| როგორ მოვუაროთ ნაზამთრალ პირისკანს |
24.05.10
|
|
|
ზამთრობით სახის კანი თითქოს შრება, ხუნდება და სხივი უქრება. რისი ბრალია ეს და როგორ მოვუაროთ მას ასეთ დროს?
. ზამთარში, კლიმატური პირობების გავლენით, კანი შრება, იქერცლება, იოლად ზიანდება და ღიზიანდება. უსიამოვნო შეგრძნებების, გამონაყარის გაჩენისთანავე მიიღეთ ზომები. ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყეთ იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავს თუთიას, A და E ვიტამინებს. რეგულარულად დაატენიანეთ კანი, ხშირად ისხურეთ სუფთა მინერალური წყალი. ასეთი მოვლის წყალობით კანი სწრაფად აღიდგენს თავდაპირველ, ჯანსაღ იერს.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| რა ვუყოთ ამოღამებულ თვალებს |
25.04.10
|
|
|
რასაკვირველია, ჩამუქებული უპეები ქალს სრულიადაც არ ალამაზებს, ამიტომ ზოგიერთი მათ პუდრით ან კრემით მალავს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? მიზეზის მოცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე შედეგთან მუდმივი ბრძოლა. თავდაპირველად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა იყოს:
* რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში არც ერთი სხვა სიმპტომით არ გამოვლენილა; * სტრესის, ქრონიკული დაღლილობის ან ავიტამინოზის (მაგალითად, ც ვიტამინის უკმარისობის) შედეგი. წესად აქციეთ, მიიღოთ ვიტამინების კომპლექსები, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომელიც სერიოზული გამოცდაა ორგანიზმისთვის.
|
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
|
ძალიან მინდა, ჩემმა პირისკანმა დიდხანს შეინარჩუნოს სინორჩე და სილამაზე. ამბობენ, რომ დღის სხვადასხვა დროს კანი სხვადასხვა მდგომარეობაშია და, შესაბამისად, სხვადასხვანაირად უნდა მოვუაროთ. სახელდობრ როგორ? ინგა, 29 წლის
ნებისმიერი ტიპის კანს მუდმივი ყურადღება სჭირდება. თუ გსურთ, თქვენმა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს სინორჩე, სინაზე, ელასტიკურობა, ყოველდღე უნდა გამონახოთ დრო მის მოსავლელად. დღის სხვადასხვა დროს - დილით, შუადღისას თუ საღამოს - კანი სხვადასხვა მდგომარეობაშია, სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას განიცდის, ამიტომ თქვენც სხვადასხვანაირად უნდა იმოქმედოთ.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
|
ცერა თითები მიიდეთ წარბებს ზემოთ და მსუბუქი დარტყმებით ამოძრავეთ შუბლის ცენტრალური ნაწილიდან საფეთქლებისკენ. შემდეგი პროცედურაც ანალოგიურად ჩაიტარეთ, ოღონდ ოდნავ ზემოთ და ასე თანდათანობით მთელი შუბლის მასაჟი გაიკეთეთ. დიდი და საჩვენებელი თითები მსუბუქი მოჭერითი მოძრაობებით გაატარეთ წარბზედა უბანზე ცხვირის ფუძიდან საფეთქლებისკენ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმეჯერ. საჩვენებელი, შუა და არათითების წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები. |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
|
ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ - იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებავად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ. პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.
|
|
ავტორი: თინათინ გოცაძე |
დაწვრილებით...
|
|
| რძის პროდუქტები ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის |
07.03.09
|
|
|
ადამიანი ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაზე უძველესი დროიდან ზრუნავდა და ამისთვის მცენარეულ ექსტრაქტებსა თუ ელექსირებთან ერთად რძესაც იყენებდა. რა შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში და რა ადგილი უკავია დღეს კოსმეტოლოგიაში რძესა და მის პროდუქტებს? სწორედ ამაზე გვესაუბრება კოსმეტოლოგი ნათელა მესტიაშვილი. - ქალბატონო ნათელა, როგორ იყენებდნენ ძველად რძესა და მის პროდუქტებს კოსმეტიკური მიზნით? |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ კოსმეტიკა |
05.03.09
|
|
|
კოსმეტიკური საშუალებების შენახვის საშუალო ვადა ორი წელია, თუმცა ეტიკეტზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის მითითებული დამზადების თარიღი. ასე რომ, სჯობს, კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მივანიჭოთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ. |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| როგორ მოვუაროთ კანს |
25.02.09
|
|
|
თუ ქუთუთოები დაგიმძიმდათ, თვალების გარშემო ნაოჭების ბადე გაიბა და ღაბაბიც გამოიკვეთა, განწირულივით ნუ ამოიოხრებთ. მართალია, წლებს თა-ვისი მიაქვს, მაგრამ თქვენი შემოდგომა ჯერ არ დამდგარა. უმჯობესია, ყოველ დილით შეასრულოთ სპეციალური კოსმეტიკური ვარჯიშები, რომლებიც თქვენს კანს ახალგაზრდული იერის დაბრუნებასა და ზამთრის სიცივესთან გამკლავებაში დაეხმარება. დადებით შედეგს რეგულარული პროცედურების დაწყებიდან 5-6 დღის შემდეგ შეამჩნევთ.
ყოველ დილით ჯერ 30-40-ჯერ შეისხით სახეზე თბილი (42-45 გრადუსი ტემ-პერატურის) წყალი, შემდეგ კი 50-60-ჯერ - ცივი (20 გრადუსი ტემპერატუ-რისა). კიდევ უფრო ეფექტურია ცხელი კომპრესები - სელის ნაჭერი ან რამდე-ნიმე ფენად გაკეცილი დოლბანდი ცხელ წყალში დაასველეთ, გაწურეთ, |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
|