიან ვწუხვართ თქვენი დიაგნოზის გამო, ვინაიდან ბაზალიომა კანის ბაზალურუჯრედოვან ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს, თუმცა, კიბოს სხვა ფორმებისგან განსხვავებით, მეტასტაზებს არ იძლევა, ამიტომ განკურნების იმედი არ უნდა გადაიწუროთ. მით უფრო, რომ თანამედროვე მედიცინა მასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდს ფლობს. გარდა ამისა, ცნობილია ხალხური საშუალებებით მისგან განკურნების შემთხვევები.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
მასტოპათია 31.01.09
  • მასტოპათია ქალების 30-60%-ს აწუხებს. მასა და ძუძუს კიბოს განვითარების საერთო მიზეზები და რისკ-ფაქტორები აქვთ. ამის კვალობაზე, მასტოპათიის მკურნალობა, ფაქტობრივად, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკაა. სამწუხაროდ, თანამედროვე მედიცინას არ გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, აწარ-მოოს მასტოპათიით დაავადებულ ქალთა ადეკვატური მონიტორინგი და მკურნალობა. გვესაუბრება ონკოლოგიური დისპანსერის დირექტორი, მედიცინის დოქტორი მიხეილ ჯანჯალია.
 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>