| თუ ზღვაზე მიემგზავრებით |
02.09.10
|
|
|
ზაფხული, სადაცაა, მიიწურება, ასე რომ, თუ საპლაჟო ეკიპირებაზე ჯერ არ გიზრუნიათ, დროს ნუღარ დაკარგავთ. 2010 წლის საზაფხულო კოლექციებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იტალიელ დიზაინერთა მოდელები. ვინ, თუ არა მზიანი იტალიის ბინადრებმა, იციან პლაჟის მოდის მსოფლიო კანონები და ასწრებენ, ბაზარს მიაწოდონ ზუსტად ის, რაც ამ სეზონზე წარმოუდგენლად პოპულარული იქნება. ამრიგად, იტალიელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2010 წლის საზღვაო სეზონი ანტიდეპრესიული და ანტიკრიზისული განწყობით უნდა გავატაროთ. დიზაინერები ამ ზაფხულს მკვეთრ ფერებს, მყვირალა მოხატულობას (მოდურია გეომეტრია და აბსტრაქციაც კი), მაცდუნებელ თარგებს და მრავალ სხვა საინტერესო დეტალს გვთავაზობენ. ერთიანი და ორნაწილიანი საცურაო კოსტიუმები თანაბრად აქტუალურია (თუმცა კი ქალბატონები უპირატესობას მაინც ამ უკანასკნელს ანიჭებენ).
|
|
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე |
დაწვრილებით...
|
|
| საშინაო ტანსაცმელი |
23.08.10
|
|
|
სამსახურიდან ისეთი დაღლილი ვბრუნდები, ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ საშინაო ტანსაცმელს და მოვეშვები. სულ არ მადარდებს, ამ დროს როგორ გამოვიყურები. ჩემი მეგობარი კი შინაც გამოპრანჭული დადის. ამბობს, ჩემს ქმარს მოსწონსო. ვერ გამიგია, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურები სახლში, მით უმეტეს, დასვენებისას...
ტანსაცმელი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც ძველად იცავდა ცხოველის ბეწვი ადამიანს სიცივისაგან, ისევე გვიცავს ფსიქოლოგიურად ჩვენი კოსტიუმი, ნიღაბივით ფარავს ნაკლს და თავდაჯერებულობას გვმატებს. ყოველი ქალისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება საზოგადოებაში - სამსახურში, ტრანსპორტში, რესტორანში, სტუმრად... ხოლო როცა ის სახლში ბრუნდება, სრულდება ტანსაცმლის გამოცვლის მაგიური რიტუალი - პრინცესა კონკიად იქცევა.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| ამ თემაზე არ საუბრობენ |
07.07.10
|
|
|
40 წლის შემდეგ გამიჩნდა სერიოზული პრობლემა - შარდის შეუკავებლობა. ეს დიდ დისკომფორტს მიქმნის. დაცემინებისა, დახველებისა და გაცინებისაც კი მეშინია. რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს პრობლემა?
შარდის შეუკავებლობის მიზეზი ყველაზე ხშირად მენჯის ქვედა ნაწილის კუნთების შესუსტებაა. ქალის ორგანიზმში ორსულობით, მშობიარობით, მენოპაუზით გამოწვეულ ცვლილებებს იქამდე მივყავართ, რომ მენჯის ქვედა ნაწილის კუნთები ელასტიკურობას კარგავს და სუსტდება, ამიტომ ხველების, სიცილის, ცემინების ან ვარჯიშის დროს შესაძლოა შარდის უნებლიე გამოყოფა მოხდეს.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| ასაკი დიდხანს რომ არ დაგეტყოთ |
02.07.10
|
|
|
ვატყობ, რომ ასაკი თანდათანობით აჩნევს კვალს ჩემს გარეგნობას. ხომ არსებობს საშუალებები, რომ ეს პრობლემა თავიდან ავიცილო?
თუ გსურთ, იყოთ ლამაზი, მომხიბვლელი და ასაკმა ნაკლებად დაატყოს კვალი თქვენს გარეგნობას, ამისთვის განუწყვეტლივ უნდა იზრუნოთ. ნუ იფიქრებთ, რომ სილამაზე თანდაყოლილი თვისებაა, რომ მისი შეძენა შეუძლებელია. ყოველი ქალი თავისებურად ლამაზი და განუმეორებელია. მთავარია, ამ სილამაზეს მოვუაროთ და შევინარჩუნოთ.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| როგორ ვიცხოვროთ ძუნწ ქმართან ერთად |
19.06.10
|
|
|
მიღებულია, რომ ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, ოჯახშიც მას ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა, ხოლო მას, ვინც ნაკლებს შოულობს, არ აქვს უფლება, ფული საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯოს. როგორც არ უნდა იყოს, ფინანსური პრობლემები და ბიუჯეტის "ჩემად" და "შენად" დაყოფა ოჯახურ ურთიერთობებზე არცთუ სასიკეთოდ აისახება. როგორ ავიცილოთ თავიდან უთანხმოება?
ოჯახის ბიუჯეტი ყოველთვის მიიჩნეოდა გარეშეთათვის დახურულ თემად. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს მართებულია: თითოეული ოჯახი თავად წყვეტს, როგორ გამოიმუშაოს და რაში ხარჯოს ფული, ამიტომ მზა რეცეპტის შეთავაზება ძნელია; ჩვენ გვსურს, იმაზე გესაუბროთ, როგორ შეიძლება იცხოვროს ოჯახმა, რომ ფულთან დაკავშირებული დავა არ წამოიჭრას.
|
|
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე |
დაწვრილებით...
|
|
| შეღებილი თმის მოვლა |
02.06.10
|
|
|
დიდი ხანია, თმას ვიღებავ. ადრე ქერად შეღებვა ვცადე და დამეწვა. მას შემდეგ მუქი ფერის საღებავებს ვხმარობ, მაგრამ თმას ძველებური სხივი ვერ დავუბრუნე.
გაზაფხულზე ბევრი ქალი იცვლის თმის ფერს, ბევრიც, უბრალოდ, ნატურალური ფერის გახალისებას ცდილობს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევიღებოთ თმა ისე, რომ სინაზე და ბზინვარება არ დავუკარგოთ.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| საყოფაცხოვრებო ნივთები და მათი მოვლა |
25.05.10
|
|
|
შინ უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი გვაქვს, რომლებიც ცხოვრებას გვიმსუბუქებენ და ზოგჯერ გვილამაზებენ კიდეც, ამიტომ მათ განსაკუთრებული მოფრთხილება და მოვლა სჭირდებათ. გარდა ამისა, თითოეულ ნივთს აქვს გამოყენების წესები და ვადა. ასე რომ, ყოველი მათგანი ხარისხიანად რომ ასრულებდეს თავის ფუნქციას, მათი ექსპლუატაციის თავისებურებებშიც უნდა გავერკვეთ და მოვლის წესებიც დავიცვათ. მაგალითად, თუ წყლის ფილტრს იმაზე მეტხანს გამოვიყენებთ, ვიდრე მის ინსტრუქციაშია მითითებული, სიკეთის ნაცვლად ზიანს მიაყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. ღრუბლის გამოყენება არ შეიძლება 4 თვეზე მეტხანს - დროთა განმავლობაში მასში სახლდებიან და მრავლდებიან ბაქტერიები.
|
|
ავტორი: ნანა კალანდაძე |
დაწვრილებით...
|
|
| ქალი და მამაკაცი |
25.05.10
|
|
|
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ პარტნიორი სჭირდება. რაკი ასეთი მოთხოვნილება არსებობს, ესე იგი მისი რეალიზებაც უნდა მოხდეს. როგორ გააკეთოს ეს, თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, მაგრამ არსებობს ზოგადი მიდგომებიც. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობა მოცემულ დროსა და მოცემულ სოციალურ გარემოში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, ჯერ ერთი, მოცემულ საკითხზე ყოველგვარი მტკიცება სუბიექტურია და მართებულია მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანისთვის; მეორე - ვინმესთან ურთიერთობა ნიშნავს შეუთანხმო მას საკუთარი პოზიციები და მზად იყო, შეიცვალო თვალთახედვა; მესამე - აუცილებელია პარტნიორის უფლებათა უპირობო გათვალისწინება და მიღება; და მეოთხე - უნდა შევძლოთ განშორების ატანაც, რადგანაც სამყარო ასეა მოწყობილი - ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
|
|
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე |
დაწვრილებით...
|
|
|