For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
უროლოგია
მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანოს ზოგიერთი დაავადება და დეფექტი 01.06.10

* სასქესო ორგანოს ჩუჩის ქვეშ პერიოდულად მიგროვდება მარილების მსგავსი რაღაც. იქნებ მითხრათ, რა არის და როგორ ვიმკურნალო.
* ასოზე მაქვს თეთრი ხაჭოსებრი ნადები და ძალიან უსიამოვნო სუნი. ვიყავი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა და გავიკეთე ნაცხის ანალიზი, - ყველაფერი ნორმაში მაქვს. სხვა პრობლემა არ მაწუხებს.
* ვიყავი უროლოგთან და მითხრა, რომ ჩუჩის თავი მაქვს ოდნავ შევიწროებული, რის გამოც ერექციის დროს კანი ძნელად გადადის. მითხრა, მალამოს ხმარების შემდეგ პრობლემა ადვილად მოგეხსნებაო, მაგრამ მაშინ ისე მოხდა, რომ დანიშნულების გამოწერა ვეღარ მოხერხდა.

 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
სათესლე ჯირკვლების ტკივილი 01.06.10

სათესლეები - ეს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები მამაკაცის სათესლე პარკის შესაბამის ნახევრებშია მოთავსებული. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლე ჯირკვლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება. სათესლე ჯირკვლების გვერდებზე ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება, თუმცა მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია. სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, სხვადასხვაგვარია მათი კლინიკური გამოვლინებაც, მაგრამ მათ მაინც აქვთ ერთი საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და მათი მკურნალობა 01.06.10

ალბათ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროსტატა ანუ წინამდებარე ჯირკვალი, იმ ორგანოთა რიცხვს ეკუთვნის, რომლის დაავადებებიც პაციენტთა და მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რა როლი ენიჭება მას მამაკაცის ორგანიზმში, რომელი დაავადებების აღმოცენებაა მოსალოდნელი, როგორია მათი გამოვლინების თავისებურებები და მკურნალობის პრინციპები? დღეს ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი, უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის უროლოგთა ასოციაციისა და კლინიკური კვლევების ოფისის წევრი, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის სტიპენდიანტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი.

 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
წანაზარდები სასქესო ორგანოებზე 12.03.10

წანაზარდები, რომელთაგან მრავალი კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, სასქესო ორგანოებზეც გვხვდება. მათი დიაგნოსტირება ძნელი არ არის - უმეტესად დათვალიერებაც საკმარისია, აი, მკურნალობა კი საკმაოდ რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. სასქესო ორგანოთა წანაზარდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, უროლოგი გიორგი გოგეშვილი.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ღამის პრობლემები 02.03.10

ღამის შარდის შეუკავებლობა
თუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის საწყისი ნიშანი იყოს. არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები და არ არის საჭირო, თვითგანკურნების იმედით ყველაფერი ნებაზე მიუშვათ. შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა. ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით დაავადებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია. ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას. შედეგი - დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ყურადღების ცუდი კონცენტრაცია, ანუ ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევა.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა 07.01.10

შარდის ბუშტის ანთებას უმეტესად არასერიოზულად ეკიდებიან. ბევრს ჰგონია, რომ ცისტიტი პრაქტიკულად უვნებელია და ერთი-ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უკვალოდ გაივლის. ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.


 
ავტორი: ლალი ჩხიკვაძე დაწვრილებით...
ადენომექტომიის შემდგომი მდგომარეობა 28.12.09

- გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას? მერაბი

რა ოპერაციები კეთდება პროსტატის ადენომის განსაკურნებლად? წინამდებარე ჯირკვლის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები სადღეისოდ ყველაზე ეფექტურია. დაავადების საწყის ეტაპზე (შარდის ბუშტი მთლიანად იცლება, თირკმელები არ არის დაზიანებული) შეიძლება ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტურ, ე. წ. უსისხლო ოპერაცია) - წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შარდსადენი არხიდან ამოკვეთა. ეს შედარებით ნაკლებტრავმული ოპერაციაა.

 
ავტორი: დევი დევიძე დაწვრილებით...
ფიმოზი და ცირკუმციზია 18.12.09

ვარ 31 წლის მამაკაცი. აღმომაჩნდა ფიმოზი. რამდენად აუცილებელია ამ დროს ამპუტაცია და რა გართულებებია მოსალოდნელი?

ფიმოზი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. ახალშობილებში ფიმოზი ფიზიოლოგიურ მდგომარეობად ითვლება (ასოს თავზე ჩუჩის სრულად გადაწევა მხოლოდ ახალშობილ ვაჟთა 4%-შია შესაძლებელი, 90%-ში კი ეს მხოლოდ 3 წლის ასაკისთვის ხერხდება). აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ნორმაზე მეტი რაოდენობით გროვდება, დაავადებათა გამომწვევ მიკრობებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნებათ. ამიტომაც აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა - ასოს თავის რეგულარული ბანა საპნითა და თბილი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსტიტი - ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი მიმართულებით გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს და ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს.

 
ავტორი: თინათინ გოცაძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლო >>

ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13