For IPN
mkurnali

ანონსი

 
#16 12/08/2010
ბავშვის კვება
ჩვენი საზაფხულო მენიუ 02.09.10

დადგება თუ არა ზაფხული, ბავშვი მადას კარგავს. რა ვაჭამოთ ასეთ დროს პატარას? ამ და სხვა კითხვებზე პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი გვიპასუხებს:

- ზაფხულში ბავშვს ძირითადად ხილი და ბოსტნეული უნდა ვაჭამოთ. ერთ წელს გადაცილებულებს უკვე შეიძლება მივცეთ ძნელად ასათვისებელი ბოსტნეული - კომბოსტო (უმჯობესია ყვავილოვანი), ბოლოკი, ყაბაყი. ბოსტნეულის მკვეთრი სუნი რომ შეარბილოთ, ნადუღი წყალი გადაღვარეთ და ხელახლა დაასხით მდუღარე, მერე კი დარბილებამდე ხარშეთ. თუ ბავშვს კუჭის მოქმედება კარგი აქვს, შეიძლება შევთავაზოთ უმი ბოსტნეულიც.

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
სამკურნალო ჩაი 23.08.10

შეიძლება თუ არა, 3 თვის ბავშვს დავალევინო "ჰიპის" ჩაი მუცლის ტკივილისთვის? აქვს შებერილობა, ვაძლევ ესპუმიზანს, მაგრამ არ შველის. ბავშვი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა.

ძველად, როგორც კი პაწიას მუცელი წამოსტკივდებოდა, ბებია კამის თესლის ნახარშს მოუმზადებდა. აფთიაქებშიც შეგეძლოთ შეგეძინათ კამის წყალი, რომელსაც იქვე დაგიმზადებდნენ. დღეს კი ყველაფერი უფრო იოლია - მაღაზიებსა თუ აფთიაქებში იყიდება ქარხნული წესით დამზადებული უამრავი სახის საბავშვო ჩაი, რომელსაც საბავშვო საკვების მწარმოებელი ცნობილი კომპანიები ამზადებენ. ადრეული ასაკის პატარებისთვის მზადდება სპეციალიზებული საბავშვო ჩაი.

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
ჭამოს ის, რაც სურს! 02.07.10

ერთი წლის ბავშვი ჭამას სულ სხვაგვარად ეკიდება - მას ახლა ისე ძალიან აღარ შია და კვებისას ჭირვეულობს. არც არის გასაკვირი: იმდენი რომ ჭამოს, რამდენსაც ადრე სანსლავდა და წონაშიც ისევე სწრაფად მოიმატოს, როგორც წლამდე, რამხელა გახდება?! პატარას უკვე შეუძლია, ყურადღებით შეისწავლოს თავისი მენიუ და განსაზღვროს, რა მოსწონს და რა - არა. კბილების ამოსვლის პერიოდში ბავშვს მადა ხშირად უფუჭდება, შესაძლოა, ულუფის მხოლოდ ნახევარი მიირთვას ან საერთოდ უარი თქვას კერძზე. საზოგადოდ, მადა კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე ეცვლება და ეს ბუნებრივია. შესაძლოა, ზედიზედ რამდენიმე დღე მწვანილი ჭამოს, მერე უცებ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - კარტოფილს, მაკარონს მიეძალოს...

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
ერთი კოვზი დედის ხათრით! 17.06.10

ბავშვის კვება ნამდვილ კოშმარად იქცა! რა ვიღონოთ? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ გამოსავალი არსებობს. "შეხედე! ეს ქათმის ბარკალი პირდაპირ შენთან მოფრინდა! იფ, რა გემრიელია!", "ჭამე, თორემ თეფშზე დახატული ფისო შეგიჭამს!", "ნახე, მულტფილმი იწყება, გააღე დიდი პირი!", "თუ არ შეჭამ, არ გაიზრდები!" - თუ ასეთ ფრაზებს მოჰკარით ყური, იოლი მისახვედრია - პატარას ჭამა არ უნდა. რას არ იგონებენ მშობლები, რომ შვილს ერთი ლუკმა მაინც გადააყლაპონ - ერთს მაგიდაზე დათუნიების, კურდღლებისა და ლეკვების წარმოდგენა გაუმართავს, მეორეს - რაინდების შერკინება... არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც მხოლოდ სატელევიზიო რეკლამის დროს თუ გადაყლაპავენ რამდენიმე ლუკმას. როცა ასეთი მეთოდები არ ჭრის, მშობლები მუქარაზე გადადიან, ყვირიან, ხანდახან პატარას სცემენ კიდეც... ნუთუ არ არსებობს რაიმე ჯადოსნური, უნივერსალური მეთოდი, რომელიც აიძულებს ბავშვს, სწრაფად და ჭირვეულობის გარეშე ჭამოს? რა თქმა უნდა, არსებობს!

 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
საჭიროა თუ არა ყოველდღე რძის სმა? 02.06.10

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ რძე აუცილებელია პატარასთვის და არა მხოლოდ მისთვის: რძე უნდა შედიოდეს დედის რაციონში, ყოველი მოზარდის ყოველდღიურ მენიუში. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი რძეზე უარს ამბობს? შეიძლება თუ არა მისი სხვა პროდუქტით შეცვლა? გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.

- მერწმუნეთ, არაფერია იმაზე ძნელი, ბავშვს ყოველდღე თითო ჭიქა რძის დალევა აიძულო, მაგრამ პატარებმა რომ იცოდნენ, რამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს რძე, ალბათ ასე არ გაჯიუტდებოდნენ. რძის შემადგენლობაში შედის ყველა ის ნივთიერება, რაც კი სჭირდება მზარდ ორგანიზმს ნორმალური განვითარებისთვის. ესენია:

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
ჩემი საყვარელი კოვზი 24.05.10

ბოთლები, კოვზები, ლამაზი თეფშები - აფთიაქებისა და მაღაზიების თაროებიდან პატარებისთვის განკუთვნილი უამრავი მომხიბლავი ნივთი გადმოგვყურებს. დღეს ნებისმიერი გემოვნებისა და ჯიბისთვის შესაფერის ჭურჭელს ვიპოვით, მანამდე კი მოდი გავარკვიოთ, რა არის აუცილებელი და რის გარეშე შეიძლება გავიდეთ ფონს.



 
ავტორი: მარიკა დვალი დაწვრილებით...
კვების რაციონი გულის კუნთის დაავადებების დროს 08.05.10

რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაციონის შედგენისას, როცა პატარას გულის კუნთის დაზიანება აქვს?- ამ შეკითხვით ბავშვთა კარდიოლოგს მაია მღებრიშვილს მივმართეთ.

- გულის კუნთის, მიოკარდიუმის, დისტროფიული ცვლილებების დროს სამკურნალო დიეტა გულის კუნთს ენერგეტიკული და საკვები მასალით ოპტიმალურად ამარაგებს. ამიტომაც ამბობენ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს სამკურნალო კვებას კარდიტროფიული ფუნქცია აკისრია. კარდიოტროფიული დიეტა განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
როგორ ვაწოვოთ ძუძუ 12.03.10

გთხოვთ გვიპასუხოთ, როდის უნდა მიიყვანონ ძუძუზე ახალშობილი სამშობიარო სახლში და რას გვირჩევთ იმისთვის, რომ დედამ ხანგრძლივად აწოვოს ძუძუ.

ძუძუზე ადრეული მიყვანა ფიზიოლოგიური მშობიარობის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ის კარგა ხანს მივიწყებული გახლდათ და მხოლოდ რამდენიმე წელია, ხელახლა დაინერგა პრაქტიკაში. ახალშობილს, რომლისთვისაც ჭიპლარი ჯერ კიდევ არ გადაუჭრიათ, დაბადებისთანავე დედის მუცელზე აწვენენ, 15-30 წუთის შემდეგ კი მკერდთან. თუ მშობიარობისას ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები და მასტიმულირებელი საშუალებები არ ყოფილა გამოყენებული, ახალშობილი ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ, ჩვეულებრივ, აქტიურად იწყებს წოვას, წოვის აქტი კი, თავის მხრივ, საშვილოსნოს შეკუმშვას უწყობს ხელს და პლაცენტის გამოძევებას აჩქარებს.

 
ავტორი: თინათინ ქორიძე დაწვრილებით...
<< პირველი < წინა 1 2 3 4 5 6 7 შემდეგი > ბოლო >>

ოჯახის მკურნალი

#15 29/07/2010
#-15
#-14
#-13