| საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა |
23.08.10
|
|
|
ვარ 75 წლის. მაქვს საშვილოსნოს ყელის გამოვარდნა, რომელიც ფეხების მაღალი მდებარეობისას თავისთავად სწორდება. ხომ არ შეგიძლიათ, მირჩიოთ ოპერაციის გარეშე მკურნალობის რაიმე მეთოდი?
საშვილოსნოს დაწევა უმეტესად მრავალნამშობიარევ ქალებს ემართებათ მუცლის კედლისა და მენჯის ფუძის კუნთების მოდუნების გამო, ჩვეულებრივ კი საშვილოსნო, მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოთა მსგავსად, მტკიცე იოგოვანი და კუნთოვანი აპარატით არის ფიქსირებული. ქალის სასქესო ორგანოთა დაწევა, საზოგადოდ, მენჯის ფუძის ანატომიური დეფექტის შედეგად ვითარდება, ამ დეფექტის მიზეზებს შორის კი ძირითადად სამი გამოიყოფა:
|
|
ავტორი: თინათინ გოცაძე |
დაწვრილებით...
|
|
|
სამწუხაროდ, დედობის ბედნიერება ბუნებამ ყველა ქალს როდი არგუნა. რა იწვევს ქალის უნაყოფობას, როგორია მისი დიაგნოსტიკის პრინციპები და რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე რეპროდუქტოლოგია უნაყოფობის სამკურნალოდ? ამ და სხვა კითხვებზე ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი, რეპროდუქტოლოგი ნინო ქანთარია უპასუხებს.
|
|
ავტორი: მარიკა დვალი |
დაწვრილებით...
|
|
| სპაზმი და ქალური პრობლემები |
12.03.10
|
|
|
რომელი ქალური პათოლოგიების დროს ვითარდება სპაზმი და რატომ? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ექიმ გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორ რუსუდან ხუგაშვილს მივმართეთ.
- ქალბატონო რუსუდან, რა არის ვაგინიზმი? - ქალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულ სქესობრივ დარღვევებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის შესუსტება ან დაკარგვა, ორგაზმის განცდის სირთულეები და სპაზმური ხასიათის ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ვაგინიზმი საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმია, რომელიც ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის სქესობრივ კონტაქტს. ის უბრალო ტკივილითაც შეიძლება გამოვლინდეს და სერიოზული წინააღმდეგობაც შექმნას საშოში ნებისმიერი სხეულის მოძრაობისთვის (გინეკოლოგიური გასინჯვა, სარკეები, ტამპონები, სქესობრივი კონტაქტი და სხვა).
|
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
|
გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი მზია დევდარიანი.
- ქალბატონო მზია, რა არის ენდომეტრიოზი? - ენდომეტრიოზი, ენდომეტრიული ჰეტეროტოპია, პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც საშვილოსნოს გარეთ ენდომეტრიუმის მსგავსი თვისებების მქონე ქსოვილი იზრდება. ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსია, რომელიც ყოველთვიურად, მენსტრუაციის დროს, ჩამოიფცქვნება.
|
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| რატომ არ გვყავს შვილი? |
02.11.09
|
|
|
უშვილობა მრავალი წყვილისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან, მაგრამ ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, რა არის მათი უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. იკარგება უამრავი დრო და თანხა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავადაც ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს უშვილობის მიზეზი და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა, რათა გაიზარდოს დაორსულების შანსი. რედაქციაში ამ საკითხების შესახებ უამრავი წერილი მოდის. აქედან რამდენიმე შევარჩიეთ და მათზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის ექიმს ალეკო დიაკონიძეს. |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება |
05.10.09
|
|
|
სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ხშირად ქრონიკულ ხასიათს იღებს. მასზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგს, III სამშობიარო სახლის წამყვან სპეციალისტს მერი კაპანაძეს.
ვარ 28 წლის. მყავს 3 წლის შვილი. აღმომაჩნდა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება. გთხოვთ ამიხსნათ, როდის ვითარდება ეს დაავადება, როგორ გადაეცემა და როგორ ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. შესაძლებელია თუ არა, ბავშვებს გადაედოთ? როგორ მკურნალობენ? ნ. გიორგაძე |
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| საშვილოსნოს ყელის ეროზია |
02.10.09
|
|
|
საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. იგი ქალების დაახლოებით 10-15%-ს აქვს. მას უმეტესად შემთხვევით, სულ სხვა მიზეზით ჩატარებული დისპანსერული გამოკვლევისას აღმოაჩენენ. როგორია ამ პათოლოგიის სიმპტომები და რა სიახლეებს გვთავაზობს მედიცინა მისი მკურნალობისას, ამის შესახებ აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე გვესაუბრება.
|
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
| ტროფობლასტური დაავადებები |
29.07.09
|
|
|
ტროფობლასტი (ქორიონი) ძუძუმწოვრის ჩანასახის გარეთა, ბუსუსოვანი გარსია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მისი საშუალებით ჩაიზრდება და მიემაგრება საშვილოსნოს შიგნითა გარსს - ენდომეტრიუმს. ტროფობლასტური დაავადებების დროს ქორიონული ბუსუსები პათოლოგიურად იზრდება და ავსებს საშვილოსნოს ღრუს. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება ბუშტნამქერი და ქორიონეპითელიომა.
|
|
ავტორი: ნანა ხუცაიძე |
დაწვრილებით...
|
|
|
<< პირველი < წინა 1 2 შემდეგი > ბოლო >>
|
|
|